IndiGo Airlines ინდოეთის ყველაზე დიდი კომერციული ავიაკომპანიაა, რომელსაც ადგილობრივი ბაზარის 43.4% უჭირავს. ის ძირითადად ინდოეთის ტერიტორიაზე ოპერირებს და ძირითადად 3 მთავარ პრინციპს ეყრდნობა. მისი მთავარი პრინციპებია დაბალი ფასების შეთავაზება, ფრენების დროულად განხორციელება და ზედმეტი დისკომფორტის გარეშე განხორციელებული მომსახურება.

ასეთი სამაგალითო მიდგომის გამო ინდიგო-ს სახელი უკვე დროულად მისვლასთან ასოცირდება.

2006 წელს დაარსებიდან მოყოლებული, ავიაკომპანია საკმაოდ წარმატებით და სწრაფი ტემპით ანხორციელებს განვითარების პროცესს. აღნიშნული არაორდინალური პროგრესის შემჩნევა მათი საჰაერო ფლოტის სიის მიხედვითაც კი საკმაოდ მარტივია. ცნობილი ინდური კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტის რაოდენობა თავდაპირველად 2 თვითმფრინავს შეადგენდა. ამჟამად IndiGo Airlines–ს საჰაერო ფლოტის მასშტაბური და აღსანიშნავი შემადგენლობა 220 თანამედროვე თვითმფრინავს მოიცავს.

ასეთი წარმატებული განვითარების გზაზე კომპანიამ ასევე ყველაზე საიმედო ავიახაზების წოდებაც არაერთხელ მოიპოვა. სწორედ ამას უკავშირდება მისი ცნობადობის სწრაფი ზრდაც. ამჟამად ინდიგო–ს თვითმფრინავები ჯამში 70 ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებენ ფრენებს. ეს რიცხვი აერთიანებს 53 ადგილობრივ აეროპორტსა და 17 საერთაშორისო დანიშნულებას.

IndiGo Airlines–მ მოახერხა სრულიად შეეცვალა ინდოეთის მოსახლეობის დამოკიდებულება საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ. მათ ერთპიროვნულად განავითარეს ადგილობრივი საჰაერო ბიზნესი და საკუთარი კომფორტული სერვისით საჰაერო მოგზაურობა ხელმისაწვდომ მომსახურებათ და ზედმეტი დისკომფორტისგან დაზღვეულ პროცესად აქციეს. მათ სპეციალური აპლიკაცია აქვთ ავიაბილეთების დასაჯავშნად, ასევე მათ ყიდიან ვებგვერდის, სატელეფონო ცხელი ხაზის და აეროპორტებში განთავსებული ოფისების საშუალებითაც. მათი მთავარი მოწოდება მაღალი ხარისხის მქონე მომსახურების დაბალ ფასად მიწოდებაა.

ასეთი გიგანტური და წარმატებული მასშტაბების მქონე ინდური ავიახაზები მალე თბილისის აეროპორტიდან დაიწყებს პირდაპირი ფრენების განხორციელებას. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ინდიგო–ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაწყვიტეს ჩვენს რეგიონში ოპერირების დაწყება და მათი ტექნიკური ჯგუფის წევრები და აუდიტები უკვე გამოგზავნეს საქართველოში სიტუაციის შესასწავლად. ეს მართლაც შესანიშნავი და სასიხარულო სიახლეა ქართველი მოგზაურებისათვის, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი ახალი ლოკაციის მონახულება სურთ.

თბილისი დელი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 September 202622 October 20261 StopCentrum Airავიაბილეთები 1 303 -დან
9 October 202613 October 20261 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 976 -დან
12 November 202626 November 20261 StopJazeera Airwaysავიაბილეთები 1 325 -დან
31 December 20269 January 20271 StopGulf Airავიაბილეთები 1 271 -დან
2 January 20277 January 20271 StopGulf Airავიაბილეთები 1 615 -დან
10 February 202728 February 20272 StopsAjetავიაბილეთები 1 359 -დან
15 April 202729 April 20271 StopQatar Airwaysავიაბილეთები 1 622 -დან
14 May 202723 May 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 547 -დან
6 June 202720 June 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 553 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები უკრაინის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები მადრიდის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
IndiGo თბილისი-დელის მიმართულებით ფრენებს იწყებს
9 months ago

[…] ავიაკომპანია IndiGo Airlines -მა თბილისი -დელი-თბილისის […]

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო
9 months ago

[…] Indigo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელმაც პირველი რეისი თბილისი – დელი ს მიმართულებით დღეს, 9 აგვისტოს განახორციელა. თვითმფრინავი დილის 00:52 სთ-ზე გაფრინდა და დელის აეროპორტში 07:08 სთ-ზე დაეშვა. თბილისიდან დელიში პირაპირი რეისით 186 ადამიანი გაემგზავრა. […]

IndiGo-მ ირანის საჰაერო სივრცის გამო რეისები გააუქმა
7 months ago

[…] ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ინდიგო / Indigo airlines -მა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ […]