7.8 C
Tbilisi
ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარისამეფო სასახლე , მადრიდი

სამეფო სასახლე , მადრიდი

18 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

2-3 სთ
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ელექტრონული ვაუჩერი
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

მადრიდი მდიდრული შენობების სამშობლოა. მადრიდის სამეფო სასახლე ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. იგი მე-18 საუკუნეში აშენდა და სამეფო კარის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. მართალია დღეს სასახლეს მხოლოდ ცერემონიალური დატვირთვა აქვს, თუმცა ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. სასახლეს ესპანელებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ტურისტები კი მიდი დიდებულებით იხიბლებიან, ამიტომ თითქმის 4 საუკუნეა სასახლე ესპანეთის პოპულარული შენობაა.

იცოდით, რომ სამეფო სასახლეს თითქმის 4000 ოთახი აქვს?! თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანია ტურისტებისათვის ღია. სასახლეს ბაროკოსა და ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილის მახასიათებლები აქვს, ამიტომ მისი სიდიადე ვიზუალურადაც დასტურდება. მადრიდის სამეფო სასახლე დასავლეთ ევროპის ყველაზე დიდი სასახლეა, მსოფლიოში კი ერთ-ერთი უდიდესი. სასახლე ფაქტობრივად ისტორიულ დროში გამოგზაურებთ. ამ ბლოგში მნიშვნელოვან ინფორმაციას ნახავთ მადრიდის სამეფო სასახლის შესახებ. თუ მადრიდში მოგზაურობას აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ ამ შენობას. თანაც, მისი ბაღის ულამაზესია და ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით თუ გადაიღლებით, აქ განტვირთვას თავისუფლად შეძლებთ.

საინტერესო ფაქტები

  • მადრიდის სამეფო სასახლე მე-18 საუკუნის ძეგლია
  • იგი ფრანგული ბაროკოსა და ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილითაა აგებული
  • სასახლის ბილეთებს ვერ გააუქმებთ და შესაბამისად თანხის უკან დაბრუნება არ ხდება
  • უმჯობესია, სასახლეს ეწვიოთ გაზაფხულსა ან შემოდგომაზე, რადგან ამ დროს ამინდები იდეალურია და სასახლის ბაღშიც შეძლებთ გასეირნებას
  • სასახლე ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე
  • კვირაობით სასახლე იკეტება საღამოს 4 საათზე
  • უმჯობესია სასახლეს დილას, ადრიანად ეწვიოთ, რადგან ამ დროს შედარებით ნაკლები ტურისტი სტუმრობს

წესები და პირობები

  • სასახლეში არ მოქმედებს დრესკოდი, თუმცა უმჯობესია ზედმეტად ღია ტანსაცმელი არ ჩაიცვათ
  • მოერიდეთ ხმაურს
  • სასახლეში ვერ შეიტანთ საჭმელსა თუ სასმელს

მდებარეობა

Centro, 28071 Madrid

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Christiansborg palace Copenhagen

კრისტიანსბორგის სასახლე, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Kronborg Castle

კრონბორგის სასახლე, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
National Museum of Denmark

დანიის ეროვნული მუზეუმი, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Tivoli Gardens Copenhagen

ტივოლის ბაღები, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Copenhagen city hall tower

კოპენჰაგენის მერიის კოშკი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Palazzo Contarini del Bovolo

კონტარინი დელ ბოვოლოს სასახლე, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Doge's palace venice

დოჟების სასახლე, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Gondola tours venice

გონდოლების ტური, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია