ავიაკომპანია Georgian Airways 2025 წლის აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისის აეროპორტი -დან ახალი ევროპული მიმართულებებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. კერძოდ, იტალიის ქალაქ რომსა და ფორლიში.

ფორლის მიმართულებით პირველი რეისი 24 აპრილსაა ჩანიშნული და იგი ყოველ ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო რომის (ფიუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

შესაბამისად, იტალიის მიმართულებით Georgian Airways-ის რეისები განხორციელდება:

  • მილანი – კვირაში 3-ჯერ
  • რომი – კვირაში 2-ჯერ
  • ფორლი – კვირაში 1-ჯერ

პირდაპირი რეისები განხორციელდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767“ ტიპის ავიახომალდებით.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი12 ნოემბერი 202519 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 158 -დან
ფორლი6 ნოემბერი 202513 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 977 -დან
ლარნაკა4 ნოემბერი 20257 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 608 -დან
ნიცა10 ნოემბერი 202512 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 023 -დან
ნოვოსიბირსკი13 თებერვალი 202617 თებერვალი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 131 -დან
რომი8 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 060 -დან

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პარიზისა და ნიცის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, Georgian Airways განაგრძობს ოპერირებას ევროპის სხვა პოპულარულ ქალაქებში, მათ შორის:

  • ვენა
  • ამსტერდამი
  • ბერლინი
  • ლარნაკა

ავიაკომპანია დღის საათებში ასრულებს ფრენებს, რაც მგზავრებისთვის მეტი კომფორტის გარანტია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ქუთაისის აეროპორტში განვითარებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაპირდაპირი ფრენები თბილისიდან ევროპის ახალ მიმართულებებზე
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments