ევროპარლამენტმა დაამტკიცა ციფრული შესვლა-გასვლის სისტემა (Entry/Exit System – EES), რომელიც სრულად შეცვლის ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთის წესებს. სიახლე შეეხება ყველა მგზავრს, ვინც ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით ან უვიზოდ შედის.

ახალი რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება 2025 წლის შემოდგომიდან. სისტემის დანერგვას 180 დღე დასჭირდება და მის მიზანს წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთის პროცესის ავტომატიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და შენგენის ზონის შიდა მართვის გაუმჯობესება.

რა მონაცემები იქნება საჭირო EES სისტემით ევროკავშირში შესვლისას?

ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის გარე საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

  • მოგზაურის სახელი და გვარი
  • სამგზავრო დოკუმენტის ტიპი
  • საზღვრის გადაკვეთის კონკრეტული ადგილი
  • ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება)

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
კიშინიოვი7 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 119 -დან
ერევანი23 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025ავიაბილეთები 121 -დან
სტამბოლი7 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025ავიაბილეთები 220 -დან
მოსკოვი7 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 242 -დან
ანტალია23 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 277 -დან
ანკარა25 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 278 -დან
მილანი21 იანვარი 202628 იანვარი 2026ავიაბილეთები 286 -დან
ჟენევა30 ნოემბერი 20253 დეკემბერი 2025ავიაბილეთები 298 -დან
ბაქო19 აგვისტო 202619 აგვისტო 2026ავიაბილეთები 323 -დან
მინვოდი15 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 357 -დან

ვის შეეხება EES სისტემა?

ახალი სისტემა შეეხება ყველა მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც:

  • შედიან შენგენის ზონაში უვიზოდ (მაგალითად: დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია)
  • ფლობენ შენგენის მოკლევადიან ვიზას
  • რეგულარულად მოგზაურობენ საქმიანი ვიზიტებით ან ტურისტული მიზნებით

ევროკავშირის Entry/Exit System (EES) ვრცელდება ყველა იმ ფრენაზე, რომელიც განხორციელებულია მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ან შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით განხორციელებული ყველა ფრენა მოექცევა ამ სისტემის მოქმედების ქვეშ.

EES შეეხება ფრენებს, როგორიცაა:

ყოველი შესვლა და გასვლა ამ მიმართულებებით ბიომეტრიულად დარეგისტრირდება, პასპორტში ხელით შტამპის დასმის გარეშე. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ცვლილება და საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია წინასწარ მოამზადონ.

რა შეიცვლება EES-ის ამოქმედების შემდეგ?

ავტომატური რეგისტრაცია:

EES ყოველ მგზავრზე ავტომატურად აღრიცხავს შესვლისა და გასვლის დროს, ლოკაციას და დოკუმენტურ ინფორმაციას.

პასპორტებში შტამპების გაუქმება:

ხელით დასმული ბეჭდები ჩანაცვლდება ციფრული მონაცემებით, რაც დაზოგავს დროს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს.

ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი:

სისტემა ავტომატურად გამოთვლის, რამდენ ხანს იმყოფებოდა მოგზაური შენგენის ზონაში და ხელს შეუწყობს 90/180 დღის წესის დაცვას.

სავიზო რეჟიმის დარღვევების გამოვლენა:

EES მარტივად იდენტიფიცირებს იმ პირებს, რომლებიც აჭარბებენ ვადებს ან იყენებენ ყალბ დოკუმენტებს.

უსაფრთხოების გაძლიერება:

ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვება და მისი ინტეგრაცია ევროკავშირის სხვა მონაცემთა ბაზებთან (VIS, SIS) ხელს შეუწყობს ტერორიზმისა და დანაშაულის პრევენციას.

თუ შენგენის ზონაში გამგზავრებისას ფრენა დაგიგვიანდა, გაუქმდა ან უარი გითხრეს ჩასვაზე, ევროკავშირის წესების მიხედვით შენ შეიძლება გეკუთვნოდეს 250-დან 600 ევროს ჩათვლით ფრენის კომპენსაცია. რეგულაცია EC 261/2004 ვრცელდება ევროკავშირის ტერიტორიიდან გამგზავრებაზე ან ევროკავშირის ავიაკომპანიებით დაბრუნებაზე. შეამოწმე უფასოდ, გეკუთვნის თუ არა ანაზღაურება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა EES სისტემით რეგისტრაცია დეტალურად ხდება და მგზავრობის ჩანაწერები ავტომატურად ინახება.

როგორ ამოქმედდება სისტემა?

ყველა წევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის გააქტიუროს სისტემა – ერთიანად ყველა საკონტროლო პუნქტზე თუ ეტაპობრივად. საწყის პერიოდში შესაძლოა დროებითი შეფერხებები ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.

ევროკავშირში მოგზაურობის წესები ციფრულად იცვლება. თუ გეგმავთ შენგენის ზონაში მოგზაურობას, გაითვალისწინეთ, რომ 2025 წლიდან ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთა EES სისტემით შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიომეტრიული რეგისტრაციით. შეინახეთ ეს სტატია და გაუზიარეთ მათ, ვისაც ევროკავშირისკენ მოგზაურობა წინ აქვს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლოა ახალი ავიარეისები დაინიშნოს
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალი მოეწყობა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments