უახლოეს მომავალში ტრადიციული ქაღალდის პასპორტები აეროპორტებში შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან მათ ბიომეტრიული სახის ამოცნობის ტექნოლოგიები და სმარტფონები ჩაანაცვლებს. ეს მიდგომა თანდათან მსოფლიო აეროპორტებში იდენტურობის გადამოწმების ახალ სტანდარტად იქცევა.

ამ ინოვაციური სისტემების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს ფინეთის , კანადის, ნიდერლანდების , არაბთა გაერთიანებულ საამიროების, დიდი ბრიტანეთის, იტალიის , აშშ-ისა და ინდოეთის ეროპოტრებში. მაგალითად, სინგაპურში უკვე შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა ფიზიკური პასპორტის გარეშე, რაც ტურისტებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი24 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 496 -დან
ალმაატა23 იანვარი 202630 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 959 -დან
ამსტერდამი24 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 549 -დან
ანკარა1 ნოემბერი 20255 ნოემბერი 2025AJetავიაბილეთები 298 -დან
ათენი23 ნოემბერი 202529 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 367 -დან
აბუ დაბი22 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 707 -დან
ანტალია2 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 386 -დან
ბაჰრეინის კუნძული18 სექტემბერი 202525 სექტემბერი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 644 -დან
ბაქო18 მარტი 202618 მარტი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 469 -დან
ბელგრადი16 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025Air Serbiaავიაბილეთები 822 -დან

 

მოგზაურობა პასპორტის გარეშე

ამ ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს ICAO-ს მიერ შემუშავებული Digital Travel Credential (DTC) კონცეფცია. DTC-ი მოიცავს ვირტუალურ და ფიზიკურ კომპონენტებს, რომლებიც სმარტფონში ინახება და კრიპტოგრაფიული სერტიფიკატით არის დაცული. ფინეთში საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ პირადობის დადასტურება რვა წამს საჭიროებს, რაც აეროპორტში პროცედურებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

თუმცა, ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მთავარი საკითხებია მონაცემთა კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და სისტემის სანდოობა. სპეციალისტები შეშფოთებას გამოხატავენ მონაცემთა გაჟონვისა და ტექნოლოგიის გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ასევე, რჩება რისკი, რომ სისტემა ხარვეზების ან თაღლითური მოქმედებების გამო მოქალაქეებს სერვისზე წვდომას შეუზღუდავს. დამატებით, მონაცემთა მართვა და კონტროლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა მინიმალური მონაცემების მიწოდების შეზღუდვა, თუმცა ეს მაღალი სტანდარტი მნიშვნელოვანი ძალისხმევას მოითხოვს.

ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვანაირ შეფასებებს იწვევს. მაგალითად, ინდოეთში სახის ამოცნობის სისტემას Digi Yatra 24 აეროპორტში იყენებენ, მაგრამ ის კრიტიკის ობიექტი გახდა მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

შესაძლებელია თუ არა, რომ ციფრულმა სისტემებმა სრულად ჩაანაცვლოს პასპორტები, ამ ეტაპზე ღიად რჩება. ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა საჭიროებს სამართლებრივი, ტექნიკური და ეთიკური გამოწვევების გადაწყვეტას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air -ის ყველაზე იაფი მიმართულებები ქუთაისიდან
შემდეგი სტატიაგაეცანით ჩვენს სამუშაო საათებს ახალი წლის პერიოდში:
3 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments