Booking.com-მა Traveller Review Awards-ზე გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქის სია, რომელშიც შედიან ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულებები. სიის შესადგენად გაანალიზდა 360 მილიონზე მეტი ტურისტული მიმოხილვა, სადაც შეფასდა სხვადასხვა დანიშნულების ადგილი საცხოვრებლის, კომფორტის, გართობის შესაძლებლობებისა და მოგზაურთა გამოცდილების მიხედვით.

  • პირველ ადგილს სიგირია იკავებს – უძველესი კლდეზე აშენებული ციხესიმაგრე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ის მდებარეობს შრი-ლანკაში. მოგზაურთა შეფასებით, სიგირია გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს და საოცარ სიმშვიდეს.
  • მეორე ადგილს ესპანეთის ქალაქი კასორლა იკავებს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. მთავარი ღირსშესანიშნაობა Castillo de la Yedra -ია, რომელიც შუა საუკუნეების ნაგებობაა და შესანიშნავ ხედს გვთავაზობს. კასორლა ასევე ცნობილია თავისი ვიწრო ქუჩებით, ტრადიციული ანდალუსიური სახლებითა და ადგილობრივი გასტრონომიით, სადაც განსაკუთრებულად პოპულარულია ზეთისხილის ზეთი და ადგილობრივი ღვინოები.
  • ხოლო მესამე ადგილს კი ურუბიჩი, სამხრეთ ბრაზილიის ულამაზესი ქალაქი. ის განსაკუთრებით პოპულარულია ბუნების და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებში. ურუბიჩი გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებით, ჩანჩქერებით, კლდეებით და მდიდარი ფლორა-ფაუნით.

ქუთაისი ბარსელონა

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი23 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 219 -დან
ალმაატა21 იანვარი 202625 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 964 -დან
ამსტერდამი9 აპრილი 202612 აპრილი 2026Transaviaავიაბილეთები 617 -დან
ანკარა12 იანვარი 202612 იანვარი 2026AJetავიაბილეთები 445 -დან
ათენი29 იანვარი 20264 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 479 -დან
აბუ დაბი2 მარტი 20269 მარტი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 788 -დან
ანტალია28 თებერვალი 20267 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 355 -დან
ბაქო16 იანვარი 202618 იანვარი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 529 -დან
ბელგრადი23 იანვარი 202629 იანვარი 2026Air Serbiaავიაბილეთები 789 -დან
ბერლინი20 დეკემბერი 20253 იანვარი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 979 -დან

Booking.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქებია:

  1. სიგირია, შრი-ლანკა;
  2. კასორლა, ესპანეთი;
  3. ურუბიჩი, ბრაზილია;
  4. ტაუპო, ახალი ზელანდია;
  5. წმინდა ავგუსტინე, აშშ;
  6. ორვიეტო, იტალია;
  7. მანიზალესი, კოლუმბია;
  8. კვედლინბურგი, გერმანია;
  9. კო ლანტა, ტაილანდი;
  10. ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი.

sigiriyaBooking.com-ის მიერ გამოქვეყნებული სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველაზე საინტერესო და სტუმართმოყვარე ქალაქები არ არის მხოლოდ ცნობილი ტურისტული მიმართულებები. სიგირია, კასორლა, ურუბიჩი და სხვა ქალაქები გამოირჩევიან თავიანთი უნიკალური ატმოსფეროთი, ბუნებრივი სილამაზითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების თბილი დამოკიდებულებით.

ეს ადგილები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი გამოცდილება, შთამბეჭდავი ლანდშაფტები და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. 360 მილიონზე მეტი ტურისტული მიმოხილვა ნათლად აჩვენებს, რომ სტუმართმოყვარეობა და ავთენტური გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგზაურთა კმაყოფილებაში.

თუ ეძებთ მიმართულებას, სადაც თავი განსაკუთრებულად და კომფორტულად გინდათ იგრძნობთ, ეს ქალაქები აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს სამოგზაურო სიაში!

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნა გაიზარდა
შემდეგი სტატიაLOT Polish Airlines პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან ახალ მარშრუტებს ამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments