26.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 16, 2025
მთავარი ანტალიის ტური

ანტალიის ტური

ხანგრძლივობა

5 დღე 4 ღამე

ტურის ტიპი

ყოველდღიური ტური

ჯგუფის ზომა

1 ადამიანი

ტურის შესახებ

ანტალიის ტურები

 

სრული სამოგზაურო პაკეტი 1550 ლარიდან 4850 ლარამდე

 

⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.

 

ანტალიის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇

 

558 302 303

 

ანტალია სამხრეთ თურქეთში მდებარე საკურორტო ქალაქია. იგი ცნობილია თავისი სანაპიროებითა და გართობის კარგი შესაძლებლობებით. ანტალიაში შეძლებთ მის ქვიშიან სანაპირო ზოლზე განტვირთვასა და დასვენებას, თანაც ქალაქს ისტორიული დატვირთვაც აქვს – აქ შეგხვდებათ მნიშვნელოვანი მუზეუმები და კულტურული ძეგლები. ანტალიის ტურით თქვენ თავს დასამახსოვრებელ დასვენებასა და განტვირთვის საუცხოო დღეებს აჩუქებთ.

 

ტურში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისიდან)
  • სასტუმრო
  • All inclusive კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ტრანსფერი
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
  1. ესტუმრეთ თურქულ აბანოებს: ანტალიაში ყოფნისას ეწვიეთ მის თურქულ აბანოებს, ჩაიტარეთ სპა პროცედურები და განიტვირთეთ ყოველდღიურობისაგან.
  2. გაისეირნეთ ანტალიის ძველ ქალაქში: ანტალიის ძველ ქალაქში ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს ნახავთ, აქ ოსმალური ეპოქის ღირსშესანიშნაობები დაგხვდებათ, თავად ქალაქი კი ულამაზესია – წითელი კრამიტის სახურავებიანი სახლებით.
  3. ეწვიეთ ანტალიის ბაზრობებს: ანტალიაში შოპინგს თქვენზე მორგებული პირობებით შეძლებთ, ქალაქი ცნობილია იაფი საშოპინგო სივრცეებით. ანტალიის ბაზრობებში კი შეძლებთ დროის სასიამოვნოდ გატარებას, ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნებას და თურქული ტკბილეულის გასინჯვას.
  4. გაატარეთ დრო სანაპიროებზე: ეწვიეთ კლეოპატრას ან მთვარის სანაპიროს, დატკბით ანტალიის საოცარი წყლით და დაისვენეთ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ წყლის აქტივობებითაც დაკავდეთ.
  5. გაისეირნეთ ბორანით: ბორანით გასეირნება თურქეთში გადაადგილების პოპულარული საშუალებაა. ბორანით შეგიძლიათ სხვა ქალაქებსაც კი ესტუმროთ.
  1. ტოროსის სალათა: ტოროსის სალათა თურქების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. იგი შედგება კვერცხისაგან და ბოსტნეულისაგან. შეზავებულია სანელებლებში. მას განსაკუთრებით საუზმისას მიირთმევენ ხოლმე.
  2. Alanya Bohçası/ბოჰჩასი: ამ კერძმა შესაძლოა ქართული კულინარიული შედევრი ხინკალი მოგაგონოთ, იმის მიუხედავად რომ მომზადების ტექნიკა და ვიზუალური დეტალები განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში ეს კერძი გულისხმობს ცომში ჩადებულ ხორცს ან ყველს. როგორც წესი ყველიანი შიგთავსით უფრო მეტად საუზმისთვის მზადდება ხოლმე.
  3. “დამწვარი” ნაყინი: ნაყინის სპეციფიკური ტექნიკა ცნობილია მხოლოდ ანტალიელებისთვის. ნაყინი მზადდება თხის რძისაგან და დამწვარი ეწოდება იმიტომ რომ მომზადებისას რძეს დიდხანს აჩერებენ.
  4. შაურმა: ხორცის მოყვარულებს გეცოდინებათ, რომ თურქული ქალაქები სახელგანთქმულია შაურმით. აქ შეძლებთ მსოფლიოში პოპულარული შაურმის დაგემოვნებას. იგი სწრაფი კვების ობიექტებში შეგიძლიათ გასინჯოთ.
  5. თეთრი ლობიოს სალათი: ეს სალათა ასევე პოპულარულია ანტალიაში. იგი თეთრი ლობიოსა და ბოსტნეულისგან მზადდება.

ხშირად დასმული კითხვები

აპრილიდან ივნისის ბოლომდე საუკეთესო დროა ანტალიაში სამოგზაუროდ. ამ პერიოდში არც სიცხე შეგაწუხებთ და თანაც სანაპიროებით მაქსიმალურად ტკბობას შეძლებთ. თუმცა, ანტალია განსაკუთრებით პოპულარული მაინც ზაფხულშია, რადგან ამ დროს გართობისა და აქტივობების უფრო მეტი შესაძლებლობაა.

გაზაფხულზე ან შემოდგომით შეძლებთ ანტალიაში ბიუჯეტურად გამგზავრებას. ამ დროს იაფდება როგორც ავიაბილეთები, ასევე დასარჩენი ადგილებიც და, შესაბამისად, ტურებიც.

რეალურად, ანტალიას უმეტესობა მხოლოდ სანაპიროებით იცნობს, თუმცა ქალაქი ისეთი უდიდესი იმპერიების შესახებ გვიყვება, როგორებიც რომის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და თურქეთია.

სასურველია ანტალიაში 5-7 დღე გაჩერდეთ, რომ კარგად დაისვენოთ, გაერთოთ და კულტურული ძეგლებიც მოინახულოთ.

დიახ, თბილისიდან ანტალიაში პირდაპირი რეისებით მგზავრობას შეძლებთ.

AYT – ანტალიის აეროპორტი ქალაქიდან მხოლოდ 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობის პირობები და განრიგი. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დაჯავშნით ტურებს.

Avia.Ge გთავაზობთ სანდო და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ჩვენ საუკეთესო ფასად შემოგთავაზებთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე სასტუმროებსაც. ტურის ფარგლებში ბიუჯეტურად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობას.

ტურის ადგილმდებარეობა

1550₾ დან
avia

avia.ge

Member Since 2022

კონტაქტი

Website

avia.ge

ტელეფონი

+995 551 907 907

1550₾ დან
დაჯავშნ