” ტავ ჯორჯია “, რომელიც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. 2025 წელს ბათუმის აეროპორტში დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT სისტემებისა და საოპერაციო ტექნიკის განახლებისთვის, კომპანიის მიერ გამოყოფილია 12.5 მილიონი ლარი.

ტავ ჯორჯია -ს ტექნიკური მენეჯერის, ალუდა ცაბაურის თქმით, დაგეგმილია როგორც აეროდრომის, ისე ტერმინალის განახლება. მგზავრთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.

კომპანიის განცხადებით, პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება მგზავრების დახვედრის სივრცის გაფართოება და ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს როგორც მგზავრებს, ისე საოფისე და კომერციულ დანიშნულებას. იგეგმება ასევე პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება და ტერმინალის წინა ნაწილის მოდერნიზაცია.

ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი8 აპრილი 202611 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 218 -დან
ალმაატა24 ივნისი 20261 ივლისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 295 -დან
ბაქო8 ივნისი 202611 ივნისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 496 -დან
დუბაი22 აგვისტო 202629 აგვისტო 2026Flydubaiავიაბილეთები 1 828 -დან
ერევანი25 მაისი 202627 მაისი 2026FlyOneავიაბილეთები 363 -დან
სტამბოლი11 აპრილი 202618 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 334 -დან
კრასნოდარი7 აპრილი 202610 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 413 -დან
სამარა8 ივნისი 20266 ივლისი 2026Red Wingsავიაბილეთები 607 -დან
კაზანი2 მაისი 202616 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 748 -დან
სანკტ პეტერბურგი10 აპრილი 202622 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 010 -დან

გარდა ამისა, დაგეგმილია ბათუმის აეროპორტი -ს აეროდრომის ტერიტორიაზე თვითმფრინავების სადგომის გაფართოება 8200 მ²-ით და დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია 14 000 მ² ფართობზე. ამით აეროპორტს საშუალება ექნება ერთდროულად მოემსახუროს 9 საშუალო ზომის თვითმფრინავს (ICAO: C კოდი) და ერთ ვერტმფრენს.

ასევე, იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სარემონტო სამუშაოები კრიტიკულ ზონებში 45 000 მ²-ზე. მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც შესამჩნევად აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს, კომპანიას ავალდებულებს უზრუნველყოს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Serbia თბილისიდან ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიაThai AirAsia X საქართველოსა და ტაილანდს შორის რეგულარული რეისების დაწყებას განიხილავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments