იაფი ფრენები მალტაში

იაფი ფრენები მალტის მიმართულებით

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ჯუჯა სახელმწიფო მალტა ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. იგი აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს. მალტა დამსვენებლებს ულამაზესი სანაპირო ზოლით, კრიალა ზღვითა და მზიანი ამინდებით ხიბლავს. აქ წელიწადის უმეტეს დროს სითბოა, რაც მალტის კულტურასა და ყოველდღიურობაზეც კარგად აისახება.

იაფი ფრენები მალტაში ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანისთვის კარგი არჩევანი იქნება. გარდა საოცარი სანაპირო ზოლისა, სახელმწიფოს სხვა ღირსებებიც აქვს, მაგალითად: მდიდარი ისტორია, ხშირი კარნავალები და ფესტივალები, დაუვიწყარი გართობის გამოცდილება და სხვა. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ აქ სხვადასხვა აქტივობები შედარებით იაფია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ამიტომ, მალტაზე მოგზაურობა მრავალი მხრივ რეკომენდირებულია – აქ შეძლებთ დაისვენოთ მრავალფეროვნად, კარგად გაერთოთ და თანაც ბიუჯეტიც დაზოგოთ.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა მალტაში?

მალტის მიმართულებით ფრენებს შეიძენთ მხოლოდ გადაჯდომით საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის.

თბილისიდან ყველაზე იაფი ფრენები მალტაში შეგიძლიათ შეიძინოთ 353 ლარიდან ზემოთ. გადაჯდომით ავიარეისებს ასრულებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Turkish Airlines, LOT Polish Airlines, Air Serbia და სხვა. ყველა მათგანი ჩაფრინდება მალტის საერთაშორისო აეროპორტში.

ქუთაისიდან მალტას მიმართულებით Wizz Air -ის Wizz Link-ით აწყობილი რეისებით შეგიძლიათ გამგზავრება. Wizz Link არის ავიაკომპანიის სპეციალური პლატფორმა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ფრენა ერთიან „შედგენილ“ მარშრუტად (Self-Transfer) შეკრან და ბილეთები ერთ სივრცეში შეიძინონ. გაითვალისწინეთ, რომ Wizz Link-ით სარგებლობისას, ტრანზიტულ აეროპორტში ბარგის ხელახლა გატანა და შემდეგ რეისზე რეგისტრაცია თავადვე მოგიწევთ.

ქუთაისიდან მალტამდე ამ ფრენებით მგზავრობა ყველაზე მოხერხებულად ორი ძირითადი მიმართულებით არის შესაძლებელი:

  • ქუთაისი – ბუდაპეშტი – მალტა

  • ქუთაისი – ვარშავა – მალტა

ეს იდეალური შანსია მათთვის, ვისაც სურს ხმელთაშუა ზღვის ამ ულამაზეს კუნძულზე ბიუჯეტურად მოხვდეს და, სურვილის შემთხვევაში, ტრანზიტულ ქალაქებშიც მცირე დრო გაატაროს

რაც შეეხება ბათუმს, მალტის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines შემოგთავაზებთ. ბათუმიდან დაახლოებით 468 ლარიდან ზემოთ შეძლებთ მგზავრობას. თურქეთის ავიახაზებიც მალტის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდება.

დაბლა იხილავთ მალტის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან ავიარეისებს.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
23 August 202624 August 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 792 -დან
24 August 202626 August 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 440 -დან
28 August 20267 September 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 375 -დან
29 August 20265 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 192 -დან
1 September 20266 September 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 389 -დან
5 September 202612 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 155 -დან
6 September 202612 September 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 103 -დან
7 September 202612 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 241 -დან
10 September 202618 September 20263 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 981 -დან
11 September 202619 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 969 -დან
12 September 202618 September 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 164 -დან
14 September 202620 September 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 150 -დან
16 September 202622 September 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 987 -დან
17 September 202630 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 063 -დან
18 September 202624 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 031 -დან
19 September 202623 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 928 -დან
21 September 202628 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 135 -დან
22 September 202629 September 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 016 -დან
23 September 202629 September 20262 StopsAegean Airlinesავიაბილეთები 1 107 -დან
24 September 202630 September 20262 StopsSky Express Greeceავიაბილეთები 889 -დან
28 September 20265 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 023 -დან
7 October 202611 October 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 871 -დან
10 October 202614 October 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 856 -დან
14 October 202622 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 810 -დან
15 October 202621 October 20262 StopsSky Express Greeceავიაბილეთები 836 -დან
16 October 202622 October 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 819 -დან
21 October 202622 October 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 892 -დან
22 October 20265 November 20261 StopLufthansaავიაბილეთები 955 -დან
28 October 202631 October 20261 StopEdelweiss Airავიაბილეთები 928 -დან
30 October 20266 November 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 763 -დან
31 October 20266 November 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 776 -დან
2 November 20269 November 20262 StopsAjetავიაბილეთები 809 -დან
21 January 202727 January 20272 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 837 -დან
3 March 20278 March 20272 StopsAjetავიაბილეთები 759 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
11 September 202620 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 824 -დან
12 September 202620 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 921 -დან
14 September 202620 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 763 -დან
15 September 202621 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 884 -დან
16 September 202622 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 827 -დან
20 September 202628 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 764 -დან
21 September 202628 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 779 -დან
22 September 202628 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 879 -დან
23 September 202629 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 707 -დან
24 September 202630 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 781 -დან
25 September 20261 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 635 -დან
1 October 20266 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 705 -დან
7 October 202614 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 541 -დან
9 October 202614 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 455 -დან
10 October 202614 October 20262 StopsWizz Air Maltaავიაბილეთები 589 -დან
16 October 202621 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 523 -დან
22 October 20263 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 580 -დან
1 July 20275 July 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 909 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
3 September 20269 September 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 336 -დან

აღმოაჩინე მალტა

სად დავრჩეთ მალტაში?

მალტაში დასარჩენი ადგილები თქვენზე მორგებული პირობებით უპრობლემოდ შეგიძლიათ ნახოთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები მალტაში , მაშინ აუცილებლად წინასწარ გადახედეთ შესაძლო ვარიანტებს და ამოარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო.

Vivaldi Hotel

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ. დავიწყოთ იმით, რომ მას 2 აუზი აქვს. აქვე ნახავთ რესტორანსა და ბარსაც. ამასთან, სასტუმრო შემოგთავაზებთ საუზმის იდეალურ მენიუს.

Fitch Hotel

ამ სასტუმროში შეძლებთ სიმშვიდისა და კომფორტის უმაღლესი დონის მიღწევას. მას საკუთარი აუზი და ფიტნეს ცენტრი აქვს. აქვე შეგიძლიათ იპოვოთ ბარიცა და რესტორანიც. სასტუმროს ნომრის ფასში შედის საუზმის მომსახურებაც.

Courtyard by Marriott Sliema

ეს სასტუმრო ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელია. აქ დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარით გაფორმებული ნომრები. სასტუმროშივე ნახავთ ბარსა და რესტორანს. თანაც, ნომრის ფასში შედის საუზმის მრავალფეროვანი მენიუც.

AC Hotel by Marriott St Julian's

ამ სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება. აქვე დაგხვდებათ აუზიცა და ბარიც. სასტუმროს ფასში შედის საუზმის მომსახურებაც. თანაც, სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს.

რა ვნახოთ მალტაში?

მალტა ყველანაირი ტიპის აქტივობას აერთიანებს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ულამაზესი სანაპირო ზოლითაც, ასევე კულტურული და ისტორიული შენობებით. იაფი ფრენები მალტაში მრავალფეროვანი აღმოჩენებისკენ გაგიხსნით გზას.

ვალეტა

ვალეტა მალტის დედაქალაქია. აქ ნახავთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაგებობებს. ქალაქის მთავარი შენობები ჯვაროსნული ორდენის მიერაა აგებული.

Popeye Village Malta

პოპეი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. აქ წყლის ბევრი გასართობი აქტივობით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ფასები კი საკმაოდ მისაღებია. დაახლოებით 2-3 საათი მაინც გათვალეთ პოპეის ვიზიტისას.

წმინდა ანჯელოს პორტი

წმინდა ანჯელოს პორტი შუასაუკუნეების დროს აშენებულია. აქ ნახავთ პორტის მთავარ ციხესიმაგრეს. თუ ზღვა და საზღვაო კონსტრუქციები მოგწონთ და სიამოვნებით დაათვალიერებდით, აუცილებლად გირჩევდით, აქ გაისეირნოთ.

წითელი ციხესიმაგრე

წითელი ციხესიმაგრე ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ სტილშია შესრულებული. თუ დასვენებისას გიყვართ ისტორიული შენობების თვალიერება, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ამ შენობას და იმოგზაურეთ დროში მალტის ტურისტებთან ერთად.

რა ვჭამოთ მალტაში?

მალტა არც კულინარიის მოყვარულებს დაგტოვებთ გულგრილებს. შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ კუნძულის მენიუს და შეემზადოთ მომავალი მოგზაურობისთვის.

Ftira / Hobz Biz-Zejt (Open Sandwich)

ეს სენდვიჩი მალტის საფირმო კერძია. ადგილობრივი თევზისა და გამომცხვარი პურისაგან დამზადებული ეს უგემრიელესი სენდვიჩი ნებისმიერ ბარსა და რესტორანში შეგიძლიათ ნახოთ.

Torta tal-Lampuki (Lampuki Pie)

ზღვის პროდუქტების კერძებში მალტა ნამდვილი ლიდერია. ეს გამომცხვარი კერძი თევზის შიგთავსისაგან შედგება. მისი ორიგინალური და გამორჩეული გემო ნამდვილად დიდხანს გაგყვებათ.

Ftira Għawdxija – Gozitan Pizza

მრავალფეროვანი ინგრედიენტებისაგან დამზადებული ეს კერძი ყველა ტურისტს მოხიბლავს. მალტური პიცა ცომეულის უნახავს გაგხდით. პიცას ასევე უამრავ ადგილას ნახავთ და შეუკვეთავთ.

Bigilla (Maltese Bean Paste)

მალტური ლობიოს პასტა კუნძულის გამორჩეული კერძია. იგი სხვადასხვა გარნირთან ერთად სერვირდება. მისი გემო დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს.

ინფორმაცია მალტის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
MLA
ენა
მალტური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
45-50 ევრო

ხშირად დასმული კითხვები მალტაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები მალტაში ან მომავალში ფიქრობთ, რომ ეწვიოთ ამ ულამაზეს კუნძულს, გირჩევთ თვალი გადაავლოთ შემდეგ სექციას. აქ ამოიკითხავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს, რაც მოგზაურობის დაგეგმვის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა კუნძულზე სამოგზაუროდ. ამ დროს იდეალური ტემპერატურაა, თანაც ზაფხულის პიკის სეზონსაც აარიდებთ თავს.

მალტა ყველაზე მეტად პოპულარული მისი საოცარი სანაპირო ზოლის დამსახურებითაა. ქვეყნის მზიანი ამინდები კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ამ კუნძულზე დასვენებას.

მალტას მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

უნგრული ავიაკომპანია ვიზიარი საქართველოდან მალტამდე ყველაზე იაფ ფრენებს ახორციელებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

არატურისტული სეზონები კარგი დროა იმისთვის, რომ იაფად იმოგზაუროთ. ამ დროს, როგორც წესი, ფასები იკლებს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე.

4-7 დღე იდეალურია მალტაზე გასატარებლად.

MLA – მალტის საერთაშორისო აეროპორტი მალტასთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. ასევე, უმჯობესია, თუ გაითვალისწინებთ, რომ დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებზე ფრენების ფასი იმატებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.