6.8 C
Tbilisi
კვირა, დეკემბერი 7, 2025
მთავარიეიფელის კოშკი , პარიზი

ეიფელის კოშკი , პარიზი

39 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

1.5 - 2.5 სთ.
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

იცოდით, რომ ეიფელის კოშკი დაახლოებით 81-სართულიანი შენობის სიმაღლისაა? ეს გრანდიოზული კონსტრუქცია პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა და მსოფლიოში ცნობილი მონუმენტია. იგი მარსის ველის გასწვრივ მდებარეობს, შესაბამისად ეიფელამდე მისვლა ცალკე თავგადასავალია, თუ ამ უმშვენიერეს პარკშიც გაივლით.

ეიფელი მე-19 საუკუნეში აშენდა და სიმბოლურად მიეძღვნა ფრანგული რევოლუციის ასი წლისთავს. “რკინის ქალბატონი”, როგორც ამას ადგილობრივები ეძახიან, სპეციალურად აშენდა მსგავსი არქიტექტურული სტილით, რათა ქარისთვის მარტივად გაეძლო, დიდი სიმაღლიდან გამომდინარე. იგი საფრანგეთის მეორე უმაღლესი შენობაა.

ეიფელის მშენებლობის პროცესში ფრანგული პრესა გადაჭედილი იყო მისი კრიტიკით. დასრულების შემდეგ კი, პარიზი ერთხმად თანხმდებოდა ეიფელის გრანდიოზულობაზე და დღემდე საფრანგეთის სიამაყედ და მსოფლიოს ცნობილ ღირსშესანიშნაობად რჩება.

ეიფელის კოშკი საკმაოდ ახლებური ტექნიკებით, მრავალი პროფესიონალის ჩართულობით შეიქმნა. მისი რევოლუციურობა არქიტექტურული სტილის უბრალოებასა და, შესაბამისად, გენიალურობაში მდგომარეობს. იგი მეტალის გისოსებიანი კოშკია, რომლის სიმაღლიდანაც მთელი პარიზი ხელის გულზე იშლება. ეიფელის კოშკის ტურის შემთხვევაში შეძლებთ მისი სიმაღლიდან გადმოხედვას და აქ განთავსებულ რესტორანშიც შეგიძლიათ ისადილოთ. როგორც ჩანაფიქრშივე იყო დათქმული, მას უნდა გამოეხატა ფრანგული სული და დღემდე ყველაზე პარიზულ, პომპეზურ ნაგებობადაა აღქმული. ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან პარიზში ეიფელის სანახავად ჩამოდიან. კოშკი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა განათებების ბურუსშია გახვეული.

საინტერესო ფაქტები

  • ეიფელის სიმაღლე 330 მეტრია
  • მისი მშენებლობა 1889 წელს დასრულდა
  • ეიფელის კოშკი სიყვარულის სიმბოლოდაა ცნობილი
  • 1665 საფეხურის ავლა დაგჭირდებათ მის უმაღლეს წერტილამდე ასასვლელად
  • ეიფელის კოშკის ზოგი ტური მდინარე სენაზე კრუიზით გასეირნებასაც მოიცავს
  • ეიფელის კოშკში განთავსებულ რესტორანში შეგიძლიათ ვიზიტი
  • ეიფელის კოშკის ბოლოდან პარიზის პანორამული ხედი გადაგეშლებათ
  • ეიფელის ტური შეგიძლიათ მოიწყოთ ყოველდღე, დილის 9:30-დან საღამოს 11 საათამდე
  • თუ რიგების თავიდან აცილება გსურთ, ესტუმრეთ მას კვირის დღეებში, ადრიანად ან საღამოს 5 საათის შემდეგ. უფრო მოგვიანებით, როგორც წესი, ეიფელი სავსეა ტურისტებით
  • საღამოს თუ აპირებთ ვიზიტს, აუცილებლად იქონიეთ თან მოსაცმელი, რადგან ხშირად აქ ქარია

წესები და პირობები

  • ეიფელის ტურზე მოგიწევთ გაიაროთ მეტალსა და დიდ ჩანთებზე შემოწმება
  • ეიფელზე არ არის ნებადართული ბარგით შესვლა
  • ბასრი, მჭრელი საგნების თან ქონა არ შეიძლება
  • შუშის ბოთლების ქონა არ შეიძლება
  • ალკოჰოლური სასმლის შეტანას ვერ შეძლებთ

მდებარეობა

Av. Gustave Eiffel, 75007 Paris

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Palazzo Contarini del Bovolo

კონტარინი დელ ბოვოლოს სასახლე, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Doge's palace venice

დოჟების სასახლე, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Gondola tours venice

გონდოლების ტური, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Murano and Burano islands

მურანოსა და ბურანოს კუნძულები, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
La Fenice teatro venice

La Fenice ოპერის თეატრი, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
St. Mark's Basilica

წმინდა მარკოზის ბაზილიკა, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
port de lumiers

ლუმიერსის პორტი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
hamburg-dungeon

ჰამბურგის დუნჟონი, ჰამბურგი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია