ავიაბილეთები კრაკოვის მიმართულებით ნებისმიერ მოგზაურს საკმაოდ განსხვავებულ გამოცდილებას შესძენს. ეს ქალაქი არ წარმოადგენს ტიპიურ ევროპულ ტურისტულ ცენტრს. აქ თქვენ ბევრად უფრო მდიდარ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებთ და ასევე რენესანსის დროინდელი ულამაზესი არქიტექტურით შეძლებთ დატკბობას.

კრაკოვის ქუჩებში სეირნობა თავს მარტივად გაგრძნობინებთ შუასაუკუნეების თავადად. თუმცა, ეს ქალაქი ბევრად უფრო თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვან ძეგლებსაც იტევს. თუკი თქვენთვის საინტერესოა მსოფლიო ომების მიერ დატოვებული ისტორიული ნაკვალევების მონახულება, მაშინ ევროპის ეს მყუდრო ქალაქი იდეალურად დააკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას.

პოლონეთის ერთ–ერთი ყველაზე მყუდრო ქალაქი საშუალებას მოგცემთ დატკბეთ პოლონური ნაციონალური პარკების მართლაც თვალისმომჭრელი სილამაზით. ასეთი ორიგინალური და ღირსშესანიშნავი ბუნებით გარშემორტყმული ქალაქის შუაგულში კი თქვენ ამ მხარისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძების მირთმევას შეძლებთ. თანაც, აქ პოლონური სამზარეულო იმდენადაა ძირგადგმული, რომ პირდაპირ ქუჩაში შეგეძლებათ თქვენს წინ დამზადებული საოცრად არომატული ადგილობრივი დესერტების დაგემოვნება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთშ ჩაფრენას სულ რაღაც 250 ლარის ფარგლებში შეძლებთ, თუკი ისეთ მოხერხებულ საძიებო სისტემას გამოიყენებთ, როგორიც Avia.Ge–ს აქვს.

ამ შემთხვევაში ასეთი მოხერხებული ფასები კრაკოვის მიმართულებით ავიაბილეთებზე ავია კომპანია Wizz Air Georgia–ს აქვს. შესაბამისად, კრაკოვი თანდათანობით უფრო აქტიურად ჩნდება დაბალფასიანი ავიახაზების საჰაერო რადარზე და ეს ქართველი მოგზაურებისთვის წარმოჩენილ ვარიანტებშიც აშკარად ჩანს.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

კრაკოვის მიმართულებით ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებსაც ელით. ამ შემთხვევაში ავია კომპანია UIA–ს მომსახურება იქნება მოგზაურებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთების ფასიდან გამომდინარე.

აღნიშნული ავიახაზების წარმომადგენლები კრაკოვის მიმართულებით დანიშნულ რეისზე ადგილის დასაჯავშნად 450–დან 500–მდე ლარს გადაგახდევინებენ. ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით რეისები უკვე დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს.

თბილისი კრაკოვი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202414 ივნისი 20242 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 110 -დან
13 ივნისი 20242 ივლისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 796 -დან
11 ივლისი 20246 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 017 -დან

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე აეროპორტიდან პოლონურ ქალაქში გაფრენა დაახლოებით 500–დან 800 ლარამდე დაგიჯდებათ. ამ ფასად საკმაოდ კომფორტულ რეისზე ავიაბილეთის დაჯავშნას Sky Up–ის წარმომადგენლები სთავაზობენ ცნობილი ქვეყნის მონახულების მსურველებს.

ბათუმი კრაკოვი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 ივნისი 20245 ივნისი 20243 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 288 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ამერიკის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ლისაბონის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
ქუთაისი კრაკოვი ავიაბილეთები / kutaisi krakovi
5 months ago

[…] კრაკოვი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ქალაქია. მისი არქიტექტურა იმდენად გამორჩეულია, რომ ის ერთ-ერთი პირველი ევროპული ქალაქი იყო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა. კრაკოვში რამდენიმე დღიანი სტუმრობა არაჩვეულებრივ გამოცდილებას და მოგონებებს დაგიტოვებთ, ამიტომ არ დააყოვნოთ და დროულად შეიძინეთ ავიაბილეთები ამ საოცარ ქალაქში გასამგზავრებლად. […]