საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის შედეგად, ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მოგზაურებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლოს გარეშე.

მალაიზიაში გამგზავრებამდე, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ჩასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა, ვებგვერდზე .

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც საშუალებას იძლევა ქვეყანაში შესვლის, დარჩენის ან ტრანზიტით გავლის, ვიზის გარეშე. რაც შეეხება დღეების რაოდენობას, ყოფნის მაქსიმალური დასაშვები ვადა 30 დღეა.

კუალა-ლუმპურში საქართველოდან პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე გადაჯდომით ააწყოთ რეისები. ერთი გადაჯდომით ფრენას, ყველაზე ბიუჯეტურ ფასად, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი ასრულებს.

თბილისი კუალა-ლუმპური

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მაისი 20269 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 494 -დან
2 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 187 -დან
4 ივნისი 202611 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 283 -დან
6 ივნისი 202627 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 032 -დან
9 ივნისი 202618 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 146 -დან
10 ივნისი 20261 ივლისი 20262 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 652 -დან
13 ივნისი 202622 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 991 -დან
14 ივნისი 202622 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 073 -დან
15 ივნისი 202623 ივნისი 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 2 418 -დან
16 ივნისი 202624 ივნისი 20262 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 144 -დან
17 ივნისი 202625 ივნისი 20262 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 139 -დან
18 ივნისი 202626 ივნისი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 398 -დან
19 ივნისი 202619 ივლისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 281 -დან
26 ივნისი 202619 ივლისი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 468 -დან
27 ივნისი 202619 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 2 348 -დან
3 აგვისტო 202616 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 2 763 -დან
22 აგვისტო 202630 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 886 -დან
6 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 451 -დან
7 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 212 -დან
8 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 461 -დან
10 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 415 -დან
11 მარტი 202719 მარტი 20272 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 228 -დან

 

კუალა-ლუმპური (Kuala Lumpur) მალაიზიის ყველაზე დიდი ქალაქი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, მრავალფეროვანი კულტურითა და დინამიკური ურბანული ცხოვრებით.

კუალა-ლუმპური მდებარეობს მალაიზიის ნახევარკუნძულზე და აქვს ეკვატორული კლიმატი, რაც ნიშნავს, რომ თითქმის მთელი წელი მუდმივად თბილი ამინდებია, საშუალო ტემპერატურა 27-32°C-ის ფარგლებშია.

კუალა-ლუმპურიღირშესანიშნაობები კუალა-ლუმპურში :

  • პეტრონასის ტყუპი ცათამბჯენები – 452 მეტრი სიმაღლის ეს შენობები მალაიზიის სიმბოლოა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენებია.
  • ბატუს მღვიმეები – ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე უნიკალური კარსტული მღვიმეები, სადაც ინდუისტური ტაძრები და წმინდა ადგილებია განთავსებული.
  • მერკასის მოედანი (Merdeka Square) – ისტორიული ადგილი, სადაც მალაიზიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1957 წელს.
  • ბუკიტ-ბინტანგი – კუალა-ლუმპურის მთავარი სავაჭრო და გასართობი უბანი, სავსე მაღალი დონის მაღაზიებით, რესტორნებით და ღამის კლუბებით.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში კარგადაა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, მონორელსი და ავტობუსები, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს მარტივად გადაადგილდნენ.

ქალაქში მრავლადაა სავაჭრო ცენტრები, მათ შორის Pavilion KL, Suria KLCC და Berjaya Times Square, სადაც შეიძლება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქციის შეძენა.

კუალა-ლუმპური წარმოადგენს საინტერესო მიმართულებას როგორც ტურისტებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტორებისთვის, რადგან ის აერთიანებს აღმოსავლურ კულტურას, ინოვაციურ არქიტექტურას და თანამედროვე ცხოვრების სტილს.

გაემგზავრე კუალა-ლუმპურში და მოინახულე ეს შთამბეჭდავი მიმართულება მარტივად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიUzbekistan Airways ბათუმი ტაშკენტის საჰაერო ხაზზე სეზონურ ფრენებს განაახლებს
შემდეგი სტატიაWizz Air-მა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ფასდაკლება გამოაცხადა
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Qatar Airways: დამატებითი რეისები და Starlink ბორტზე
4 months ago

[…] კუალა ლუმპური (Kuala Lumpur): მალაიზიის დედაქალაქის მიმართულებით სიხშირის ზრდა გააუმჯობესებს კავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. […]