უზბეკურმა ავიაკომპანია Air Samarkand –მა ტაშკენტიდან თბილისში პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. A321-NEO/CEO ტიპის თანამედროვე და კომფორტული თვითმფრინავით საქართველოს დედაქალაქში 195 მგზავრი ჩამოფრინდა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ, TAV Georgia-მ, თბილისის აეროპორტში სტუმრების დახვედრის სიმბოლური ღონისძიება მოაწყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ავიაკომპანიისა და საქართველოს შორის ახალი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

Air Samarkand -ი თბილისი ტაშკენტი ტაშკენტი თბილისი -ს მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას განახორციელებს.

გარდა ამისა, 24 მაისიდან ავიაკომპანია ტაშკენტი ბათუმი ბათუმი ტაშკენტი –ს საჰაერო ხაზზე დაიწყებს ოპერირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და გააქტიურებს ტურისტულ და ბიზნეს კავშირებს ორ ქვეყანას შორის.

მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უმოკლეს დროში და კომფორტულად იმგზავრონ როგორც თბილისის, ისე ბათუმის აეროპორტი -დან.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივლისი 202529 ივლისი 2025Centrum Airავიაბილეთები 479 -დან
5 აგვისტო 202512 აგვისტო 2025Centrum Airავიაბილეთები 627 -დან
5 სექტემბერი 202519 სექტემბერი 2025Uzbekistan Airwaysავიაბილეთები 842 -დან

Air Samarkand უზბეკეთის ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც 2022 წლის აპრილში დაარსდა და ბაზირებულია სამარყანდის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანიამ ოპერირება 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს სამარყანდისა და უზბეკეთის სხვა ქალაქების დაკავშირებას აზიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებთან.

უფრო კონკრეტულად კი – საქართველო, თურქეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, ვიეტნამი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები. გარდა ამისა, გეგმავს მიმართულებების გაფართოებას ჩინეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში.

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება შემდეგი Airbus A321 , Airbus A321neo და Airbus A330-300 თვითმფრინავებისგან და უზრუნველყოფენ როგორც რეგულარულ, ასევე ჩარტერულ რეისებს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას მოემსახუროს სხვადასხვა მიმართულებებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Samarkand ავიაკომპანია ეარ სამარყანდი
შემდეგი სტატიათურქულმა ავიაკომპანიებმა ბორტზე მოქცევის წესები გაამკაცრეს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments