ყოველწლიურად შვედეთს სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა საკმაოდ მცირე მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ამ მხარის სტუმრებს მუდამ მარტივად შეუძლიათ ულამაზესი ქალაქებისა და მისტიურად გამორჩეული ბუნების დათვალიერება. განსაკუთრებულ ყურადღებას რათქმაუნდა დედაქალაქი იქცევს, რომელიც რეალურად 14 კუნძულზეა გადაშლილი.
ბალტიის ზღვის სანაპიროებზე დასვენების მსურველებისთვის ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით მართლაც საუკეთესო საჩუქარია. ძველებური ქვებით მოპირკეთებულ ქუჩებში სეირნობა და ულამაზესი ფერებით შეღებილი შენობების დათვალიერება მართლაც საუკეთესო საზამთრო განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს. ქალაქის ძველი უბანი 13–ე საუკუნის უნიკალურ ღირსშესანიშნაობებს იტევს, ხოლო უფრო შთამბეჭდავი სანახაობა სამეფო სასახლის დათვალიერებისას შეგიძლიათ იხილოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტოკჰოლმი 14 კუნძულზეა გაშლილი, რის გამოც ეს ლოკაცია არქიტექტურის მოყვარულების სამოთხედ ითვლება. ულამაზეს შენობებთან ერთად, შვედეთის დედაქალაქში 50–ზე მეტი ულამაზესი ხიდის მონახულება შეგიძლიათ. ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით ასევე ყველაზე რომანტიული არდადეგების მოწყობის მსურველებმაც უნდა შეიძინონ. ამ ქალაქში ტურისტებისთვის უამრავი ატრაქციონია მოწყობილი, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ ზემოთხსენებულ ხიდებს შორის გამავალი გემების ტურებია. ასეთი კომფორტული გზით თქვენ მარტივად დაათვალიერებთ უამრავ თვალწარმტაც ადგილს და საყიდლებზე წასვლისთვის დროც დაგრჩებათ.
საქართველოს დედაქალაქიდან შვედეთის მიმართულებით წასვლის მსურველებს ამჯერად საუკეთესო აქციებს ეგეოსის ავიახაზების წარმომადგენლები სთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიის ეგიდით ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით 550–დან 850 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ვარიანტი საერთო ჯამში დაახლოებით 9 საათიან ფრენას ითვალისწინებს და რეისის შუაში ათენის აეროპორტში გადაჯდომა მოგიწევთ. უკანა გზაზე კი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ შეჩერება.
თბილისი სტოქჰოლმი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
25 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 793 -დან | |
3 იანვარი 2025 | 9 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 170 -დან | |
12 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 663 -დან | |
24 მარტი 2025 | 31 მარტი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 651 -დან | |
24 აპრილი 2025 | 4 მაისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 675 -დან | |
20 ივნისი 2025 | 6 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 469 -დან | |
21 ივლისი 2025 | 27 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 845 -დან | |
15 აგვისტო 2025 | 20 აგვისტო 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 518 -დან |
ასევე,აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კარგი მარშუტების აწყობაა შესაძლებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზიარის დახმარებით. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ქუთაისი – ბუდაპეშტი-სტოქჰოლმის მარშუტს ირჩევენ და ფასებიც ბევრად დაბალია. აპრილიდან კი საუკეთესო ვარიანტი იქნება ქუთაისი – გდანსკი -სტოქჰოლმი, ამ გზით თქვენ შეძლებთ ყველაზე სწრაფად და იაფად მოხვდეთ სტოქჰოლმში.
ქუთაისი სტოქჰოლმი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
14 დეკემბერი 2024 | 4 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 359 -დან | |
29 იანვარი 2025 | 1 თებერვალი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 540 -დან | |
18 მარტი 2025 | 22 მარტი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 846 -დან | |
22 ივლისი 2025 | 27 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 860 -დან |
მოცემული ფასები შესაძლოა მარტივად შეიცვალოს, თუკი გაფრენისთვის საჭირო მზადებას თვენახევრით ადრე დაიწყებთ. ასეთ დროს Avia.ge–ს საძიებო სისტემა მარტივად შემოგთავაზებთ ყველაზე მოხერხებული აქციების კატალოგს. მისი დახმარებით შეძლებთ უსწრაფესად და თანაც სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ საუკეთესო თარიღები და ავიაკომპანიები თქვენი სასურველი მიმართულებით გასაფრენად.