Wizz Air -მა 2024 წლის აგვისტოში წარდგენილი “All You Can Flyსერვისის გაფართოება გადაწყვიტა, რათა ის მეტი მგზავრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება და 15 000 ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი შეძენის.

შეგახსენებთ, რომ ვიზეარის 2024 წლის აგვისტოში წარადგინა ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წლიურად 499 ევროს გადასახადის სანაცვლოდ, შეუზღუდავი რაოდენობის ფრენები განახორციელონ. შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ფრენაზე დამატებით 9.99 ევროა გადასახდელი, ხოლო დამატებით ბარგის გადატანა კი ფასიანია. ფრენების დაჯავშნა შესაძლებელია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, რაც პროგრამას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სპონტანური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი24 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 196 -დან
ბარსელონა28 ნოემბერი 20255 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 446 -დან
ბერლინი1 იანვარი 20268 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 290 -დან
ბუდაპეშტი18 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 228 -დან
მემინგენი27 დეკემბერი 20253 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 469 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
ჰამბურგი18 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 263 -დან
კატოვიცა13 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 248 -დან
ლარნაკა9 ნოემბერი 202516 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 144 -დან

 

პროგრამის დაწყებისთანავე, Wizz Air-მა 10,000 აბონემენტი გაყიდა, რაც მომხმარებელთა დიდ ინტერესზე მიუთითებს. თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, აღნიშნული პროგრამა “მარკეტინგულ ხრიკად” შეაფასა, რადგან მისი აზრით, 72 საათით ადრე დაჯავშნის შესაძლებლობა შეზღუდავს ადგილების ხელმისაწვდომობას. Wizz Air-ის წარმომადგენლებმა ეს კრიტიკა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათი საშუალო დატვირთულობა 90-95%-ს შეადგენს, რაც საკმარის ადგილებს ტოვებს აბონემენტების მფლობელებისთვის.

მიუხედავად კრიტიკისა, Wizz Air-ის “All You Can Fly” პროგრამა ინოვაციურ ნაბიჯად ითვლება ავიაციის ინდუსტრიაში, რაც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის.

დაჯავშენე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე დაგვიკავშირდი ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ის მილანის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის აეროპორტში დაბრუნდა
შემდეგი სტატიაSKY express -მა თბილისი ათენის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments