ხელოვნების ისტორიის მუზეუმი ვენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი მუზეუმია. იგი მე-19 საუკუნეში გაიხსნა და მილიონობით ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად. მის მოპირდაპირე მხარეს კი ეროვნული ისტორიის მუზეუმი მდებარეობს. ეს ორი შენობა ერთად მნიშვნელოვან დუეტს ქმნის.
მუზეუმს არქიტექტურულად თავისი გრანდიოზული გუმბათი გამოარჩევს. მასზე დაინახავთ ათენას ქანდაკებას. იგი შიგნიდანაც ულამაზესია. მისი დარბაზები და გამოფენები დიდ თვალსაწიერს გადაუშლის მნახველს ფიქრისა და დროში მოგზაურობისათვის. აქ ინახება ჰაბსბურგების საგვარეულო კოლექცია. მუზეუმში იპოვით ძველი ეგვიპტური ხანიდან დაწყებული, მე-18 საუკუნემდე, დათარიღებულ არტეფაქტებს. შეგიძლია დაათვალიეროთ ველასკესის, რაფაელის, ტიციანისა და სხვა გენიოსების ნახატები. თამამად შეიძლება ითქვას, ხელოვნების ისტორიული მუზეუმი ვენის ყველაზე ცნობილი და დიდი მუზეუმია. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ტექნიკური სახის დეტალებს მუზეუმში ვიზიტისათვის. შეგეძლებათ დაჯავშნოთ მუზეუმის ბილეთებიც წინასწარ.