18.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

დორტმუნდი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

დორტმუნდი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ქალაქია. იგი გამოირჩევა საფეხბურთო კულტურით, ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნებითა და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებით. ქალაქში ბაროკოსა და გოთიკური ტიპის შენობებს ნახავთ. დორტმუნდის უდიდესი სტადიონი, ფერადი ქუჩები და ტრადიციული კერძები მრავალფეროვან ატმოსფეროს ქმნის მოგზაურობისას. ქალაქში გერმანული ლუდის უამრავი სახეობის დაგემოვნებას შეძლებთ. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ დორტმუნდის დასარჩენ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, კვებისა და საშოპინგო ობიექტებს და, რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო ავიარეისების ჩამონათვალს.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

გერმანული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€1.08

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

€10-20

ელექტრობა

Plug type: F/C

2 pins • 230V

აღმოაჩინე დორტმუნდი

სად დავრჩეთ დორტმუნდში?

ამ სექციაში შემოგთავაზებთ დორტმუნდში მოგზაურობისათვის სხვადასხვა ტიპის დასარჩენ უბნებს: ქალაქის ცენტრში, ღირსშესანიშნაობების გარემოცვაში ან, თუნდაც, გარეუბნებში.

ორდი (Hörde) – ეს უბანი განსაკუთრებით მოეწონებათ ისტორიების მოყვარულებს. აქ ქალაქის ულამაზესი ხელოვნური ტბა მდებარეობს. უბანში ნახავთ უამრავ კვების ობიექტებს, მაღაზიებსა და სხვადასხვა ტიპის სასტუმროებს.

დასავლეთის ცენტრი (Innenstadt-West) – ეს უბანი კულტურისა და ხელოვნების კერაა. აქ ბევრ ღირსშესანიშნაობას, გალერეებსა და მუზეუმებს ნახავთ. უბანში ბევრი ბიუჯეტური სასტუმრო მდებარეობს.

მიტე (Mitte ) – ეს უბანი დორტმუნდის ცენტრში მდებარეობს. აქ მდებარეობს დორტმუნდის ზოოპარკი და ვესტფალენპაკი. ამ უბნიდან მარტივად შეძლებთ ღირსშესანიშნაობებამდე და რეკრეაციულ ცენტრებამდე გადაადგილებას.

კორნი (Körne) – ამ უბანში კი მშვიდად დასვენებას შეძლებთ. იგი ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად შეძლებთ გადაადგილებას. ამ უბანში დარჩენა განსაკუთრებით რეკომენდებულია განტვირთვისა და დასვენების მსურველებისათვის. აქ ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმრო მდებარეობს.

კრეუზვირტელი (Kreuzviertel) – ეს უბანი საუკეთესოა ახალგაზრდა მოგზაურებისათვის, რომლებსაც დორტმუნდის თანამედროვე კულტურის გამოცდა სურთ. ამ უბანში ბარებსა და კლუბებს ნახავთ და კარგად გართობას შეძლებთ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ დორტმუნდში?

დორტმუნდი გერმანიის გამორჩეული ქალაქია. აქ უამრავ ღირსშესანიშნაობას, საინტერესო არქიტექტურულ ძეგლებსა და კულტურულ ნაგებობებს ნახავთ.

ფენიქს დე ლუმიერ (Phoenix des Lumières) – თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის ნამდვილი ზეიმია. აქ ნახავთ ციფრულ გამოფენებს, რომლებიც ეძღვნება ძველი ეგვიპტური ღმერთებისა და ფარაონების ხსოვნას.

დორტმუნდში გერმანიაში უდიდესი სტადიონი მდებარეობს. ქალაქი ფეხბურთისადმი განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გამოირჩევა. სტადიონზე 80 000 ზე მეტი მაყურებელი ეტევა. აქ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი მატჩები გამართულა. სწორედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო სტუმრობს ბევრი ადამიანი დორტმუნდს. მაშინაც კი, თუ ფეხბურთის ქომაგი არ ხართ, სტადიონის გრანდიოზულობა და სიდიადე აუცილებლად მოგნუსხავთ. დორტმუნდში ყოფნისას მისი ნახვა ნამდვილად ღირს.

თუ გერმანული ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ზოლერნის LWL ინდუსტრიულ მუზეუმს. იგი ერთგვარი კომპლექტია, რომელიც შედგება ულამაზესი შენობებისა და ბაღებისაგან და გერმანიის ინდუსტრიული რევოლუციის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. მუზეუმი ერთგვარად განასახიერებს არისტოკრატულ სასახლეს. აქ ვიზიტი ერთი მხრივ დროში გამოგზაურებთ, მეორე მხრივ კი გერმანულ კულტურას თვალწინ გადაგიშლით.

წმინდა რეინოლდის ეკლესია თავდაპირველად მე-13 საუკუნეში აშენდა ქალაქის მფარველი წმინდანის სახელზე. იგი რომანულ ეკლესიას წარმოადგენს და თავისი ულამაზესი არქიტექტურით აღაფრთოვანებს მნახველებს. ეკლესია რამდენჯერმე დაზიანდა, განსაკუთრებით მე-2 მსოფლიო ომის დროს, თუმდა შემდეგ რესტავრირდა.

ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმი ინახავს გერმანული ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების არტეფაქტებს ძველი დროიდან მე-20 საუკუნემდე. აქ ნახავთ ნახატებს, გამოფენებს, ავეჯს, ტრადიციულ სიმბოლურ ნივთებს.

ფეხბურთის მუზეუმი ნამდვილი სამოთხეა ფეხბურთის მოყვარულებისათვის. იგი 2015 წელს გაიხსნა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ეძღვნება. დორტმუნდის ფეხბურთის მუზეუმში ნახავთ 3D გამოფენებს, ტრიუმფალურ ოთახსა და 2014 წელს გერმანიის წარმატებას მიძღვნილ ოქროს თასს.

ეს შენობა ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუშია. გარდა ექსტერიერის გამორჩეულობისა, იგი თავისი ფუნქციითაც გამორჩეულია. აქ იმართება უამრავი გამოფენა, შენობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო ცერემონიალებისა და გამოფენებისთვის მოსამზადებელ სივრცეებს. შენობაში მუდმივად კრეატიული ატმოსფერო ტრიალებს. აქ გასეირნება ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ.

დორტმუნდის ინდუსტრიული მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. გერმანია მსოფლიოში დაწინაურებული ქვეყანაა ინდუსტრიული რევოლუციის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს მუზეუმი გერმანიის წარსულზე, ინდუსტრიულ მიღწევებსა და გერმანელების გამორჩეულობაზე ბევრს მოგვითხრობს.

მე-20 საუკუნეში გახსნილი ლუდსახარშის მუზეუმი ეძღვნება გერმანული ლუდის წარმოების ისტორიის ილუსტრაციას. აქ მოისმენთ ისტორიას გერმანული ლუდის შესახებ, განსაკუთრებით კი ლუდის წარმოების “ოქროს ხანაზე”.

სტეინვაჩე მემორიალური მუზეუმია, რომელიც ეძღვნება ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე დახოცილი ადამიანების ხსოვნას. ამ ადგილს გესტაპო ადამიანთა საწამებლად და დასასჯელად იყენებდა. ამ ტერიტორიაზე რეჟიმმა 60 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

დაჯავშნე დორტმუნდის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე საუკეთესო შეთავაზებები!

 

ფრენები დორტმუნდში

სად ვჭამოთ დორტმუნდში?

დორტმუნდი კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ დაგწყვეტთ გულს. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს გერმანულ კერძებს და სასმელს. დორტმუნდში ნახავთ მაღალი დონის რესტორნებსა და კაფე-ბარებს. აქ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ვახშმები დაგეგმოთ ან საღამოობით პაბებში გაერთოთ და გერმანული ლუდი შესვათ.

La Cuisine Mario Kalweit –  ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია დორტმუნდში. მას მიშელინის ვარსკვლავიც აქვს. გარემო მე-19 საუკუნისაა, აქაური ატმოსფერო ძალიან მყუდრო და ლამაზია. კერძები კი უმაღლესი დონისაა.

SchwarzGold – ამ რესტორანში უგემრიელეს კერძებს გასინჯავთ, რომლებიც თქვენ თვალწინ, ღია სამზარეულოში მომზადდება. რესტორანს მრავალფეროვანი მენიუ აქვს და კერძების მრავალფეროვნებას შემოგთავაზებთ თავის მენიუში.

VIDA – აქ ულამაზესი თანამედროვე გარემო დაგხვდებათ. თავად კერძები კი მეტ-ნაკლებად ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან არის ინსპირირებული, გასინჯავთ აზიურ კერძებსაც.

დორტმუნდი ცნობილია ლუდის სახეობების მრავალფეროვნებით. აქ შეგიძლიათ გერმანული ლუდის გემო გაიგოთ. რამდენიმე ცნობილ ადგილს შემოგთავაზებთ ლუდის გასასინჯად.

Wenkers Brauhaus – ეს ერთ-ერთი ცნობილი პაბია დორტმუნდში. აქ დააგემოვნებთ რამდენიმე ცნობილ ლუდის სახეობას.
Hövels Hausbrauerei – ეს პაბი დორტმუნდის ცენტრში მდებარეობს. აქ ასევე დააგემოვნებთ გერმანული ლუდის მთელ სიას.
Der Thüringer – ეს ბარ-რესტორანი დორტმუნდში ტურისტებისთვის ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. რესტორანს “ლუდის ბაღი” აქვს, სადაც შეძლებთ ცნობილი ლუდის სახეობების დაგემოვნებას.

The Stage – ამ რესტორნიდან ქალაქის მთელი ხედი გადაგეშლებათ თვალწინ. თანაც, რესტორანს მიშელინის ვასკვლავი აქვს, აქ დააგემოვნებთ მსოფლიო დონის კერძებს, ევროპულ დელიკატესებს.

Baseology – მშვიდი სადილობისათვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ კაფეს. აქ შეგეძლებათ მსოფლიოში ცნობილი კერძები დააგემოვნოთ ულამაზეს ტერასაზე.

Gaststätte Schmiedingslust – ეს რესტორანი ბუნებაში მდებარეობს. შეგიძლიათ ულამაზეს გარემოში დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ვახშამი.

 

 

ახლოდან დანახული დორტმუნდი

სად ვიშოპინგოთ დორტმუნდში?

დორტმუნდში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ფლი-მარკეტებს.

 

Thier-Galerie – ეს დორტმუნდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრია. აქ დაგხვდებათ 150-ზე მეტი მაღაზია, კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები და სხვა.

Harkortbogen-Center – ამ ცენტრში ფეხსაცმლისა და აქსესუარების უამრავ მაღაზიას ნახავთ. აქ საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ შოპინგს.

Designer Outlet in Dortmund – ამ შოპინგ ცენტრში ასევე ბიუჯეტურად ნახავთ სხვადასხვა პროდუქციას: ჩანთებს, აქსესუარებს, ტანსაცმელს.

Alter Markt – შეგიძლიათ ამ ბაზარში გაისეირნოთ თუ ადგილობრივების ცხოვრების ტემპისა და კულტურის შესწავლა გსურთ. უზარმაზარ სივრცეზე მოწყობილ ბაზარში შეძლებთ ადგილობრივი ტრადიციული კერძების დაგემოვნებას.
Dortmund Christmas Market – ყველაზე დიდი საშობაო ბაზარი დორტმუნდში. საშობაო ბაზარს რამდენიმე უბანში ნახავთ. ქალაქში შობისას უამრავი ნათურა ინთება, ნაძვის ხე კი უზარმაზარია.

Westenhellweg – ეს ყველაზე ცნობილი საშოპინგო ქუჩაა დორტმუნდში. აქ ნახავთ სუვენირებს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების მაღაზიებს. 750 მეტრზე გაყოლებულ ამ უგრძეს ქუჩაზე შეგხვდებათ ცნობილი საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებიც.

Ostenhellweg – ამ ქუჩაზე ნახავთ სუვენირებისა და აქსესუარების ბევრ მაღაზიას. თანაც, ეს უბანი ულამაზესია, ძველი ადგილობრივი შენობებით სავსე.

 

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი დორტმუნდში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო დორტმუნდში სამოგზაუროდ?

დორტმუნდში ყველაზე სასიამოვნო ტემპერატურაა ზაფხულობით. ამ დროს კარგ, მზიან ამინდებში შეძლებთ ქალქის აღმოჩენას. თანაც, აგვისტოშ რამდენიმე ცნობილი ფესტივალი იმართება აქ – მაგალითად თეატრალური ფესტივალი ან ლუდის ფესტივალი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უყრის თავს ტურისტებს. ზამთარში დორტმუნდში უდიდესი საშობაო ბაზრები იმართება. ქალაქი შობის დღესასწაულისთვის დიდი ხნით ადრე ემზადება და მთელი დორტმუნდი ფერადი ნათურებითაა განათებული. ამიტომ, დორტმუნდი ნებისმიერ სეზონზე დიდ თავგადასავლებს გიმზადებთ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ დორტმუნდში?

დორტმუნდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. იგი ფეხით სეირნობისთვისაც კარგი ქალაქია. დაბლა აღგიწერთ დორტმუნდის სატრანსპორტო სისტემას.

Stadtbahn დორტმუნდის სარკინიგზო სისტემაა – ერთგვარად მეტროსა და მატარებლის სადგურების გაერთიანება. იგი 8 ხაზისაგან შედგება და დორტმუნდის 75 კილომეტრის გზას ფარავს. ერთჯერადი ბილეთი მოზრდილებისათვის ღირს 3,60 €, ხოლო ბავშვებისათვის 2 €.

ავტობუსი გადაადგილების პოპულარული საშუალებაა დორტმუნდში. აქ ორი ტიპის ავტობუსს შეხვდებით – მოკლე მანძილზე სასიარულოდ ან შედარებით გრძელი მარშრუტებისთვის. მოზრდილებისათვის ავტობუსის ბილეთი €3.00 ღირს.

 

დორტმუნდში მოგზაურობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ოფიციალური ტაქსის სერვისებით:

  • TAXI Schepers: +49 (23) 41 3333
  • Taxi Castrop: +49 (2) 305 1661
  • Markt Eving Taxi: +49 (23) 180 8083
  • Taxi Bochum: +49 (234) 6106 5900
  • ან გადმოიწეროთ Uber -ის აპლიკაცია.

დორტმუნდში ფეხით გადაადგილებასაც შეძლებთ. აქაური ქუჩები სუფთა და მოწესრიგებულია. ღირსშესანიშნაობამდე მოძრაობას მარტივად შეძლებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები დორტმუნდში?

დორტმუნდი ნამდვილად დაიკვეხნის დასვენებისა და განტვირთვისათვის მწვანე არეალების მრავალრიცხოვნებით. დაბლა რამდენიმე ცნობილ პარკსა და ბაღს შემოგთავაზებთ.

 

დორტმუნდის ბოტანიკური ბაღი (Botanischer Garten Rombergpark) – დორტმუნდის უდიდესი ბოტანიკური ბაღი განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. აქ გერმანიის უდიდესი მცენარეები და სრული სიმწვანე დაგხვდებათ.

დორტმუნდის ზოოპარკი (Dortmund Zoo) – დორტმუნდის ზოოპარკს აუცილებლად უნდა ეწვიოთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ. აქ სამხრეთ აფრიკული ცხოველთა სახეობები დაგხვდებათ.

ფრანდენბაუმპარკი (Fredenbaumpark) – ეს პარკი ტბის გარშემო მდებარეობს და ძალიან მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროს სთავაზობს დამსვენებლებს. პარკში ძალიან თბილი ატმოსფერო ტრიალებს, აქ ადგილობრივები ხშირად იყრიან თავს ქალაქის ხმაურისაგან განტვირთვისათვის.

ვისლინგენის პარკი (Revierpark Wischlingen) – ვისლინგენის რაიონში მდებარეობს უდიდესი პარკი ტბის გარშემო. აქ დაგხვდებათ სასეირნო ბილიკები, ტენისის მოედანი, ყინულის მოედანი და სხვა რეკრეაციული სივრცეები.

ვესტფალენპარკი (Westfalenpark)  – უდიდესი პარკი მთელი ევროპის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს რეკრეაციულ ზონას, გამწვანებულ არეალებს, შადრევნებსა და დორტმუნდის ტელეკომუნიკაციების სვეტს.

გადაწყვიტე დორტმუნდში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები დორტმუნდში

ხშირად დასმული კითხვები დორტმუნდზე

5 დღე იდეალური ვარიანტია დორტმუნდში სამოგზაუროდ.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. კომფორტული მოგზაურობისათვის წაიღეთ სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ფოტოების მოყვარულებმა წაიღეთ ფოტოაპარატიც, რადგან აქ ულამაზეს ბუნებასა და ღირსშესანიშნაობებს ნახავთ.

დორტმუნდი ცნობილია, როგორც გერმანიის უდიდესი ინდუსტრიული ქალაქი. აქ არსებული უდიდესი სტადიონი კი დორტმუნდის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა.

დორტმუნდის ღირსშესანიშნაობების მონახულება 5 ევრო ან ნაკლები დაგიჯდებათ. აქ ბიუჯეტურად შეძლებთ სასტუმროებში დარჩენასა თუ კვებას. ამიტომ, ქალაქი საკმაოდ ბიუჯეტური ლოკაციაა მოგზაურებისათვის.

დორტმუნდში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა პირად ნივთებთან ფრთხილას უნდა იყოთ. მოერიდეთ ღამით გარეუბნებში სიარულს.

ამინდების მხრივ გაზაფხული საუკეთესო დროა დორტმუნდში სამოგზაუროდ. ამ დროს ძალიან არ ცხელა და უფრო კომფორტულად შეძლებთ ქალაქის დათვალიერებას.

DTM – დორტმუნდის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 10 კილომეტრში მდებარეობს.

დორტმუნდში გაფრენას თბილისიდან გადაჯდომით, ქუთაისიდან კი პირდაპირი ავიარეისებით შეძლებთ.

თბილისიდან დორტმუნდის მიმართულებით ფრენებს შემოგთავაზებთ Pegasus -ის, ქუთაისიდან კი Wizz Air -ის შესრულებით.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას დორტმუნდში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები დორტმუნდში გერმანიის უდიდესი ქალაქი დორტმუნდი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი…

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან დორტმუნდამდე გერმანიის ქალაქი დორტმუნდი ტურისტების საყვარელი ერთ-ერთი…

იაფი ფრენები დორტმუნდის მიმართულებით დორტმუნდი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. იგი…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს