იაფი ავიაბილეთები რიგის მიმართულებით
ლატვიის დედაქალაქი რიგა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. იგი ცნობილია კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით. თუ გსურთ იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი ნაგებობების თქვენი თვალით ნახვა, მაშინ გირჩევდით შეიძინოთ ქუთაისი რიგა ავიაბილეთები . რიგა საშუალებას მოგცემთ მეოცე საუკუნის ისტორიულ მოვლენებს უკეთ გაეცნოთ. ქალაქი შუასაუკუნეების არქიტექტურული შედევრების ცოცხლად ნახვასაც გპირდებათ.
გარდა სიმბოლური ღირებულებებისა, რიგას მოსახლეობა ყოველ სეზონზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს აორგანიზებს. მათში მონაწილეობის მიღება ტურისტებს ყოველთვის შეუძლიათ. რიგაში ვიზიტი საუკეთესო არჩევანი იქნება როგორც აქტიური მოგზაურობის მოყვარულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც დასვენება სურს. ქალაქი იდეალურ დუალობას შემოგთავაზებთ – ერთი მხრივ აქ დაგხვდებათ მოდერნისტული არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სწრაფი რიტმი, მეორე მხრივ კი მყუდრო უბნები და მშვიდი ბუნება. არც კულინარიის მოყვარულები დარჩებით უკმაყოფილო რიგაში მოგზაურობისას. აქ შეგიძლიათ ქალაქის უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ, იქნება ეს ტკბილი პურის “სუფი” თუ სხვადასხვა მთავარი კერძი.