ავიაკომპანია Wizz Air ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეჩერების (ATC) გაფიცვასთან დაკავშირებით, რაც უკვე სერიოზულად ართულებს ფრენების დაგეგმვას როგორც მიმდებარე ქვეყნების ასევე საფრანგეთის მიმართულებით.

wizz air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი6 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 206 -დან
ბარსელონა18 მარტი 202618 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 375 -დან
ბერლინი24 მაისი 202631 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
ბრიუსელი15 მარტი 202622 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 182 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
მემინგენი20 მაისი 20263 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ფრანკფურტი18 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 151 -დან
ჰამბურგი9 მაისი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან

განცხადებაში აღნიშნულია:


„საფრანგეთში მიმდინარე საჰაერო მოძრაობის დისპეჩერების გაფიცვამ, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფრენების სიხშირეზე მთელ რეგიონში. ეს ინდუსტრიული გაფიცვა იწვევს არსებულზე მეტად გადატვირთულ საჰაერო სივრცეს ევროპაში და უკვე ფიქსირდება მასშტაბური ფრენების დაგვიანება და გაუქმება, მათ შორის Wizz Air-ის რეისებზე.“

ავიაკომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს იმისათვის, რომ მგზავრებზე ზემოქმედება შეიზღუდოს მინიმუმამდე. “ჩვენი საოპერაციო და მომხმარებელთა მომსახურების გუნდები 24/7 რეჟიმში მუშაობენ, რათა შევინარჩუნოთ რეისების შესრულების მაქსიმალური სიზუსტე და თავიდან ავიცილოთ გაუქმებები. ხშირად ვახერხებთ რეისების განხორციელებას დაგვიანებით, რათა არ ჩაიშალოს მგზავრთა გეგმები.“

თუმცა, როდესაც რეისის გაუქმება გარდაუვალია, Wizz Air დაუყოვნებლივ ააქტიურებს მხარდაჭერის მექანიზმებს – გადაჯავშნის ალტერნატიულ ვარიანტებს და ანაზღაურებას მომხმარებლებს უმოკლეს დროში. კომპანია მადლობას უხდის მგზავრებს მოთმინებისა და გაგებისთვის და ხაზს უსვამს, რომ შეფერხებები დაკავშირებულია მიზეზებთან, რომელთა გაკონტროლებაც ავიაკომპანიის ძალებს სცდება.

„ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთში პროცესში ჩართული მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, რაც მალე აღადგენს ნორმალურ რეჟიმს. მიმდინარე სიტუაცია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ფართო ევროპული მასშტაბის პრობლემაა და გავლენას ახდენს მილიონობით მგზავრზე,“ – აცხადებენ Wizz Air-ში.

მგზავრებს კომპანია ურჩევს რეგულარულად გადაამოწმონ თავიანთი ფრენის სტატუსი Wizz Air -ის ოფიციალურ ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში აეროპორტში გამგზავრებამდე, რათა მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები ოპერაციული ცვლილებების შესახებ.

მიიღე ფრენის კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე: 579 20 60 40

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 20%-იანი ფასდაკლება აბუ-დაბის ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ავიამეთვალყურეთა გაფიცვამ ათასობით ფრენა შეაფერხა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments