4.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

მანიფესტი: დაინიშნოს პირდაპირი ფრენები ბარიდან.

მიზანი

დღევანდელ რეალობაში, საქართველოს მრავალი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება ემიგრაციაში. მათი სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც მოკლე ვიზიტებისთვის, ხშირად რთული და ფინანსურად მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, ამ მანიფესტით გვინდა ავიაკომპანიებს დავანახოთ, რამდენი ადამიანისთვის იქნება საინტერესო და საჭირო გარკვეული მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნა.

ავიაკომპანიები ხშირად საკუთარი კომერციული პოლიტიკიდან გამომდინარე ნიშნავენ რეისებს, რაც ყოველთვის არ ითვალისწინებს მგზავრთა ინტერესებს. თუ გარკვეული მიმართულება არ მიიჩნევა მომგებიანად ან სუბსიდირებული არ არის, რეისი შესაძლოა საერთოდ არ დაინიშნოს. ამ მანიფესტით გვსურს, ავიაკომპანიებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და დავარწმუნოთ ისინი, რომ მოთხოვნა არსებობს.

მოთხოვნა

ჩვენ მოვითხოვთ:

  • აღდგეს პირდაპირი ფრენა ბარიდან ქუთაისის მიმართულებით;
  • დაინიშნოს ბარიდან ან ახლომდებარე ქალაქებიდან პირდაპირი ფრენა თბილისის მიმართულებით.

ამ მოთხოვნის შესასრულებლად სასურველია ბიუჯეტური ავიაკომპანიების, როგორიცაა Wizz Air, Ryanair, EasyJet, ჩართვა, რაც მგზავრებს მისცემს ხელმისაწვდომი და კომფორტული რეისების არჩევანის საშუალებას.

რა სარგებელი ექნება ამ ინიციატივას?

პირდაპირი ფრენების დანიშვნა:

  • მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების ცხოვრებას;
  • შეამცირებს მგზავრობის ხარჯებს;
  • გააძლიერებს ემიგრანტების კავშირს სამშობლოსთან;
  • ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას;
  • გააჩენს ახალ კომერციულ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის.

რა არის avia.ge-ს როლი?

ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელი მოაწეროს მანიფესტს და დააფიქსიროს თავისი მოთხოვნა კონკრეტულ მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ.

ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გადავცეთ აღნიშნული მოთხოვნები და დავიწყოთ მოლაპარაკებები ახალი რეისების დანიშვნის ან არსებული მარშრუტების განახლების მიზნით.

მანიფესტის მისია

avia.ge-ის მიზანია ემიგრანტებისა და ქართველი მოგზაურების მხარდაჭერა. ჩვენ გავაერთიანებთ ხმას და ავიაკომპანიებს მივაწვდით მოთხოვნას მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების დასამატებლად.

თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ მანიფესტს ჩვენს ვებგვერდზე avia.ge

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

კომენტარი

ქუთაისი მარსელი ავიაბილეთები 276 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან მარსელში სამხრეთ საფრანგეთის ულამაზესი ქალაქი მარსელი ტურისტებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით იზიდავს. აქაურობა ნამდვილ ზღაპრულ ატმოსფეროს გადაგიშლით თვალწინ. მარსელის ისტორიული და კულტურული ძეგლების...

თბილისი კორფუ ავიაბილეთები 378 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან კორფუში საბერძნეთის ქალაქი კორფუ, რომელიც ცნობილია ასევე, როგორც კერკირა, კუნძულოვანი ქალაქია. იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, შესაბამისად საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ცენტრად...

ქუთაისი ლარნაკა ავიაბილეთები 75 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ლარნაკაში კუნძულ კვიპროსზე მდებარე ულამაზესი ქალაქი ლარნაკა თავგადასავალის მოყვარულე მოგზაურებისთვის ნამდვილი ზღაპარია. გარდა იმისა, რომ ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სანაპირო ზოლის...

თბილისი სანტორინი ავიაბილეთები 314 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სანტორინამდე სანტორინი საბერძნეთის ულამაზესი კუნძულია. იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ შეგხვედრიათ სანტორინის ცისფერი და თეთრი სახლების ფოტოები. თუ ამ...