საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2025 წლის მეორე კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ მოგზაურობას ასახავს. ამ პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოგზაურთა უმრავლესობა (45.1%) 31-50 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობა 564.3 ათასს შეადგენს, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება. ამასთან, ტურისტული ტიპის ვიზიტებმა 385.8 ათასი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.1%-იანი ზრდაა.
საქართველოდან ვიზიტორების ყველაზე პოპულარული მიმართულებები თურქეთი (201.3 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაცია (106.3 ათასი ვიზიტი) იყო.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907









