მოგზაურობისთვის პასპორტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, თუმცა მისი გავლენა და სტატუსი შესაძლოა განსხვავდებოდეს. Hanley & Partners ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც ასახავს, რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა ან ვიზის ადგილზე აღება.

მაღალი რეიტინგის მქონე პასპორტების მფლობელებს მოგზაურობა გაცილებით უმარტივდებათ, რადგან მათთვის ვიზის წინასწარი მიღება საჭირო არ არის და ისინი მკაცრ პასპორტ კონტროლსაც მარტივად გადიან. ამიტომ ასეთი პასპორტები ყველაზე სასურველად ითვლება.

2025 წლის Hanley Passport Index-ის მიხედვით, რეიტინგის სათავეში სინგაპური აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებს 193 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ეს უფლება 190 ქვეყანაში აქვთ. გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც 2024 წელს პირველ ადგილს იყოფდნენ, ახლა მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. პირველი 15-ეულში დანარჩენი ქვეყნები უმეტესად ევროპული სახელმწიფოებია.

2025 წლის ყველაზე გავლენიანი პასპორტები:

  • 1-ლი ადგილი სინგაპური – 193 ქვეყანა.
  • 2-ე ადგილი იაპონია, სამხრეთ კორეა – 190 ქვეყანა.
  • 3-ე ადგილი დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ესპანეთი – 189 ქვეყანა.
  • 4-ე ადგილი ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია – 188 ქვეყანა.

აშშ-ის პასპორტი კიდევ უფრო ჩამოქვეითდა

რაც შეეხება აშშ-ის პასპორტს, მოწინავე პოზიციებს აღარ იკავებს. 10 წლის წინ იგი ტრადიციულად პირველ ან მეორე ადგილს იკავებდა, ახლა კი ამერიკის პასპორტის მფლობელებს ვიზის გარეშე მხოლოდ 183 ქვეყნაში შეუძლიათ გამგზავრება.

რეიტინგში აშშ-ს ოდნავ უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა (უვიზოდ 185 მიმართულება), დიდი ბრიტანეთი (186) და ავსტრალია (186).

რაც შეეხება საქართველოს, უვიზო მიმოსვლა ან ჩასვლისას ვიზის აღების უფლება 122 ქვეყანასთან აქვს და Hanley Passport Index-ის რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Moscow4 December 20267 December 2026Red WingsTickets from 577
Baku4 October 20264 October 2026Azerbaijan AirlinesTickets from 711
Saint Petersburg6 December 202617 December 2026Pegasus AirlinesTickets from 934
Istanbul14 October 202615 October 2026AjetTickets from 434
Mineralnye Vody18 October 202622 October 2026AzimuthTickets from 389
Adler/Sochi11 September 202613 September 2026Red WingsTickets from 418
Jeddah8 October 202617 October 2026FlynasTickets from 764
Antalya18 October 202620 October 2026SunExpressTickets from 430
Krasnodar29 October 20262 November 2026Red WingsTickets from 450
Novosibirsk14 October 202623 October 2026Pegasus AirlinesTickets from 1 274
Yerevan16 September 202622 September 2026FLYONE ArmeniaTickets from 303
Yekaterinburg12 September 202613 September 2026Red WingsTickets from 838
Ufa14 September 20262 October 2026AzimuthTickets from 916
Belgrade5 November 20269 November 2026AjetTickets from 555
Paris21 November 202623 November 2026AjetTickets from 600
Chisinau1 December 20263 December 2026LOT PolishTickets from 363
Tashkent9 September 202610 September 2026AzimuthTickets from 1 163
Athens17 November 202621 November 2026Sky Express GreeceTickets from 455
Berlin23 October 202628 October 2026AjetTickets from 680
Kazan19 November 202626 November 2026AzimuthTickets from 792
Amsterdam5 December 202612 December 2026AjetTickets from 729
Samara20 September 202627 September 2026Red WingsTickets from 928
Milan6 December 202610 December 2026easyJetTickets from 217
Rome27 November 202630 November 2026Pegasus AirlinesTickets from 496
Nice15 October 202620 October 2026Pegasus AirlinesTickets from 699
Cologne13 September 202617 September 2026Pegasus AirlinesTickets from 1 105
Minsk14 November 202628 November 2026BelaviaTickets from 1 131
Barcelona4 December 202610 December 2026easyJetTickets from 655
Nizhniy Novgorod9 September 202612 September 2026Red WingsTickets from 1 053

ყველაზე სუსტი პასპორტის მქონე ქვეყნები, 2025 წლის Hanley Passport Index-ის მიხედვით:

  • 95-ე ადგილი სომალი 33 ქვეყანა
  • 96-ე ადგილი პაკისტანი – 32 ქვეყანა
  • 96-ე ადგილი იემენი – 32 ქვეყანა
  • 97-ე ადგილი ერაყი – 30 ქვეყანა
  • 98-ე ადგილი სირია – 27 ქვეყანა
  • 99-ე ადგილი ავღანეთი – 25 ქვეყანა

ეს ქვეყნები საერთაშორისო დიპლომატიური გამოწვევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მსოფლიოში ყველაზე სუსტი პასპორტების სიაში მოიაზრებიან. მათი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობა ხშირად რთული და ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესებით არის გაძნელებული.

საყურადღებოა, რომ პასპორტის ინდექსები რეგულარულად ახლდება, ვინაიდან ქვეყნების სავიზო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები მუდმივად იცვლება. შესაბამისად, მონაცემები, რომლებიც დღეს აქტუალურია, შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშილონდონის ჰითროუს აეროპორტი 24 საათით დაიხურა
შემდეგი სტატიაახალი ევროპული ავიაკომპანია – Air Serbia თბილისის აეროპორტში შემოდის
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted