10.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

მადრიდი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქაურობა სავსეა კულტურული და ისტორიული ძეგლებით, მსოფლიო დონის მუზეუმებითა და ულამაზესი ბაღებითა თუ პარკებით. მადრიდი ევროპული ცხოვრების სტილის მიმდევარია – აქაური კაფეები და ბარები განტვირთვისთვის კარგი საშუალებაა. ქუჩებში სეირნობისას კი მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით გაფორმებულ შენობებს დაათვალიერებთ. ამ ბლოგში გაგაცნობთ მადრიდში სამოგზაუროდ მნიშვნელოვან ინფორმაციას: შემოგთავაზებთ დასარჩენ ადგილებს, მადრიდის ღირსშესანიშნაობებს, კულინარიულ შედევრებს. ერთად დავგეგმოთ მადრიდში თქვენი მომავალი თავგადასავალი.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ესპანური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€ 2.93

დროის ზონა

GMT+1

ვალუტა

ევრო

კვება

სადილის ღირებულება

€ 10-20

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე მადრიდი

სად დავრჩეთ მადრიდში?

მადრიდში მოგზაურობისას დიდი ყურადღებით უნდა აარჩიოთ დასარჩენი სივრცე. პირველ რიგში, გათვალეთ თქვენი სურვილები, ქალაქის ცენტრში გირჩევნიათ დარჩენა თუ შედარებით მშვიდ გარეუბნებში. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ტრანსპორტს. თქვენი დასარჩენი უბანი მარტივად მისაგნები და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს უნდა მდებარეობდეს. დაბლა შემოგთავაზებთ მადრიდის ცნობილ უბნებს ტურისტებისთვის ბინის დასადებად.

თუ გსურთ თავი ადგილობრივად იგრძნოთ, ლათინების უბანი (La Latina) საუკეთესო არჩევანი იქნება. აქაური ნეოკლასიკური და გოთიკური არქიტექტურული სტილის ქუჩები კი მოგზაურობას გაგილამაზებთ. თანაც, უბანი ახლოსაა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან.

ლიტერატურული კვარტალი (Literary Quarter) – ამ უბნის სახელი მის შინაარსს აბსოლუტურად გამოხატავს. აქ დარჩენის შემთხვევაში მუზეუმებითა და კულტურული სანახაობებით გარშემორტყმული იქნებით. თანაც, ამ კვარტალში მრავლადაა რესტორნებიც.

მალასანა (Malasaña) – ეს უბანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ ყველანაირი ტიპის გამოცდილება გექნებათ, მალასანა ტურისტული ადგილია, თუმცა ვიწრო ქუჩები, მაღაზიები და რესტორნები ადგილობრივებისთვისაც საყვარელი სივრცეა.

მზის უბანი (Sol) – მადრიდის ცენტრი, ტურისტებისთვის ყველაზე კომფორტული უბანი. იგი ქალაქის შუაგულში მდებარეობს, ტურისტულ ძეგლებთან, ისტორიულ სანახაობებთან და მონუმენტებთან ახლოს. თუ თქვენი მიზანი სწრაფი და მარტივი გადაადგილებაა, ამ უბანში დარჩენა ყველაზე რეალური არჩევანი იქნება.

სალამანკა (Salamanca) – უფრო მაღალი დონის დასვენების მოყვარული თუ ხართ, ამ უბანში ნახავთ მდიდრულ სასტუმროებს, უმაღლესი კლასის მაღაზიებს, რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს. სალამანკა ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ მადრიდში?

მადრიდი თავისუფალ არჩევანს მოგცემთ იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმებს, გამოფენებს, არქიტექტურულად დიად შენობებს ან უბრალოდ ქალაქის შარმით დატკბეთ.

პრადოს მუზეუმი მადრიდის “ხელოვნების მოედანზე” მდებარეობს სხვა უმნიშვნელოვანეს მუზეუმებთან ერთად. პრადოში ნახავთ მე-12-დან მე-20 საუკუნემდე მსოფლიო დონის მხატვრების ნამუშევრებს. აქ დაგხვდებათ დიდებული ვან გოგი, კლოდ მონე, რენუარი, გოგენი, პიკასო და სხვა.

თისენ-ბორნემისას მუზეუმი “ხელოვნების მოედნის” მუზეუმების ტრიადის მესამე წევრია . აქ ძირითადად იმპრესიონისტულ ნამუშევრებს ნახავთ, მაგალითად შეგხვდებათ: დალის, მონეს, მანეს, პიზაროს, ვან გოგის ნახატები.

მადრიდის სამეფო სასახლე ევროპაში უდიდესია. იგი მე-18 საუკუნის ისტორიული ძეგლია. დღეს მხოლოდ ცერემონიალური დატვირთვა აქვს, თუმცა ისტორიულ წარსულში ესპანეთის სამეფო კარგის რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლეს უთვალავი ოთახი აქვს.

ბერნაბეუს სტადიონის ნახვა ფეხბურთის ფანების ოცნებაა. იგი ხუთვარსკვლავიანი სტადიონია და ბევრ მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს. სტადიონი არა მხოლოდ ქომაგებს, არამედ უბრალოდ დამსვენებლებსაც აღაფრთოვანებს თავისი გრანდიოზულობის დამსახურებით.

ფრანცისკეს ბაზილიკა ესპანეთის რომანული კათოლიკური ტაძარია. იგი შუასაუკუნეების კულტურული და რელიგიური ძეგლია. ბაზილიკას ულამაზესი თაღი, რომელიც შიგნიდან საოცრადაა მოხატული, ნებისმიერ ტურისტს გააოცებს.

რეინა სოფიას მუზეუმი პრადოს გვერდით მდებარეობს. იგი მე-20 საუკუნის სახელოვნებო ცენტრია. ალბათ ყველას გვსმენია პიკასოს გერნიკას შესახებ. ეს ნახატი სწორედ რეინა სოფიას მუზეუმში ინახება. მუზეუმმა ფაქტობრივად პიკასოს სახელი მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა.

მადრიდი თავისი კარიბჭეებითაა ცნობილი. ალაკალას კარიბჭე ერთ-ერთი მათგანია. იგი მე-18 საუკუნეში აშენდა ესპანეთის მეფის ბრძანებით. კარიბჭეს ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა და აღნიშნავდა მეფის მიერ ქალაქში საზეიმოდ შემოსვლის აქტს.

ალმუდენას ტაძარი ესპანეთის კათოლიკური ეკლესიაა. იგი მე-19 მე-20 საუკუნეებში აშენდა. ტაზარი რომანულ და ნეოკლასიკურ არქიტექტურულ სტილშია აგებული და ამიტომ გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვს. თანაც იგი მადრიდის სამეფო სასახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

დებოდის ტაძარი ნუბიური ძეგლია. იგი მე-2 საუკუნის ისტორიული არტეფაქტია, თუმცა შემდეგ ხელახლა იქნა კონსტრუირებული. დებოდის ტაძარი ეგვიპტელებმა გადასცეს ესპანელებს და ერთ-ერთია იმ ქმნილებათაგან, რომელიც ეგვიპტის გარეთ მდებარეობს.

სიბელის შადრევანი ესპანეთის ნეოკლასიკური ძეგლია. იგი ტურისტების ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რადგან ესპანეთის ცნობილ მოედანზე მდებარეობს და თანაც, ესთეტიკური დატვირთვაც აქვს. სიბელის შადრევანი განასახიერებს ამქვეყნიერებასა და მიღმიერ სამყაროს.

ფრენები მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში

ესპანური სამზარეულო ნებისმიერი ტურისტის გემოვნებას მოერგება. აქაური ძირითადი კერძები თუ ტკბილეული ყველას შეაყვარებს თავს. შეგიძლიათ ტრადიციული სამზარეულოს კერძები გასინჯოთ ცნობილ რესტორნებსა თუ კაფეებში. პოპულარულია სწრაფი კვების კულტურაც.

მადრიდში რესტორნებში სადილი და ვახშამი პოპულარულია. აქაურებიც ხშირად იკრიბებიან ესპანურ რესტორნებში. ტურისტებისთვისაც სასიამოვნო და კომოფრტული ატმოსფეროა ადგილობრივ კვების ობიექტებში.

sobrino de botín – ეს რესტორანი ევროპაში უძველესია. იგი ცნობილია ადგილობრივი კერძებით, ძირითადად ხორცის კერძებით. აქაურობას ძველი იერი აქვს შენარჩუნებული. აუცილებლად გირჩევდით ამ რესტორანს ეწვიოთ.

Bodega de los Secretos – ეს რესტორანიც საკმაოდ ძველია. იგი გთავაზობთ უძველეს კერძებს, რომლებიც 400 წელზე მეტს ითვლის. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ხმელთაშუაზღვის კერძებიც.

ესპანური ტორტილა ადგილობრივების ტრადიციული საჭმელია. იგი წარმოადგენს კარტოფილისაგან დამზადებულ კერძს.

El Sueño De Carmen – ამ რესტორანში საუკეთესო ტორტილას დააგემოვნებთ. აქაურობას ადგილობრივებიც ხშირად სტუმრობენ.

Casa Dani – ამ რესტორანში ასევე უგემრიელეს ტორტილას დააგემოვნებთ. შეგიძლიათ ტორტილასთან ერთად მიირთვათ ადგილობრივი კერძებიც.

Sylkar – ეს ადგილიც ერთ-ერთ საუკეთესო ტორტილას შემოგთავაზებთ. თანაც, აქ კარგი ატმოსფეროც დაგხვდებათ. რესტორანში სასმლის დაგემოვნებაც შეგეძლებათ.

მადრიდი ცნობილია თავისი ღვინოებით. ესპანური ღვინო აუცილებლად იმსახურებს გასინჯვის შანსს, ამიტომ თუ მადრიდში იმყოფებით ან აპირებთ გამგზავრებას, გადაავლეთ თვალი ცნობილ ადგილებს, სადაც გემრიელ ღვინოს შემოგთავაზებენ.

Delito Madrid – ეს არის ღვინის ბარი მადრიდში. აქ ესპანური ღვინის გასინჯვის საშუალება გექნებათ. აქ შეგეძლებათ ღვინოსთან ერთად ადგილობრივი კერძებიც დააგემოვნოთ.

La Bodega de Los Reyes – ამ ბარში კარგი ატმოსფერო დაგხვდებათ ადგილობრივების გასაცნობად. აქ ხშირად იკრიბებიან ადამიანები გასართობად და საკომუნიკაციოდ. რაც მთავარია, აქ ესპანური ღვინის მრავალი ვარიანტიც დაგხვდებათ.

La Terraza de Oscar – ეს რესტორანი მე-8 სართულზე მდებარეობს, შესაბამისად აქაურობა ულამაზეს ხედებს გადაგიშლით. აქ დაგხვდებათ ბარიც, შესაბამისად ამ რესტორანში დასვენებასა და განტვირთვასაც კარგად შეძლებთ.

Restaurante Volvoreta – ამ რესტორანის უდიდესი შუშის ფანჯრები მთელი ქალაქის ხედს თვალწინ გადაგიშლით. გარდა ესთეტიკური სიამოვნებისა, აქ დააგემოვნებთ ხმელთაშუაზღვის პოპულარულ კერძებსაც.

Villa Verbena – ამ რესტორნიდან ბუნების ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. აქ უგემრიელეს სასმელებსაც დააგემოვნებთ. თუ განტვირთვა გსურთ, ეს რესტორანი კარგ შესაძლებლობას მოგცემთ.

მადრიდი ცნობილია თავისი ბარებითაც. თუ განტვირთვა გსურთ, მაშინ ესპანური ბარები თქვენთვისაა. აქ ადგილობრივებიც ხშირად იკრიბებიან. რამდენიმე ცნობილ ბარს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Salmon Guru – ამ ბარში ძალიან კარგი ატმოსფერო დაგხვდებათ. აქაური ბარმენები სხვადასხვა კოქტეილებს დაგიმზადებენ. ეს ბარი საკმაოდ კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, ამიტომ მარტივად მიაგნებთ.

1862 Dry Bar – ეს ბარი მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კვარტალში მდებარეობს. ამ უბანში ბევრი კაფე-ბარი შეგხვდებათ. ეს ადგილი ძალიან ცოცხალი და მოძრავია. ამ ბარში კი საუკეთესო სასმელს შემოგთავაზებენ.

 

 

ახლოდან დანახული მადრიდი

სად ვიშოპინგოთ მადრიდში?

მადრიდის საშოპინგო ცენტრები, ქუჩები და ადგილობრივი მაღაზიები იდეალურ პირობებს შემოგთავაზებთ მოგზაურობისათვის. თუ გსურთ ჩანთებით ხელდამშვენებულებმა დატოვოთ მადრიდი, მაშინ ეწვიეთ მადრიდის შოპინგ ცენტრებს.

მადრიდში ბევრ შოპინგ ცენტრს გადააწყდებით. გარდა იმისა, რომ აქ ყველანაირ საქონელს წააწყდებით, შოპინგ ცენტრებს ესთეტიკური შესახედაობაც აქვს და არქიტექტურულადაც საინტერესო სტილი.

მადრიდის მთავარი კომერციული ცენტრი (Centro Comercial Príncipe Pío) – ეს ყველაზე დიდი საშოპინგო ცენტრია მადრიდში. აქაურობა უზარმაზარია და ყველანაირი ტიპის მაღაზიას იტევს. ამას გარდა აქ ნახავთ საკვებ ობიექტებსაც.

შოპინგ-ცენტრი რიო (Plaza Río 2 Shopping Center) – ეს უზარმაზარი შენობა ასევე უამრავ მაღაზიას იტევს. აქ შეიძლება მთელი დღეც კი დაჰყოთ. თანაც, მისი ულამაზესი შუშის სახურავი საშოპინგო ატმოსფეროს აძლიერებს.

 

ლიტერატურული კვარტალი Barrio de las Letras – ეს უბანი მდიდარია სხვადასხვა მაღაზიებით, ადგილობრივი პროდუქციით. იგი ადგილობრივებშიც პოპულარული საშოპინგო ცენტრია. უბანში ბევრ პატარა მაღაზიას ნახავთ, სადაც შეგეძლებათ ესპანური ტანსაცმლის მორგება.

მადრიდში ბაზრებსაც ნახავთ. აქაური ბაზრები ადგილობრივი კერძებისა და პროდუქტების გასინჯვის შესაძლებლობას მოგცემთ. აქაური ბაზრები მადრიდის კულტურული და გასტრონომიული თავისებურებების დაკვირვების საშუალებასაც იძლევა.

სენ-მიგელის ბაზარი (Mercado de San Miguel) – აქაურობა სავსეა უგემრიელესი პროდუქტებით. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ადგილობრივი ხილი, ბოსტნეული, თხილეული თუ სხვა პროდუქტები. ადგილობრივ კერძებსაც მრავლად ნახავთ. თანაც, ბაზარში თავისებური ატმოსფერო ტრიალებს.

მშვიდობის ბაზარი (Mercado de la Paz) – ეს ბაზარი ღია, ნათელ ფერებშია მოწყობილი. აქ ტკბილეულსაც დააგემოვნებთ. აქაურობა განტვირთვისთვისაც კარგი საშუალება იქნება.

მადრიდიდან ხელცარიელი წასვლას ვერ შეძლებთ. ამიტომ, სუვენირების რამდენიმე პოპულარულ ცენტრს შემოგთავაზებთ, სადაც ესპანური კულტურის გამომსახველ პატარ-პატარა ნივთებს შეიძენთ.

მადრიდის სუვენირები Madrid Souvenirs – ამ უზარმაზარ მაღაზიაში უპრობლემოდ შეძლებთ თქვენს მოსაწონ სუვენირების არჩევას საყვარელი ადამიანებისთვის.

სოლის სუვენირები Sol Souvenirs – ეს მაღაზია ასევე დიდ მრავალფეროვნებას გიმზადებთ. იგი ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მარტივად შეძლებთ, მიაგნოთ მას.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი მადრიდში? მაშინ დაჯავშნე თბილისი მადრიდი ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო მადრიდში სამოგზაუროდ?

ადრეული გაზაფხული საუკეთესო დროა მადრიდში სამოგზაუროდ. ამ დროს ნუშის რტოები ყვავილობს და მადრიდის პარკები ულამაზესად იკვირტება. თანაც, ამ დროს ესპანეთში იდეალური ტემპერატურაა და ძალიან კომფორტულად შეძლებთ თქვენი დასვენების დროის გატარებას. გაზაფხულობით მადრიდში რელიგიური და კულტურული ღონისძიებებიც ეწყობა, ძირითადად მაისის თვეში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ახალი წლის ღამე აქ უბრალოდ მაგიურია! შემოდგომას კი, ოქტომბრის თვეში, მადრიდში დიდი ფესტივალი ეწყობა მუსიკის, ხელოვნებისა და კინოს მოყვარულთათვის – არჩევანი თქვენზეა. მადრიდი ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ მადრიდში?

მადრიდში გადაადგილების მრავალ საშუალებას ნახავთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი, ავტობუსით, ტაქსითი თუ უბრალოდ ფეხით სეირნობისას აღმოაჩინოთ ქალაქი.

მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. ქალაქს მეტროს 8 მარშრუტი აქვს სხვადასხვა ფერებში. მეტროთი გადაადგილებას აეროპორტიდანაც კი შეძლებთ. მეტროს ფასი მერყეობს 1.50 €-დან 2.50 €-ს ფარგლებში. მეტროს სამუშაო საათებია დილის 6-დან ღამის 1:30-მდე. შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე დღიანი აბონიმენტიც. მეტროს ბილეთებს იყიდით სადგურებში და კიოსკებშიც.

ტაქსი შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა თუ სწრაფად გადაადგილება გსურთ და ადგილამდე მარტივად მისვლა, მაშინ ტაქსითი მგზავრობას გირჩევთ. ტაქსის ფასები იწყება 2.50 ევროდან. ტაქსის კომპანიები, რომლებიც აქ შეგხვდებათ არის: Uber; Bolt; Cabify; FREENOW.

ელექტრო-სკუტერები ძალიან პოპულარულია. მათ ქირაობას უპრობლემოდ შეძლებთ. უნდა დაასკანეროთ QR კოდი და მარტივად შეძლებთ მისით სარგებლობას. სკუტერები საკმაოდ იაფია, მისი ფასი წუთში მერყეობს 0.11-დან 0.23-ევრომდე.

იცოდით, რომ ავტობუსების 200-ზე მეტი ხაზია მადრიდში? ქალაქის აღმოჩენა ავტობუსით თავისუფლად შეგიძლიათ. აეროპორტიდან მადრიდის ცენტრამდე 24 საათის განმავლობაში შეძლებთ ავტობუსით სარგებლობას. მეტროს ყველაზე იაფი ბილეთი 1.50 € ღირს ერთჯერადი აბონიმენტი. არ დაგავიწყდეთ, რომ ბილეთი გაატაროთ ავტობუსში, რათა თავიდან აიცილოთ დაჯარიმება. ავტობუსები მუშაობენ დილის 6-დან ღამის 11:30-მდე, დასვენების დღეებში დილის 7-დან 11-მდე. თუმცა, ღამის ავტობუსებიც ფუნქციონირებს ქალაქში, რომლებიც ტურისტებს 11:30-დან მოემსახურება და იდეალური ვარიანტია, თუ ღამის ცხოვრების გამოცდა გსურთ და ტაქსითი გადაადილება არ გსურთ.

მადრიდში ველოსიპედით გასეირნებასაც უპრობლემოდ შეძლებთ. აქ ველო-ბილიკები მრავლად დაგხვდებათ და ველოსიპედის ქირაობაც არ იქნება პრობლემა. აქ დაგხვდებათ ელექტრო-ველოსიპედები, რომლებიც ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.

 

kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები მადრიდში?

მადრიდში განსატვირთი ადგილიც ბევრია. თუ მოგზაურობამ დაგღალათ და მშვიდ გარემოში გასეირნება, დასვენება ან სულაც პიკნიკის მოწყობა გსურთ, მადრიდის ულამაზესი პარკები დიდი სიამოვნებით მიგიღებენ.

ეს პარკი მადრიდის ცენტრში მდებარეობს. იგი ადრე სასახლის ბაღს წარმოადგენდა, ამიტომ ძალიან მშვიდი და კეთილმოწყობილია. აქ ქალაქის ხმაურისაგან თავის შეფარებას შეძლებთ. თანაც, პარკი უდიდესია, თითქმის 120 ჰექტარზეა გადაჭიმული, ამიტომ კარგად გასეირნებას შეძლებთ.

აქაურობა ძველი დროის ნოსტალგიაში ჩაგძირავთ. პარკში შეხვდებით როგორც რეკრეაციულ არეალებს, ასევე ძველი შენობების შემორჩენილ ნანგრევებს. პარკიდან ულამაზესი ხედები იშლება.

ამ პარკში გირჩევთ რომ საღამოს გაისეირნოთ, რადგან აქედან კარგად ჩანს მზის ჩასვლა. პარკი სიმწვანეშია ჩაფლული და თანაც რამდენიმე კულტურულ მონუმენტს ინახავს.

ვესტ პარკი მადრიდის უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს. იგი ხეებსა და ვარდის ბუჩქებშია ჩაფლული. აქაურობა მშვიდი და ულამაზესია. თუ ბუნებაში გასეირნების სურვილი გაქვთ, ეს პარკი ამ წყურვილს უთუოდ მოგიკლავთ.

ამ პარკში შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, გაისეირნოთ სპეციალურ ადგილებში ძაღლებთან ერთად ან უბრალოდ თქვენს საყვარელ ადამიანებთან სეირნობით დატკბეთ. ხუან კარლოსის პარკი მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკრეაციული სივრცეა.

ეს პარკი მდებარეობს ესპანეთის სამეფო სასახლის მიდამოში, ამიტომ თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით გადაიღალეთ, აქ კარგ თავშესაფარს იპოვით.

გადაწყვიტე მადრიდში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები მადრიდში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები მადრიდზე

4-5 დღე აუცილებლად გათვალეთ მადრიდში სამოგზაუროდ, რათა მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების, პარკებისა და კულტურული ძეგლების ნახვა მოასწროთ.

მადრიდში ვიზიტისას პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი თან გაქვთ. ქალაქში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ უმჯობესია თან წაიღოთ კომფორტული ტანსაცმელი. ასევე, შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ბარათები. ამინდები აქ ნორმალურია, ამიტომ გირჩევდით რომ სეზონის შესაფერისად გამოეწყოთ, მადრიდში ძირითადად სითბოა. თუ ბევრი ფოტოს გადაღებას აპირებთ, დაჭირდებათ ფოტოაპარატიც. ადგილზე კი შეგიძლიათ შეიძინოთ ქალაქის რუკები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

ცხადია, მუზეუმები! ტურისტები ამის გამო სტუმრობენ მადრიდს, განსაკუთრებით კი პრადოსა და რეგინა სოფიას მუზეუმები. ამასთან, აქ იდეალურად შეძლებთ დასვენებას – ეწვიეთ მადრიდის კაფე-ბარებსა და პარკებს.

მადრიდი არც თუ ისე ძვირი ქალაქია, აქ ყავას 2 ევროდ შეიძენთ, კვებაზე კი საშუალოდ 15 ევრომდე დაგეხარჯებათ. დღეში 70 ევრო მადრიდში მოგზაურობისათვის საშუალო ბიუჯეტია.

სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით მადრიდში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა.

ამინდებიდან გამომდინარე, მადრიდში სამოგზაუროდ გაზაფხული ან შემოდგომა საუკეთესოა.

MAD – მადრიდის ბარახას აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, 12 კილომეტრში მდებარეობს.

მადრიდში გამგზავრებას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისისა აეროპორტებიდან. მადრიდის მიმართულებით ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისიდან მადრიდის მიმართულებით შემოგთავაზებთ Aegean Airlines -ის, lot-ის, Lufthansa-სა და Pegasus -ს ავიაბილეთებს. მათ შორის პეგასუსი ქუთაისიდანაც ასრულებს ფრენებს მადრიდში.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები მადრიდში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას მადრიდში მოგზაურობის შესახებ

ავიაბილეთები მადრიდის მიმართულებით ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და…

იაფი ავიაბილეთები მადრიდის მიმართულებით ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი…

ესპანეთი განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც უამრავი მიმზიდველი ადგილია მოსანახულებლად. ეს არის…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს