3.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 14, 2026
მთავარიტრიუმფალური თაღი , პარიზი

ტრიუმფალური თაღი , პარიზი

16 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

45 წუთი
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

ტრიუმფალური თაღი პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი შარლ დე გოლის, საფრანგეთის ეროვნული გმირის სახელობის მოედანზე მდებარეობს. ტრიუმფალური თაღი ფრანგული ლიტერატურისა და ფილმების ცენტრალურ კადრად ხშირად გვხვდება. ეს დიდებული კონსტრუქცია ბევრი ხელოვანის ინსპირაციის წყაროა. შენობა 12 გზას აერთიანებს და ქმნის ერთგვარ ვარსკვლავს. მართლაც, იგი პარიზის შუაგული და ბრწყინვალე ძეგლია.

სიმბოლურად, პარიზის ტრიუმფალური თაღი გამოხატავს ფრანგული რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს დაღუპული გმირების სახსოვარ მონუმენტს. თაღის ქვეშ კი პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული უცნობი ჯარისკაცის საფლავია. ერთი სიტყვით, ტრიუმფალური თაღი დიდ ეპოქებს გამოხატავს და ისტორიული წარსულის უკვდავყოფის წყაროა.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ გრანდიოზული თაღის მშენებლობა 30 წელს გრძელდებოდა. შენობა 45 მეტრის სიმაღლისაა. იგი ბრწყინვალე ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილითაა შესრულებული, მასზე გამოსახული სკულპტურები ისტორიულ კადრებს თვალწინ აცოცხლებენ.

ტრიუმფალურ თაღზე ასვლა ლიფტით ან კიბეებით შეგიძლიათ. თუ გსურთ პარიზის მშვენიერი ხედებით დატკბეთ, სადამკვირვებლო აპარატიდან გახედვას აუცილებლად გირჩევდით. განსაკუთრებით, თუ ისტორიის, ხელოვნების, ან უბრალოდ ესთეტიკის მოყვარული ხართ, ტრიუმფალური თაღი ფაქტობრივად დროში გამოგზაურებთ და ისტორიული პროცესების თანამონაწილედ გაგრძნობინებთ თავს.

საინტერესო ფაქტები

  • ტრიუმფალური თაღი 30 წლის განმავლობაში შენდებოდა
  • იგი ითარგმნება, როგორც გამარჯვებების თაღი
  • მონუმენტის მშენებლობა დასრულდა 1836 წელს
  • ტრიუმფალური თაღის ტურისთვის ეწვიეთ მას 10-10:30 ოთხშაბათიდან ორშაბათამდე ან სამშაბათს 11-10:30
  • თაღის ტურისთვის მისვლა შეგიძლიათ სამუშაო საათების დასრულებამდე 45 წუთით ადრე
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად შეგიძლიათ მისვლა ტრიუმფალურ თაღამდე

წესები და პირობები

  • ტრიუმფალური თაღის ტურის დროს დაუშვებელია გქონდეთ: დროშები, ბანერები, სელფის ჯოხი, ბასრი ობიექტები, იარაღი, შუშის ბოთლი
  • თუ მანქანით აპირებთ მისვლას, ტრიუმფალურ თაღამდე წრეზე გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მარჯვნიდან მომავალ მანქანას ენიჭება

მდებარეობა

Pl. Charles de Gaulle, 75008 Paris

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Europe Park Vilnius

ევროპის პარკი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
church heritage museum

ეკლესიის მემკვიდრეობის მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
liubavas manor museum

ლიუბავასის სახლ-მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Vilnius Cathedral

ვილნიუსის კათედრალი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
trakai castle

თრაკაის ციხესიმაგრე, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია