იაფი ავიაბილეთები თბილისიდან პორტოში
პორტო პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქია. იგი მდინარე დუეროს გაყოლებაზე მდებარეობს, იბერიის ნახევარკუნძულზე და ულამაზეს ხედებს სთავაზობს მნახველებს. მდინარე დუერო ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. თავად ქალაქზე მდინარის როლი ძალიან დადებითად აისახება. აქ ნახავთ უამრავ პარკს, დიდებულ ხეივნებს, ქალაქის ლამაზ ქუჩებსა და უბნებს.
პორტოში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ევროპის განსხვავებული ტაძრები, ხიდები, ღირსშესანიშნაობები და მონუმენტები. პორტო ტურისტებს დიდ გამოცდილებებს სთავაზობს. აქაურ ფერად ქუჩებში შეძლებთ იდეალურად გაატაროთ დრო და დაგეგმოთ მოგზაურობა. თბილისი პორტო ავიაბილეთები შეგილიათ საკმაოდ ბიუჯეტურად შეიძინოთ და თავი ამოყოთ პორტუგალიურ თავგადასავალში. ამ ბლოგში კი დაგეხმარებით პორტოს ფრენების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მოგზაურობის დაგეგმვაში.

