2025 წლის აპრილიდან, Wizz Air -ი ფრენებს მადრიდის (ესპანეთი) და ჰამბურგის (გერმანია) მიმართულებით განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავიაბილეთების შეძენა 39.99 ევროდან იქნება შესაძლებელი, ვიზეარის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. აღდგენილი რეისები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტი -დან ასევე ზრდის რეისების სიხშირეს უკვე არსებული ოთხი პოპულარული მიმართულებით, მათ შორის პრაღაში, ლარნაკაში, ათენსა და სალონიკში.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი22 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 277 -დან
ბარსელონა16 მაისი 202526 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 632 -დან
ბერლინი30 აპრილი 20257 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 540 -დან
ბრიუსელი29 მაისი 20258 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 414 -დან
ბუდაპეშტი20 აპრილი 202524 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 363 -დან
დორტმუნდი24 მაისი 202527 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 503 -დან

 

Wizz Air kutaisi , როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის წამყვანი მოთამაშე, განაგრძობს ევროპასთან ძლიერ კავშირს და მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ მოგზაურობას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, ვიზიარმა საქართველოს მიმართულებით 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რითაც ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ქუთაისში კომპანიის ბაზა გაიხსნა, შექმნილია 4500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ტურიზმის სექტორში, ხოლო ამჟამად ქუთაისის აეროპორტში 170-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. Wizz Air-ი აგრძელებს მდგრადი განვითარების სტრატეგიას და ოპერირებს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტით, რაც მის მაღალ სტანდარტებსა და სანდოობას უსვამს ხაზს. დღესდღეობით, ავიაკომპანია საქართველოს 15 ქვეყნის 25 დაბალბიუჯეტურ მიმართულებასთან აკავშირებს.

დაგეგმე ბიუჯეტური მოგზაურობა Wizz Air -თან ერთად! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაპრილიდან Wizz Air-ი მადრიდსა და ჰამბურგში პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს
შემდეგი სტატიაფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France თბილისსა და პარიზს შორის იწყებს ფრენებს
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments