თანამედროვე ავიაცია სულ უფრო გვაშორებს დროსა და მანძილს. ახალი თაობის კომფორტული თვითმფრინავები და უახლესი ტექნოლოგიები მგზავრებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გადალახონ ათასობით კილომეტრი და რამდენიმე საათში აღმოჩნდნენ დედამიწის მეორე მხარეს. დღესდღეობით უკვე არსებობს პირდაპირი რეისები, რომლებიც თითქმის 18 საათს გრძელდება და 15 000 კმ-ს ფარავს.
მალე კი ეს რეკორდიც განახლდება – China Eastern Airlines 2025 წლის 4 დეკემბრიდან, ყველაზე ხანგრძლივი ფრენების დაწყებას, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე გეგმავს. მარშრუტი მოიცავს 19 635 კმ-ს და თითქმის 29 საათს გაგრძელდება. ოკლენდში დაგეგმილია მხოლოდ მცირე, 2.5-საათიანი ტექნიკური გაჩერება, სადაც მგზავრები თვითმფრინავს არ ტოვებენ, ამიტომაც ფრენა მაინც პირდაპირად ითვლება. შანხაიდან არგენტინამდე გზას დაახლოებით 26 საათი სჭირდება, ხოლო უკანა მარშრუტი 29 საათამდე იწელება. ეს რეისი მალე მსოფლიოს ყველაზე გრძელი მგზავრული მარშრუტის ტიტულს მოიპოვებს.
მანამდე კი, მოდით გადავხედოთ მსოფლიოს 10 ყველაზე გრძელ პირდაპირ რეისს:
- სინგაპური – ნიუ-იორკი (JFK): Singapore Airlines, 15 348 კმ, დაახლოებით 18 სთ 50 წთ.
- სინგაპური – ნიუ-იორკი (Newark): Singapore Airlines, 15 345 კმ, 18 სთ 25 წთ.
- დოჰა – ოკლენდ: Qatar Airways, 14 535 კმ, 17 სთ 35 წთ.
- პერტი – ლონდონი: Qantas, 14 498 კმ, 17 სთ 20 წთ.
- მელბურნი – დალასი: Qantas, 14 471 კმ, 17 სთ 35 წთ.
- ოკლენდი – ნიუ-იორკი (JFK): Air New Zealand, 14 207 კმ, 17 სთ 50 წთ.
- დუბაი – ოკლენდ: Emirates, 14 200 კმ, 17 სთ 10 წთ.
- სინგაპური – ლოს-ანჯელესი: Singapore Airlines, 14 113 კმ, 17 სთ 50 წთ.
- ბენგალორუ – სან-ფრანცისკო: Air India, 14 002 კმ, 17 სთ 40 წთ.
- ჰიუსტონი – სიდნეი: United Airlines, 13 834 კმ, 17 სთ 35 წთ.
ეს რეისები ცხადყოფს, რამდენად შორს წავიდა ავიაციის ინდუსტრია – ახლა უკვე შესაძლებელია, ერთი ფრენით, მსოფლიოს მეორე ნახევარს მიაღწიო!
ცნობისთვის, საქართველოდან გამგზავრებისას ყველაზე შორეული პირდაპირი მიმართულებები ასე გამოიყურება:
თბილისი მუმბაი პირდაპირი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
18 ოქტომბერი 2025 | 28 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 514 -დან |
15 ნოემბერი 2025 | 25 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 280 -დან |
- თბილისი – მუმბაი: დედაქალაქიდან შესრულებული ყველაზე გრძელი მარშრუტი ინდოეთის დიდ ქალაქამდე მიდის. ფრენა დაახლოებით 3,637 კილომეტრს ფარავს და საშუალოდ 5 საათსა და 25 წუთს გრძელდება. ამ რეისს IndiGo Airlines უზრუნველყოფს.
- ქუთაისი – მადრიდი: დასავლეთ საქართველოს აეროპორტიდან ყველაზე შორეული პირდაპირი ფრენა ესპანეთის დედაქალაქისკენ არის. მანძილი 3,800 კილომეტრია, ხოლო გზა დაახლოებით 6 საათს მოითხოვს. მარშრუტს Wizz Air ემსახურება.
- ბათუმი – ტაშკენტი: შავი ზღვის კურორტიდან ყველაზე გრძელი პირდაპირი რეისი უზბეკეთის დედაქალაქში სრულდება. მანძილი 2,297 კილომეტრია და ფრენა 3 საათს გრძელდება. ამ მიმართულებას Fly Khiva ახორციელებს.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907