2025 წლიდან ყაზახეთი თბილისის და ბათუმის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას ზრდის, ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო არხი 24KZ იტყობინება. მედიის ინფორმაციით, ეს ცვლილება გამოწვეულია ყაზახი მოგზაურების მხრიდან საქართველოს საკურორტო ზონებისადმი გაზრდილი ინტერესით.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლის გაფართოება და სხვა ეკონომიკური საკითხები განხილული იქნა თბილისში გამართულ ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური ასოციაციის შეხვედრაზე. ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეები აქტიურად თანამშრომლობენ სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც საქართველოს ყაზახი ტურისტებისთვის კვლავ მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

გასული წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ყაზახი მოგზაურების რაოდენობამ კავკასიაში 147,000-ს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იანი ზრდაა. ამ ტენდენციის საპასუხოდ, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს.

რომელი ავიაკომპანიები დაფრინავს საქართველოდან ყაზახეთში ?

  • Air Astana – თბილისიდან ალმაატაში, ასტანაში და ატირაუში, ხოლო ბათუმიდან ალმაატაში.
  • SCAT – თბილისიდან აქტაუში, ბათუმიდან კი ასტანაში.

Air Astana პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა4 აპრილი 202511 აპრილი 2025Air Astanaავიაბილეთები 956 -დან
ასტანა6 ივნისი 202510 ივნისი 2025Air Astanaავიაბილეთები 1 005 -დან

air astana georgiaAir Astana-ს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მენეჯერი, კამილა ჟაილაუბაევა, აღნიშნავს: „ყაზახეთიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვის ზრდის გამო, პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ ყოველწლიურად ვზრდით ფრენებს. კერძოდ, ალმათიდან და ასტანიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით. ამასთან, 27 მაისიდან ახალი მარშრუტი გაიხსნება ატირაუდან, სადაც ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება.“

გარდა ტურიზმისა, საქართველო ყაზახი ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ქვეყანაში უკვე 120-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული ყაზახური კაპიტალით. ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. მიმდინარე წლის პირველ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბიზნესის განვითარების პერსპექტივები, ტურიზმის გაძლიერება და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAzimuth -ის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მოსკოვიდან თბილისში ფრენა კვლავ ვერ შესრულდა
შემდეგი სტატიაEdelweiss წესები და პირობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments