ნიცა სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქია. მისი ფრანგული ატმოსფერო, ღია კაფეები, ევროპული სამზარეულო და კაშკაშა სანაპიროები ყველა ტურისტის ოცნებაა. ქალაქის ფერადი შენობები ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს. ნიცაში ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსაც ნახავთ, მისი შუასაუკუნეების შენობები ქალაქს ძველ აურას სძენს. ამ ბლოგში მაგიური ქალაქი ნიცას შესახებ მოგიყვებით – გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ უბნებს, კაფე-ბარებს, რესტორნებსა და სანაპიროებს. გამოგვყევით სამხრეთ საფრანგეთში სამოგზაუროდ.
ნიცა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ნიცაში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის პოვნაა. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ნიცას ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც კარგ სასტუმროებს ნახავთ თქვენზე მორგებული პირობებით და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
ნიცას "ძველი ქალაქი"
ნიცას “ძველი ქალაქი” (In Nice Old Town (“Vieux Nice”)) – პირველად თუ მოგზაურობთ ნიცაში, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე დარჩენა კომფორტული არჩევანი იქნება. აქ ნახავთ ბევრ ტურისტულ ადგილს, ღირსშესანიშნაობებს, ტერასიან ფრანგულ კაფეებსა თუ პაბებს.
ნიცას ცენტრი
ნიცას ცენტრი (Nice City Center (Place Massena/Jean Médecin)) – ეს უბანი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ შოპინგი გიყვართ. აქ ცნობილ საშოპინგო ქუჩებზე აღმოჩნდებით.
ციმიეზი
ციმიეზი (Cimiez) – თუ ადგილობრივების გარემოცვაში დარჩენა გსურთ, ამ უბანს გავუწევდით რეკომენდაციას. იგი საკმაოდ დიდია და მარტივად ნახავთ ბიუჯეტურ სასტუმროებსაც. უბანი გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით.
სანაპირო ტერიტორია
სანაპირო ტერიტორია (On the Promenade des Anglais (by the sea)) – თუ თქვენი დასვენების მთავარი მოტივაცია განტვირთვა და ზღვაზე ყოფნაა, ამ უბანში დარჩენას გირჩევდით. აქ ნახავთ ბევრ კარგ სასტუმროს, თქვენი მოთხოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.
თავისუფლების უბანი
თავისუფლების უბანი (Libération) – ეს უბანი შედარებით ბიუჯეტურია დასარჩენად. აქედან მარტივად შეძლებთ გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერ წერტილამდე. უბანი ცნობილია თავისი ბაზრობებით.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ნიცაში?
ნიცაში მოგზაურობამდე გაეცანით მის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქში შეგიძლიათ მოიწყოთ ტურები, დაათვალიეროთ იგი კრუიზიდან ან ეწვიოთ მის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს. დაბლა რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ კულტურული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერების მოყვარული ხართ. იგი გაგაოცებთ თავისი ექსტერიერითა და მდიდარი ინტერიერით. ტაძარი მე-20 საუკუნეში აიგო ნიცას რუსი მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად. იგი რამდენიმე ფერშია შესრულებული და მის ისტორიულ შინაარსს არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება კარგად ერწყმის.
სპორტის ეროვნული მუზეუმი
სპორტის ეროვნული მუზეუმი კარგი ვიზუალიზაციაა იმისა, თუ როგორ განვითარდა ადამიანის ფიზიკური აქტივობები დროთა განმავლობაში. მუზეუმში ნახავთ მე-16 საუკუნიდან მოყოლებული სპორტთან დაკავშირებულ ნივთებს, მათ შორის ნახატებსაც. აქ დაგხვდებათ ველოსიპედები, ნავები და ფორმულა 1-ის მანქანაც კი.
როტშილდის ვილა ეფრუსი
როტშილდის ვილა ეფრუსი ფრანგული აბსოლუტიზმის, ლუი მე-15-ის მდიდრული ყოფის იდეალური ილუსტრაციაა. დაათვალიერეთ მისი გრანდიოზული მისაღები, აპარტამენტებო, ბაღები და ტერასები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს.
მონაკო
მონაკო ნიცადან ცოტა მოშორებით მდებარეობს, თუმცა კრუიზით შეგიძლიათ მის დაუვიწყარ სანაპიროებს ესტუმროთ, დაათვალიეროთ ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი მხარეები და ნახოთ ადგილები, სადაც არაერთი ცნობილი ფილმია გადაღებული.
მასენას მუზეუმი
თუ გსურთ ნიცას მე-19 საუკუნის ისტორიას უკეთ გაეცნოთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს. იგი წარმოადგენს ნაპოლეონის ბრწყინვალე ეპოქის სამახსოვრო ძეგლს. გარდა სიმბოლური და კულტურული დატვირთვისა, შენობის არქიტექტურაც ყურადსაღებია.
ვერდენის ხეობა
ვერდენის ხეობა ტურისტების საყვარელი ადგილია. ვერდენის ხეობის ტური მდინარე ვერდენის შემოგარენის, მისი ულამაზესი ბაღების დათვალიერებას გულისხმობს. აქ მუდმივად დადის კაიაკები, რომლებითაც მდინარეზე გასეირნებას შეძლებთ. აქვე მოინახულებთ ხეობის ულამაზეს ჩანჩქერსა და კანიონს.
ვილა კერილოსი
ვილა კერილოსი ნამდვილი ისტორიული ცენტრია. მზად ხართ ნახოთ საბერძნეთი ნიცაში? მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვილა კერილოსი, დაათვალიეროთ მისი ულამაზესი დარბაზები და 12 მარმარილოს სვეტი. ვილაში ანტიკური მოწყობის ინტერიერი იდეალურადაა შერწყმული თანამედროვე კომფორტს.
კოტ დ'აზურის მერინდელნდი
კოტ დ’აზურის მერინდელნდი იდეალური არჩევანია, თუ გართობა გსურთ ან თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ. აქ დაგხვდებათ აკვაპარკი (aquasplash), რომლის წყლის სასრიალოებზეც დაუვიწყარ დროს გაატარებთ.
ლუმინისცენცია და ღვთისმშობლის ტაძარი ნიცაში
ლუმინისცენცია და ღვთისმშობლის ტაძარი დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ. ნიცას ღვთისმშობლის ტაძარი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია. შენობა ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლია. ყურადღება მიაქციეთ მის ნეო-გოთიკური სტილის წყობას. ღვთისმშობლის ვარდი კი ტაძრის დამამშვენებელი სიმბოლიკაა. მისი ნახვა ტურისტებს ყოველთვის აღაფრთოვანებს. აქ იმართება ლუმინისცენცია – სინათლეების სანახაობა და ხშირად ორკესტრიც უკრავს. სანახაობის დროს განათებული ტაძრის ფერადი შუშები კი სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს.
ლასკარის მუზეუმი
ლასკარის მუზეუმი ნიცას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მუზეუმია. იგი ბაროკოს სტილშია აშენებული და ინახავს ძველ მუსიკის საკრავებს და სხვადასხვა ნივთებს ისტორიული ეპოქებიდან. თუ მდიდრული ცხოვრების სტილისა და პარიზული კომფორტის ნახვა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს.
დაჯავშნე ნიცის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური ფასები!
ფრენები ნიცაში
სად ვჭამოთ ნიცაში?
ფრანგული კულინარია ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. ნიცას ბარები, რესტორნები, ფრანგული ტერასიანი კაფეები ისაა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ტკბილსა და სასიამოვნოს გახდის.
რესტორნები
Restaurant JAN – ეს ერთ-ერთი პოპულარული რესტორანია ნიცაში. აქ დააგემოვნებთ ფრანგულ სამზარეულოს, რომელსაც სხვა ქვეყნების ტექნიკური შტრიხებიც გასდევს.
Restaurant Sweet Sisters – ამ რესტორანში კი შეძლებთ ჯანსაღად მიირთვათ, დაბალანსებული საჭმელი. აქაური სტაფილოს ნამცხვარი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
Restaurant Peixes – ზღვის პროდუქტების მოყვარულებისათვის აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. აქ ხმელთაშუა ზღვის ცნობილ ზღვის კერძებს დააგემოვნებთ.
Restaurant Acchiardo – ეს უსაყვარლესი ადგილი კი ოჯახურ რესტორანს წარმოადგენს. მას ადგილობრივებიც ხშირად სტუმრობენ. აქ დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს.
სად ვჭამოთ ნიცური სენდვიჩი?
ნიცური სენდვიჩი ტურისტების საყვარელი საჭმელია ნიცაში მოგზაურობისას. იგი ქალაქის საფირმო კერძია და შედგება კვერცხის, თინუსის, ანჩოუსების, ზეთისხილის, ხახვისა და სხვა ინგრედიენტებისაგან. რამდენიმე პოპულარულ ადგილს შემოგთავაზებთ მის გასასინჯად:
- Le Tchitchou
- Chez Pipo
- La Femme du Boulanger
- Chez Acchiardo
ეს კაფეები “ნიცურ” კაფეებად იწოდება და ძირითადად ტრადიციულ საკვებს სთავაზობს მომხმარებლებს.
კაფეები
HUG Café – ეს კაფე ნამდვილი ფრანგული მოწყობისაა. მისი ღია ტერასა, ფერადი სკამები და მაგიდები და უგემრიელესი ტკბილეული აუცილებლად ღირს ცდად.
Le Country Store – ამ კაფეში ასევე ფრანგულად შეძლებთ საუზმისა და ლანჩის მირთმევას ყავასთან ერთად.
Café Paulette – ამ კაფეს ღამის 12 საათამდეც კი შეგიძლიათ ესტუმროთ. აქ მიირთმევთ საუზმეს, ლანჩს, ყავას, აქვთ ვეგანური და ვეგეტარიანული კერძებიც.
La Claque Cafe – ეს ერთ-ერთი ცნობილი კაფეა ნიცაში. აქ შეგიძლიათ გარეთ დასხდეთ და მიირთვათ მსუბუქად. კაფეში სერვისსა და კერძების მომზადების ტექნიკას დიდ ყურადღებას აქცევენ.
სად ვჭამოთ კრუასანები ნიცაში?
ნიცას კრუასანების გასინჯვის გარეშე ვერ დატოვებთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე საცხობს, სადაც უგემრიელეს ფრანგულ კრუასანებს გასინჯავთ:
- Maison Blacker – აქ დაგხვდებათ ნამდვილი ფრანგული გარემო და უგემრიელესი კრუასანების მთელი არჩევანი. თანაც, კაფე ნიცას ძველ ქალაქში, ტურისტულ ადგილას მდებარეობს
- Bio Brod – ამ საცხობში ფრანგული პურ-ფუნთუშეულისა და ტკბილეულის სია დაგხვდებათ.
- La Maison De Celine Pâtisserie – ეს საკონდიტრო ადგილი კი უგემრიელეს კრუასანებსა და ფრანგულ ტკბილეულს დაგახვედრებთ. ამ მრავალფეროვნებიდან ფავორიტის ამორჩევა ძალიან რთულია.
ახლოდან დანახული ნიცა





სად ვიშოპინგოთ ნიცაში?
ნიცაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ბაზრებს.
მოლები
Nice Etoile – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოლი ნიცაში. აქ შეგიძლიათ იშოპინგოთ მსოფლიო დონის ბრენდების მაღაზიებში და ეწვიოთ მოლის კაფე-რესტორნებს.
Cap3000 – ამ მოლს ულამაზესი ხედი აქვს – იგი კოტ დ’აზურის სანაპირო ზოლის გაყოლებაზე მდებარეობს, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მაღაზიებში ვიზიტის პარალელურად შეგიძლიათ ზღვის ხედებით დატკბეთ.
Center Commercial Nice Etoile – ნიცას ცენტრალური საშოპინგო მოლი. აქ ნახავთ ტანსაცმლის, აქსესუარებისა თუ საოჯახო მაღაზიებს. მოლი დილის 11-დან საღამოს 7 საათამდე მუშაობს.
ცნობილი ბაზრები
Marche aux Poissons – თუ ადგილობრივივით გსურთ დასვენება, ეწვიეთ ნიცას თევზის ბაზარს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ მეთევზეების მიერ მოტანილი თევზი და თავადვე მოამზადოთ.
Cours Saleya Flower Market – ფრანგული ქალაქები გამოირჩევა ყვავილების სიყვარულით. ამ ბაზარზე ნახავთ უამრავ ყვავილს, მათ შორის ეგზოტიკურს. ბაზარი მონახულებად ნამდვილად ღირს, მისი ძალიან ფერადი და სასიამოვნო ატმოსფეროს გამო.
შოპინგი ნიცას "ძველ ქალაქში"
ნიცას ძველ ქალაქში ადგილობრივივით შეძლებთ შოპინგს. აქ დაგხვდებათ პატარა ბუტიკები და მაღაზიები, რომლებიც ადგილობრივ პროდუქციას შემოგთავაზებენ. ძველ ქალაქში ნახავთ ბევრ მარკეტსაც და ბაზრობებს. ძველ ქალაქში ნიცას ცნობილი ბაზრობა იმართება და შეგეძლებათ გასინჯოთ ნიცას ყველი ან ხორცეული. აქვე შეიძენთ ყვავილებსაც და თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო ფერადს გახდით.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ნიცაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ნიცა ავიაბილეთები
როდის არის საუკეთესო დრო ნიცაში სამოგზაუროდ?
ნიცა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სანაპირო ზოლითა და ხმელთაშუა ზღვით. ამიტომ, გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ვიზიტი საუკეთესო არჩევანია, თუ ზღვაზე დასვენება, მზე, კრუიზით გასეირნება და კაფე-ბარების გარე სივრცეებში გართობა გსურთ. გაზაფხულსა და ზაფხულში აქ ჯაზის ფესტივალები იმართება, ამიტომ ნამდვილად არ მოიწყენთ. 14 ივლისი კი ბასტილიის აღების, ანუ ფრანგული რევოლუციის დაწყებისა და საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეა, რასაც მთელი ქალაქი საუცხოოდ ზეიმობს. შემოდგომის პერიოდში მოგზაურობისას შეგიძლიათ ადგილობრივი ვენახების ღვინო დააგემოვნოთ, ესტუმროთ ნიცას მუზეუმებს და კულტურულ ღონისძიებებს დაესწროთ. ქალაქში ზამთარიც საუცხოოა – სწორედ ზამთარში იმართება ნიცას კარნავალი, როდესაც მთელი ქუჩები ყვავილებითაა გაფორმებული. ამავე პერიოდში ნახავთ საშობაო ბაზრებსა და სადღესასწაულო დეკორაციებს. თანაც, შემოდგომასა და ზამთარში საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ მოგზაურობას.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ნიცაში?
ნიცაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებითა და სანაპირო ზოლით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
ტრამვაი
ტრამვაი ნიცაში გადაადგილების პოპულარული საშუალებაა. ქალაქის ტრამვაის 3 ძირითადი ხაზი აქვს, რომელიც ქალაქის ტერიტორიას მოიცავს, B-ხაზი კი აეროპორტს აკავშირებს ცენტრთან. ერთჯერადი ბილეთის ღირებულებაა €1.70. მათ შეძენას მარტივად შეძლებთ ბილეთების აპარატებიდან. არ დაგავიწყდეთ ბილეთების ვალიდაცია მგზავრობის დაწყებისას, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმა.
ველოსიპედი
ნიცაში პოპულარულია ელექტრო-ველოსიპედებით გადაადგილება. მათი სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია. ქალაქს 250-მდე პარკინგის ზონა აქვს ველოსიპედებისათვის, სადაც შეძლებთ მათ დაქირავებას.
ფეხით
ნიცა ის ქალაქია, რომელიც იმსახურებს, რომ ფეხით შემოიაროთ. განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრი, სადაც უამრავი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ნამდვილი ფრანგული ატმოსფერო ტრიალებს. ანდაც, მისი უნიკალური სანაპირო ზოლი, შთამბეჭდავი ხედებით.
რომელია საუკეთესო სანაპიროები ნიცაში?
ნიცა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სანაპიროებით. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ამიტომ მას უამრავი ცნობილი სანაპირო აქვს. რამდენიმე მათგანს დაბლა შემოგთავაზებთ.
კოკოს სანაპირო
კოკოს სანაპირო (Coco Beach) – ნიცის ყველაზე ცნობილი სანაპირო, ოქროს ქვიშებით, ლამაზი კლდეებითა და გამჭვირვალე წყლით. აქ შეგიძლიათ ჯადოსნურ მზის ჩასვლას უყუროთ. აქაუროა რომანტიკული სეირნობისათვის ან პიკნიკისთვის იდეალურია. არ დაგავიწყდეთ წყლის ფეხსაცმელი, რათა შეისწავლოთ წყლის სამყარო.
ფოსეს სანაპირო
ფოსეს სანაპირო (Plage des Fosses) – ეს შედარებით წყნარი სანაპირო ზოლია. აქ ულამაზესი ბუნება გადაგეშლებათ თვალწინ. კარგად შეძლებთ მყუდროდ დასვენებას, ცურვასა და გარუჯვას.
მარკეტის სანაპირო
მარკეტის სანაპირო (Marquet Beach) – ეს სანაპირო ცნობილია ტურისტებზე მორგებული გარემოთი. აქ შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ და წყლის აქტივობებიც გამოსცადოთ.
მალას სანაპირო
მალას სანაპირო (La Plage de la Mala ) – ეს სანაპირო ზოლი კარკადაა ცნობილი ნიცაში. იგი ცენტრთან ახლოს მდებარეობს და დაიკვეხნის ოქროს ქვიშითა და კამკამა წყლით. აქ შეძლებთ არა მხოლოდ სანაპირო ზოლზე სეირნობასა და სიამოვნებას, არამედ აქ მდებარე კაფეებსა და რესტორნებში ვიზიტსაც.
მილიარდელების ყურე
მილიარდელების ყურე (Billionaires’ Bay) – შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა სახელმა არ მოგატყუოთ, მილიარდელების ყურე უბრალოდ მდიდრული სასტუმროების გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლია. აქაურობა ასევე კრისტალურად სუფთა წყლითა და ოქროს ქვიშით მოაწონებს მნახველებს.
სპიაგიას სანაპირო
სპიაგიას სანაპირო (La Spiaggia) – ძალიან კომფორტული სანაპირო ტურისტებისთვის. აქ დაგხვდებათ რესტორნები, საშხაპეები და გასარუჯად მოწყობილი სპეციალური სივრცეები.
რომელია საუკეთესო პარკები ნიცაში?
ნიცაში ულამაზესი ბუნება და პარკები დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებთ. რამდენიმე პოპულარულ პარკს ჩვენც შემოგთავაზებთ.
პაიონის ბაღი
პაიონის ბაღი (Promenade du Paillon) – ნიცას ქალაქის ცენტრში მდებარე პარკი, სადაც იდეალურად შეძლებთ განტვირთვას მცენარეების კორიდორებსა და სასეირნო ბილიკებში.
აქუასპლაში
აქუასპლაში (Aquasplash) – წყლის პარკია. აქ შეგიძლიათ ძალიან კარგად იმხიარულოთ და გაერთოთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. წყლის ატრაქციონები და საოცარი ატმოსფერო მოგზაურობის დღეებს გაგიხალისებთ.
ეგზოტიკური ბაღი - ეზე
ეგზოტიკური ბაღი – ეზე (Jardin Exotique – Eze) – ამ ბაღში ნახავთ ძველი სასახლის ნანგრევებს. აქედან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება, რაც არ ღირს გამოტოვებად.
კოლინის შატოს პარკი
კოლინის შატოს პარკი (Parc de la Colline du Château) – ამ ბაღში ნახავთ ძველი სასახლისა და მე-11 საუკუნის ტაძრის ნანგრევებს. აქაურობა კარგი არჩევანია არა მხოლოდ დასვენებისათვის, არამედ ისტორიული არტეფაქტების სანახავადაც.
ფენიქსის ყვავილების პარკი
ფენიქსის ყვავილების პარკი (Parc Floral Phoenix) – ნახევრად ბოტანიკური ბაღი, ნახევრად ზოოპარკი. აქ დაგხვდებათ უამრავი სხვადასხვა ჯიშის მცენარე და ცხოველი. აქაურობა ერთ დიდ ზღაპრულ სამყაროს წააგავს.
რენუარის მუზეუმის ბაღი
რენუარის მუზეუმის ბაღი (Jardins du Musée Renoir) – ეს ბაღი სპეციალურადაა მოწყობილი მე-20 საუკუნეში. აქ დაგხვდებათ ზეთისხილის ხეები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. ბაღი უფრთხილდება ცხოველებსა და ფრინველებს, სეირნობისას აუცილებლად ჩაგესმებათ ჩიტების ჭიკჭიკი.
გადაწყვიტე ნიცაში მოგზაურობა და დაუვიწყარი დღეების გატარება ფრანგულ რივიერაზე? მაშინ იაფი ფრენები ნიცაში სწორედ შენთვისაა.
ხშირად დასმული კითხვები ნიცაზე
რამდენი დღეა საკმარისი ნიცას მოსანახულებლად?
4 დღე აუცილებლად გაითვალისწინეთ ნიცაში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
რა უნდა წავიღოთ ნიცაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ნიცაში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ნიცაში ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც.
რით არის გამორჩეული ნიცა?
ნიცაში მოგზაურობისას გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად ეწვიოთ ქალაქის სანაპიროებს, მის ტაძრებსა და მუზეუმებს. ნიცა ღირებულია თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობით, თუმცა განტვირთვისა და დასვენებისთვისაც დიდ შესაძლებლობებს გთავაზობთ.
რამდენად ძვირია ნიცა?
ნიცაში მოგზაურობა საკმაოდ იაფია ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით. თუ წინასწარ დაგეგმავთ მოგზაურობას, კიდევ უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ ავიაბილეთების შეძენასა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნას.
რამდენად უსაფრთხოა ნიცაში მოგზაურობა?
ნიცაში მოგზაურობა ტურისტებისთვის უსაფრთხოა, თუმცა პირად ნივთებს უნდა მოუფრთხილდეთ და მიაქციოთ ყურადღებას.
როდისაა საუკეთესო დრო ნიცაში სამოგზაუროდ?
ზაფხულის თვეები საუკეთესოა ქალაქში სამოგზაუროდ, რადგან ამ დროს შეგეძლებათ სანაპიროთი ტკბობაც. თუმცა, როგორც წესი ქალაქში მთელი წლის მანძილზე კარგი ტემპერატურაა და შეძლებთ კომფორტულად დასვენებას.
რომელია ნიცასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
NCE – ნიცის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ნიცაში?
ნიცას მიმართულებით ავიარეისებს ნახავთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. გაითვალისწინეთ, რომ თბილისიდან ნიცაში პირდაპირი ფრენით შეძლებთ მგზავრობას, თუმცა ქუთაისიდან და ბათუმიდან მხოლოდ გადაჯდომით ავიარეისებს ნახავთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ნიცაში?
თბილისიდან ნიცაში ფრენები შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი ავიაკომპანიების შესრულებით: Georgian Airways, KLM, Lot, Pegasus. მათგან Georgian Airways პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს, დანარჩენები კი მხოლოდ გადაჯდომით დაფრინავენ. ავიაკომპანია პეგასუსი ქუთაისიდან და ბათუმიდანაც შემოგთავაზებთ ფრენებს. ბათუმიდან დამატებით Turkish Airlines -იც დაფრინავს.
როგორ შევიძინოთ ნიცას ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ნიცაში მოგზაურობის წინ