თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, კიდევ ერთი ავიაკომპანია – Fly Khiva შეემატა. უზბეკურმა ავიაკომპანიამ ტაშკენტი თბილისი თბილისი ტაშკენტი ს მიმართულებით ფრენები უკვე დაიწყო. აღნიშნული რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. პირველმა რეისმა, რომელიც 3 მაისს განხორციელდა, მგზავრები Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით, ტაშკენტიდან თბილისში ჩამოიყვანა.
Fly Khiva-მ საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მოიპოვა და ოპერირება თავდაპირველად სატვირთო რეისებით დაიწყო ევროპის, ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მიმართულებებზე. სამგზავრო ფრენების შესრულება Fly Khiva-მ 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და საქართველო ამ კომპანიის ერთ-ერთი პირველი სამგზავრო მიმართულებაა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტი -დან ტაშკენტის მიმართულებით ასევე ოპერირებებ Centrum Air და Uzbekistan Airways -იც.
თბილისი ტაშკენტი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
18 მაისი 2025 | 25 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 750 -დან |
17 ივნისი 2025 | 24 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 919 -დან |
4 ივლისი 2025 | 11 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 849 -დან |
ამ ეტაპზე Fly Khiva-ს ფლოტი შედგება სატვირთო Boeing 767-300-ებისგან და ორი Boeing 757-300 სამგზავრო თვითმფრინავისგან, რომლებიც აღჭურვილია ბიზნეს კლასის 22 და ეკონომ კლასის 203 სავარძლით.
„ტავ ჯორჯიასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც დაიწყებს რეისების შესრულებას. ბათუმი ტაშკენტი ტაშკენტი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე რეისები ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით სულ 8 ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას, ხოლო ბათუმის აეროპორტში კიდევ 2 ახალი გადამზიდველი გამოჩნდება.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907