ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან და მისი მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანს სამი სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს. „ჯორჯიან ბასსა“ და „ომნიბუსს ექსპრესთან“ ერთად, მგზავრთა ტრანსპორტირებას ახლა უკვე კომპანია „მეტრო ჯორჯიაც“ განახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და, სხვა ოპერატორების მსგავსად, მგზავრებს თბილისის და ბათუმის აეროპორტებში გადაადგილების სერვისს სთავაზობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა, ლევან ცხადაძემ, განაცხადა, რომ მესამე სატრანსპორტო კომპანიის დამატება მგზავრებისთვის კიდევ უფრო მეტ არჩევანსა და კომფორტს უზრუნველყოფს. Metro Georgia განახორციელებს გადაყვანას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა და აღნიშნული სერვისით სარგებლობა.

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი19 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 136 -დან
ლარნაკა17 დეკემბერი 202515 იანვარი 2026ავიაბილეთები 139 -დან
მილანი18 იანვარი 202621 იანვარი 2026ავიაბილეთები 175 -დან
სტამბოლი18 ნოემბერი 202520 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 180 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026ავიაბილეთები 187 -დან
ათენი24 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 191 -დან
ვენა23 იანვარი 202626 იანვარი 2026ავიაბილეთები 195 -დან
ბუდაპეშტი13 იანვარი 202627 იანვარი 2026ავიაბილეთები 214 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026ავიაბილეთები 216 -დან
კატოვიცა13 დეკემბერი 20256 იანვარი 2026ავიაბილეთები 240 -დან

 

Metro Georgia საერთაშორისო ჰოლდინგ „Metro“-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა სატრანსპორტო სექტორში. კომპანიის ავტოპარკი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის დონეს. კომპანია მუდმივად ისწრაფვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რაც მათ ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერად აქცევს.

ქუთაისის აეროპორტთან „მეტრო ჯორჯიას“ თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცებს მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობებს. ბილეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე: metrogeorgia.ge.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ნებისმიერი მიმართულებით. დაგვირეკე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიairBaltic-ი 2025 წლის ზაფხულში 4,670 ფრენას აუქმებს
შემდეგი სტატიაMETRO Georgia მეტრო ჯორჯია
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments