2025 წელს ვროცლავის ნიკოლაუს კოპერნიკის აეროპორტი დროებით შეწყვეტს მუშაობას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს ვროცლავში, ან იყენებს ამ აეროპორტს ტრანსფერად.
თუ 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე გეგმავ პოლონეთში ან ევროპის მიმართულებით გამგზავრებას ვროცლავის აეროპორტის გავლით, გირჩევთ ფრენები წინასწარ გადაამოწმო და ალტერნატიული აეროპორტებით ისარგებლო – მაგალითად ვარშავას, კატოვიცეს, კრაკოვის ან პოზნანის. ასევე, სატრანსპორტო ბილეთები და სასტუმროები რაც შეიძლება ადრე დაჯავშნე, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება. დროული დაგეგმვა დაგეხმარება თავიდან აიცილო გაუგებრობები და მოგზაურობა უფრო მშვიდად ჩაივლის.
ქუთაისი ვროცლავი
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
29 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 524 -დან |
19 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 530 -დან |
29 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 538 -დან |
26 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 585 -დან |
22 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 603 -დან |
19 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 647 -დან |
23 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 769 -დან |
22 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 771 -დან |
20 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 835 -დან |
29 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 845 -დან |
22 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 862 -დან |
23 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 877 -დან |
21 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 893 -დან |
22 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 897 -დან |
23 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 988 -დან |
19 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 000 -დან |
25 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 043 -დან |
21 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 068 -დან |
28 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 115 -დან |
28 ივნისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 120 -დან |
28 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 124 -დან |
30 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 174 -დან |
როდის და რატომ იხურება აეროპორტი?
ვროცლავის აეროპორტი სრულად დაიხურება 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე. ამ პერიოდში ყველა ფრენა გაუქმდება და მგზავრებს ალტერნატიული ვარიანტებით სარგებლობა მოუწევთ.
დახურვის მიზეზი მოდერნიზაციაა, რომლის მიზანია ტერმინალის გაფართოება და მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესება. ამჟამად აეროპორტი გათვლილია წელიწადში 4 მილიონ მგზავრზე, თუმცა ამ მაჩვენებელმა 2024 წელს უკვე გადააჭარბა. შედეგად, შეიქმნა დისკომფორტი და მომსახურების ხარისხი დაეცა.
რა შეიცვლება მოდერნიზაციის შემდეგ?
რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას. ვროცლავის აეროპორტის დირექტორმა, კაროლ პშივარამ, აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები დადებითად იმოქმედებს მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და ხელს შეუწყობს აეროპორტის განვითარებას. ვარაუდობენ, რომ მოდერნიზაციის შემდეგ ვროცლავი შეძლებს მეტი ფრენის მიღებას და მგზავრების კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად მომსახურებას.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907