ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს. ბოლო რეისი აღნიშნულ მარშრუტზე 2025 წლის 31 მაისს შესრულდება.

გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოპერაციულ სირთულეებთან, რომლებიც Pratt & Whitney-ის ძრავების ტექნიკური ხარვეზებით არის გამოწვეული. ამ მიზეზით, კომპანია იძულებულია, დროებით შეწყვიტოს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ქუთაისი რიგა რიგა ქუთაისი -ს რეისებიც.

თუმცა, მიუხედავად არსებული შეფერხებისა, Wizz Air -მა ახალი მიმართულებები დაამატა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირი რეგულარული ფრენები ლიონის, ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებით შემოგვთავაზა, რაც მეტ ვარიანტს აძლევს მგზავრებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისთვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
ბარსელონა25 ივლისი 202629 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბერლინი23 მარტი 202727 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 212 -დან
ბრიუსელი3 აპრილი 202710 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 387 -დან
ბრატისლავა17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 258 -დან
ბუდაპეშტი25 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან

 

ამ ეტაპზე უცნობია, აღადგენს თუ არა ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ოპერირებას. კომპანიის მხრიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის.

მგზავრებს, რომლებსაც რიგის მიმართულებით მგზავრობა სურდათ, რეკომენდებულია გადაამოწმონ ალტერნატიული მარშრუტები და ისარგებლონ ახლად დამატებული მიმართულებებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში145 000 მგზავრი ერთ თვეში – ქუთაისის აეროპორტის ისტორიული მიღწევა
შემდეგი სტატიაSKY express -ის განსაკუთრებული აქცია – 55%-მდე ფასდაკლება ავიაბილეთებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted