ალ ფაჰიდის ციხე დუბაის უძველესი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-18 საუკუნეში აშენდა. ციხე სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდა, იგი წარმოადგენდა მონარქის რეზიდენციას, საფორტიფიკაციო ნაგებობას თუ ქალაქის სადამცველო პუნქტს. ალ ფაჰიდის ციხე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დუბაის ყველაზე ძველი შენობაა. თავად ალ ფაჰიდის უბანი კი ქალაქის ძველი მხარე. ამიტომ, ისტორიის მოყვარული თუ ხართ, აქაურობა აუცილებლად დაგაინტერესებთ.
ალ ფაჰიდის ციხის მუზეუმში სხვადასხვა ისტორიული არტეფაქტი ინახება, იქნება ეს იარაღები თუ სხვადასხვა ისტორიული აღჭურვილობა. ამ უბანში ვიზიტი ნამდვილად ღირს, რადგან დუბაის ისტორია თვალწინ გადაგეშლებათ. თანაც, შენობა ულამაზესი არქიტექტურისაა და გრანდიოზულია. ამ ბლოგში ჩვენ შემოგთავაზებთ ტექნიკურ დეტალებს ალ ფაჰიდის უბანში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.











