ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, 2025 წლის აპრილში, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი – 145,137 მგზავრი მიიღო. ეს მაჩვენებელი 49%-ით აღემატება 2024 წლის აპრილის მონაცემებს, როცა აეროპორტი 97,220 მგზავრს მოემსახურა. რეისების რაოდენობაც გაიზარდა 28%-ით და მიმდინარე წლის აპრილში 330 ფრენა განხორციელდა.

იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში აეროპორტმა ჯამში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობის 2.3%-იან ზრდას მიუთითებს, თუმცა რეისების რაოდენობა ამ პერიოდში უცვლელი დარჩა (2024 წელი – 1,533 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოსალოდნელია მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 815 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels27 October 20263 November 2026Wizz Airავიაბილეთები 263 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund26 December 202614 January 2027Wizz Airავიაბილეთები 319 -დან
Memmingen9 December 202618 December 2026Wizz Airავიაბილეთები 337 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან

„აპრილში, ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია wiz air -მა პირდაპირი რეისები განაახლა მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით. ხოლო 3 ივნისიდან დაგეგმილია ახალი ავიამიმოსვლა ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ქართველი გულშემატკივრებისთვის. ასევე, დაგეგმილია არსებულ რეისებზე ფრენების სიხშირის გაზრდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს ოპტიმიზმს მომდევნო თვეების განმავლობაში მგზავრთა რაოდენობის კუთხით,“ – განაცხადა მოსეშვილმა.

ამჟამად ქუთაისის აეროპორტი -დან 6 ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით, რომელთაგან 24 ევროპულია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითურქულმა ავიაკომპანიებმა ბორტზე მოქცევის წესები გაამკაცრეს
შემდეგი სტატიაWizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted