საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე, 2024 წლის ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებს აჯამებს. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველომ ტურისტების რეკორდული რაოდენობა მიიღო.

„2024 წლის ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა და საქართველომ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. გასულ წელს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის სტუმარი ეწვია, საერთო ჯამში 5.1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ჩვენი ტურისტული ტოპ მიმართულებები მოიცავდა: ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და ისრაელი.

2025 წლისთვის ჩვენი გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია. ვიწყებთ საერთაშორისო ტურისტული გამოფენების სეზონს, სადაც საქართველო წარდგება კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს ევროპის სამიზნე ქვეყნებში,“ – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა26 თებერვალი 20252 მარტი 2025ავიაბილეთები 147 -დან
სალონიკი22 იანვარი 202527 იანვარი 2025ავიაბილეთები 153 -დან
ფრანკფურტი21 თებერვალი 202524 თებერვალი 2025ავიაბილეთები 219 -დან
კოპენჰაგენი5 აპრილი 20258 აპრილი 2025ავიაბილეთები 225 -დან
ათენი31 მარტი 20256 აპრილი 2025ავიაბილეთები 230 -დან
ბუდაპეშტი26 იანვარი 202530 იანვარი 2025ავიაბილეთები 241 -დან

 

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. 2019 წელთან შედარებით კი ზრდამ 0.2% შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტების რაოდენობამ 78.7%-იანი აღდგენა აჩვენა.

დაგეგმეთ მოგზაურობა Avia.ge-სთან ერთად და შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზრის მიღწევები და ლიდერი ავიაკომპანიები 2024 წელს
შემდეგი სტატიააპრილიდან Wizz Air-ი მადრიდსა და ჰამბურგში პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments