Georgian Airways ზაფხულიდან რუსეთის მიმართულებით, კონკრეტულად ეკატერინბურგში, ფრენების დაწყებას გეგმავს, – განაცხადა RBC-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა. გაიაშვილის თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთში დღეში ორ რეისს ახორციელებს, ზაფხულიდან კი მათი რიცხვი სამამდე გაიზრდება. ამჟამად ფრენები ხორციელდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში.

გაიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ნოვოსიბირსკის არჩევა კი ისტორიული კავშირების აღდგენით ახსნა.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი24 ივნისი 202627 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 406 -დან
ბათუმი23 ივლისი 202630 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 530 -დან
ლარნაკა2 ივლისი 20268 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 964 -დან
ნიცა22 ივნისი 20262 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 332 -დან
ნოვოსიბირსკი22 ივნისი 202627 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 374 -დან
რომი24 ივნისი 202629 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 253 -დან

 

ავიაკომპანიას 8 Boeing და ერთი რეგიონული Jet-ი ჰყავს. ის ასევე გეგმავს სამგზავრო ფრენების დაწყებას ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით, სადაც ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. Georgian Airways-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბად ვერ იქცა, რადგან ამ ბაზარზე თურქეთი დომინირებს.

გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემები მომავალში მოგვარდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიKorean Air თბილისსა და ინჩეონს შორის ჩარტერულ ფრენებს აღადგენს
შემდეგი სტატიაTAV georgia საქართველოს აეროპორტებში ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted