22.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 30, 2025

ბაქო – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. იგი მთელს კავკასიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. ბაქო სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში თავის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობას მუდამ ინარჩუნებდა. აქ ნახავთ ძველ ისტორიულ ძეგლებს, კოშკებს, ულამაზეს ბულვარებსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს. ბაქოში დასვენებასა და ქალაქის დათვალიერებას იდეალურად შეძლებთ. თუ გსურთ კავკასიის დაწინაურებული ადგილი აღმოაჩინოთ, გამოგვყევით ბაქოში სამოგზაუროდ. აქ შემოგთავაზებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, კვების ობიექტებს, რეკრეაციულ ზონებსა და ფრენების შესახებ ინფორმაციას.

 

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

აზერბაიჯანული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

1.4₼ / 0.8$

დროის ზონა

GMT+4

ვალუტა

აზერბაიჯანული მანათი

(AZN) ₼

კვება

ერთი სადილის ღირებულება

16-60 ₼ (10-35$)

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ბაქო

სად დავრჩეთ ბაქოში?

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებზე მორგებული უნდა იყოს – უნდა ემთხვეოდეს თქვენს ბიუჯეტს და ტრანსპორტითაც მარტივად მისადგომი უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ბაქოს ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ნასიმის რაიონი (Nasimi District) – ბაქოს ცენტრი, სადაც უამრავ რესტორანსა და სწრაფი კვების ობიექტს ნახავთ. ამ რაიონში ადგილობრივივით შეძლებთ დასვენებას და რეკომენდებულია პირველად მოგზაურებისათვის. აქ მარტივად გექნებათ წვდომა ბაქოს ღირსშესანიშნაობებზე, თანაც უამრავ მაღაზიასა და მარკეტს ნახავთ.

საბაილი (Sabayil) – ეს უბანი კი მშვიდი დასვენების საშუალებას მოგცემთ, რადგან იგი კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. თანაც, აქ ბულვარში გასეირნებას და ბუნებით ტკბობას შეძლებთ.

ჩერი შეჰერი (Icheri Sheher) – ეს ისტორიული უბანია ბაქოში. თუ პირველად აპირებთ მოგზაურობას, მაშინ უმჯობესია ამ უბანში დარჩეთ, რათა ღირსშესანიშნაობებამდე სიარული მარტივად შეძლოთ.

ძველი ქალაქი (Old Town) – თუ უფრო ისტორიული თავგადასავლების მოყვარული ხართ, მაშინ ამ უბანში დარჩენას გირჩევდით. აქაურობა ცოცხალ მუზეუმს გავს. ძველ ქალაქში შეხვდებით ბაქოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ შენობებს, რომლებიც ისტორიას თვალწინ გაგიცოცხლებთ.

თეთრი ქალაქი (White city) – ბაქოს ის უბანია, სადაც საბჭოთა კავშირის შენობები და ისტორიული ძეგლები დაგხვდებათ. აქ ძალიან ბიუჯეტურად ნახავთ დასარჩენ ადგილებს. თუ გსურთ ადგილობრივივით დაისვენოთ, ეს უბანია რეკომენდებული.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ბაქოში?

ბაქო შემოგთავაზებთ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ კავკასიის ისტორიის მნიშვნელოვანი არტეფაქტები. დაბლა შემოგთავაზებთ ბაქოს ცნობილ ღირსშესანიშნაობებს.

ეს ისტორიული ძეგლი იუნესკოს ისტორიული ნაგებობების სიაშია შესული და დახასიათებულია, როგორც ბაქოში არსებული არქიტექტურული ბრილიანტი. შენობა მე-15 საუკუნეშია აშენებული და მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ნაგებობას. აქ ყოფნისას აუცილებლად თვალწინ გადაგეშლებათ ისტორიული სანახაობები და ბაქოს კულტურული გამოცდილებები. თუ ხელოვნებისა და არქიტექტურის მოყვარული ხართ, ბაქო იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

ჰაიდარ ალიევის ცენტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად გაიხსნა. ცენტრში სხვადასხვა ინტელექტუალური აქტივობისთვის იკრიბებიან სტუდენტები. ტურისტებისთვის ნაგებობა ყურადსაღებია მისი არქიტექტურის გამო. თანაც, იგი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და მასთან მოხვედრა არ გაგიჭირდებათ.

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი ბაქოს ყურეზე მდებარეობს. იგი თავდაპირველად მე-13 საუკუნეში აიგო და მე-20 საუკუნეში ხელახლა რესტავრირდა, რადგან ბოლშევიკური ოკუპაციის დროს დაზიანდა. დღეს ბიბი-ჰეიბათის შიიტური მეჩეთი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ჰეიდარის მეჩეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელობისაა. იგი 21-ე საუკუნის დასაწყისში აშენდა. ჰეიდარის მეჩეთი შირვანული სტილისაა. აქ ამოტვიფრულია მეჩეთიდან აიები.

ბაქოს შეჯიბრებების წრე (Baku City Circuit) – ავტორბოლებისთვის მოწყობილი სივრცეა. იგი ბულვართან ახლოს მდებარეობს. ეს წრე ფორმულად სტანდარტების მიხედვით მსოფლიოს 4 ავტო ტრასაში შედის. ფორმულას ფანებს ეს ადგილი ძალიან მოეწონებათ.

გარდა იმისა, რომ ეს შენობა ისტორიული სიმბოლური მნიშვნელობისაა, მის უკან ლამაზი ისტორია იმალება მამასა და შვილზე, რომელთაც მიეძღვნათ ეს კოშკი. შენობაში მუზეუმია მოწყობილი, ამასთან შეგიძლიათ სასაჩუქრე მაღაზიიდან სუვენირებიც აარჩიოთ საქართველოში წამოსაღებად. ბოლო სართულიდან კი ულამაზესი ხედი იშლება და მთელი ქალაქი თვალწინ გადაგეშლებათ. იაფი ფრენები ბაქოში არაერთ ულამაზეს კადრსა და ისტორიას გაჩუქებთ.

ბაქოს ათეშგა (Ateshgah of Baku) – ზოროასტრული ტაძარია. ათეშგა კი ნიშნავს ცეცხლს. ეს ტაძარი მე-17 მე-18 საუკუნის ძეგლია და ცეცხლთაყვანისმცემლობის ისტორიას ასახავს.

ცეცხლის ცათამბრჯენები 3 მთავარი შენობისაგან შედგება. ისინი ბაქოს ყველაზე მაღალი შენობებია. აქ ნახავთ ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ ფართებს. ცათამბრჯენები ბაქოს ყველა ცენტრიდან ჩანს.

ბაქოს სტადიონი აზერბაიჯანის უდიდესი სტადიონია. მას 70 000 კაცის დატევა შეუძლია. სტადიონი კონსტრუქციისა და მოწყობის მხრივ აბსოლუტურად აკმაყოფილებს ევროპული ფეხბურთის ფედერაციის ყველა სტანდარტს.

ეს მუზეუმი ესთეტიკის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. აქ ნახავთ მოქარგულ ხალიჩებს, ტანსაცმელსა და სხვა ქსოვილებს. მუზეუმი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აიგო და მიზანია ხალიჩების შენახვა, შეგროვება და გამოფენების მოწყობა.

 

ფრენები ბაქოში

სად ვჭამოთ ბაქოში?

ბაქო არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს გააკვირვებს კავკასიური კულინარია, იქნება ეს მთავარი კერძები თუ დესერტები.

Sumakh – ამ რესტორანში შეძლებთ ბაქოს ცნობილი ტრადიციული კერძები – ფლავი და ქაბაბი დააგემოვნოთ.

Sahil – აქ უგემრიელეს ქუთაბსა და ფლავს დააგემოვნებთ სხვადასხვა არომატებით.

Mugam Club – აქ აზერბაიჯანულ ქაბაბს დააგემოვნებთ და თანაც ულამაზესი გარემოც დაგხვდებათ. აქაური მყუდრო ატმოსფერო პოპულარულია ადგილობრივებში.

Shirvanshah Museum Restaurant – ეს რესტორანი პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებში, არამედ ადილობრივებშიც. აქაურობას ბევრი საჭმლის კრიტიკოსი უწევს რეკომენდაციას.

EspresSoul – აქ უგემრიელესი აზერბაიჯანული ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებთ.

Fluffy Art Cotton Candy – აქ დააგემოვნებთ ბამბის ნაყინსა და სხვადასხვა ტკილეულს საკმაოდ ბიუჯეტურად.

Istanbul Lahmacun Baklava – აქ კი უგემრიელეს ბალაკლავას შეჭამთ. მისი გასინჯვის გარეშე არ უნდა წამოხვიდეთ ბაქოდან.

Terrace 145 – გარდა იმისა, რომ ეს რესტორანი ულამაზეს ხედებს გადაგიშლით, აქ ადგილობრივ კულინარიულ შედევრებსა თუ სხვა პოპულარულ საკვებს დააგემოვნებთ.

Caravan Baku – ეს ადგილი ერთ-ერთი პოპულარულია ბაქოში. იგი ჩილიმ-ბარია და თანაც გარე სივრცეში, ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს.

RoofTop Baku – ეს რესტორანი მთელ ქალაქს გადმოჰყურებს და ბაქოს ხედებს ხელის გულზე გადაგიშლით. მნიშვნელოვანი ვახშმის დაგეგმვა თუ გსურთ, ეწვიეთ ამ რესტორანს.

 

 

ახლოდან დანახული ბაქო

სად ვიშოპინგოთ ბაქოში?

ბაქოში შეგიძლიათ უამრავი ნივთი შეიძინოთ მის შოპინგ მოლებში, მაღაზიებსა და ბაზრებში.

 

Ganjlik Mall – ეს ყველაზე ცნობილი მოლია ბაქოში. აქ უამრავი მაღაზია, უდიდესი სივრცე, პოპულარული ბრენდების ტანსაცმელი დაგხვდებათ.

Park Bulvar Mall – ეს მოლი ასევე ძალიან პოპულარულია ბაქოში. აქ უამრავ მაღაზიასა და მოსასვვენებელ სივრცეს ნახავთ.

Baku Mall – ამ მოლში ნახავთ ყველანაირი ტიპისა და ბრენდის მაღაზიას. აქ შეგიძლიათ ბიუჯეტურადაც იშოპინგოთ.

Yaşıl Bazar – ეს ცნობილი ბაზარია ბაქოში. აქ ადგილობრივები ხშირად დადიან და პროდუქტებს ყიდულობენ. აქ საშუალება გექნებათ ადგილობრივი პროდუქტები დააგემოვნოთ.

Sadrak Bazar Baku Elmar – აქ შეძლებთ სხვადასხვა პროდუქტი შეიძინოთ, მათ შორის პოპულარული ქსოვილები.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბაქოში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ბაქო ავიაბილეთები!

როდის არის საუკეთესო დრო ბაქოში სამოგზაუროდ?

გაზაფხულის ან შემოდგომის თვეები საუკეთესოა ბაქოში მოგზაურობისთვის, რადგან ქალაქს მშრალი კლიმატი აქვს და ზაფხული ძალიან ცხელი, ზამთარი კი ცივია. თუმცა, ზამთარში აქ ულამაზესი საშობაო ბაზრები იმართება. აქ ფანტანების მოედანზე ძალიან ლამაზი სანახაობები ეწყობა. თანაც, საშობაოდ მორთული ხეები და ქუჩები იდეალურ ატმოსფეროს ქმნის და საშობაო განწყობას ამძაფრებს. გაზაფხულის თვეებში აქ ბაქოს პარკებში გასეირნებას და მისი ღირსშესანიშნაობების ფეხით დათვალიერებას შეძლებთ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ბაქოში?

ბაქოს ავტობუსები სანავიგაციოდ ძალიან მარტივია. ეს ღირსშესანიშნაობებამდე მარტივად მისვლის საშუალებას მოგცემთ. თანაც, ავტობუსები აქ ძალია იაფია, 0.20 აზერბაიჯანულ მანათად შეძლებთ სიარულს.

ბაქოში ფეხით გადაადგილება ძალიან მარტივია, რადგან ყველაფერი 15 წუთის სავალზე მდებარეობს. აქ მარტივად შეძლებთ სეირნობასა და ღირსშესანიშნაობების მონახულებას.

მეტროთი გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ ბაქოში. აქაურ მეტროს 175 სადგური აქვს. მეტროდან ღირსშესანიშნაობებეზე რამდენიმე წუთი სიარული დაგჭირდებათ. თანაც, მეტროთი ძალიან იაფად 0.30 აზერბაიჯანულ მანათად იმგზავრებთ.

ბაქოში მარტივად შეგიძლიათ იმგზავროთ ტაქსითი. ჰაიდარ ალიევის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 30 წუთის სამანქანო სავალზე მდებარეობს, ტაქსი კი ამაში 10$-მდე გამოგართმევთ. ქალაქის შიგნით გადაადგილება კი 5$-ზე მეტი იშვიათად დაგიჯდებათ. ყველაზე იაფი ტაქსის აპლიკაცია არის Uber.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ბაქოში?

ბაქოში ულამაზესი რეკრეაციული სივრცეები დაგხვდებათ: შეგიძლიათ ეწვიოთ მის ბოტანიკურ ბაღს, პარკებსა თუ ყვავილების ხეივნებს.

 

ბაქოს ბულვარი (Baku boulevard) – იდეალური ადგილია ქალაქის ადგილობრივი მაცხოვრებელივით გასაცნობად. ბულვარი კასპიის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული, აზერბაიჯანის ეკოლოგიურ სიმდიდრეს შემოსაზღვრავს და მნახველებსაც უამრავ აქტივობებს სთავაზობს. აქ სეირნობა უყვართ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს. იგი უზარმაზარია და ულამაზეს სასეირნო პარკს წარმოადგენს.

ფილარმონიის ბაღი (philarmony garden) – ბაქოს ციხის მახლობლად მდებარეობს. აქ ფანტანიც დგას. ბაღი რესტავრირდა პრეზიდენტი ალიევის დროს და ხეები მოიჭრა, თუმცა ბაღი კარგად დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.

ფანტანების მოედანი (Fountain square) – საბჭოთა მმართველობის დროს აიგო და 21-ე საუკუნეში ხელახლა რესტავრირდა. მოედანს ეს სახელი ჰქვია იმტომ რომ აქ უამრავი ფანტანია. ამ მოედანზე გასეირნებას და ფანტანების შხეფებს შორის დასვენებას შეძლებთ.

მაღალმთიანი პარკი (Highland Park) – ეს პარკი ბაქოს უმაღლესი წერტილია. აქედან ქალაქის პანორამული ხედები გადაგეშლებათ. პარკში ნახავთ მეჩეთსაც.

შეჰიდთა ხეივანი (Shekhid Alley) – ეძღვნება აზერბაიჯანის ეროვნული გმირების ხსოვნას. ამ ხეივანზე გარდა ულამაზესი ყვავილთა რიგებისა, მდებარეობს ამ გმირების საფლავები მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.

პატარა ვენეცია (Little Venice) – ეს ადგილი ბაქოს ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. აქ რამდენიმე კუნძულს ნახავთ და არხებში გონდოლებით სეირნობას შეძლებთ. ამ ადგილს აუცილებლად უნდა ეწვიოთ თუ განსხვავებული ტიპის გამოცდილების მიღება გსურთ.

გადაწყვიტე ბაქოში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ბაქოში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ბაქოზე

მოგზაურობისთვის მინიმუმ 3 დღე გათვალეთ, რათა ბაქოს ძირითადი ღირსშესანიშნაობების ნახვა კარგად მოასწროთ.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ბაქოში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. სურვილისამებრ, შეგიძლიათ წაიღოთ კამერაც.

ბაქო ცნობილია თავისი ინდუსტრიული მიღწევებით. ქალაქი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული კავკასიაში მნიშვნელოვან რეგიონულ როლს თამაშობს. ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნება და განსხვავებული ღირსშესანიშნაობები ყველა ტურისტის აღტაცებას გამოიწვევს.

ბაქო ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ადგილია სამოგზაუროდ. აქ იაფად ნახავთ დასარჩენ ადგილებს, საკვებ ობიექტებსა და სასმელსაც. ბაქოში ღირსშესანიშნაობებსაც საკმაოდ ბიუუჯეტურად დაათვალიერებთ.

ბაქო საკმაოდ უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად ფრთხილად იყავით პერსონალურ ნივთებთან. ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, კლუბებსა და ბარებში, შეიძლება მცირე ჯიბის ქურდობებს შეესწროთ. ფრთხილად იყავით ღამე გადაადგილებისასაც.

გაზაფხულის ან შემოდგომის თვეები საუკეთესოა ბაქოში მოგზაურობისთვის, რადგან ქალაქს მშრალი კლიმატი აქვს და ზაფხული ძალიან ცხელი, ზამთარი კი ცივია. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ ბაქო.

GYD – ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი ბაქოსთან ყველაზე ახლოს, 21 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

ბაქოში პირდაპირი ავიარეისებით გაემგზავრებით თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

პირდაპირი ავიარეისებით თბილისიდან და ბათუმიდან დაფრინავს აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Azal Airlines .

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. საუკეთესო ფასების მისაღებად კი უნდა გამოიყენოთ საძიებო პლატფორმა Avia.ge .

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ბაქოში მოგზაურობის წინ

ავიაბილეთები ბაქოს მიმართულებით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ქვეყნის უდიდესი კულტურული, სამეცნიერო…

იაფი ავიაბილეთები ბაქოს მიმართულებით თუ გსურთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ…

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან ბაქოში აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო კასპიის ზღვის სანაპიროზე…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს