Edelweiss Air არის შვეიცარიული ავიაკომპანია, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ტურისთული მიმართულებებით, რაც მას მოთხოვნად კომპანიად აქცევს როგორც დამსვენებლებში, ასევე ბიზნეს-კლიენტებში. კომპანია დაფუძნებულია ციურიხში და წარმოდგენილია Lufthansa Group-ის წევრი ავიაკომპანიების ჩამონათვალში, რაც მის სანდოობასა და ხარისხს კიდევ უფრო ამყარებს.

edelweiss georgiaEdelweiss Air დაარსდა 1995 წელს და თავდაპირველად მცირე, რეგიონალურ ავიაკომპანიას წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანი შვეიცარიის ტურისტული ბაზრის მომსახურება იყო. ავიაკომპანიის სახელი შვეიცარიის ეროვნული ყვავილის, Edelweiss-ისგან მომდინარეობს, რომელიც სიმტკიცისა და სილამაზის სიმბოლოა. ეს სახელწოდება ძალიან კარგად მოერგო ბრენდს, რადგან Edelweiss Air -მა შეძლო წარმოედგინა როგორც საიმედო და ესთეტიკურად მიმზიდველი ავიაკომპანია, რომელიც მომხმარებელს კომფორტსა და სასიამოვნო ფრენას სთავაზობს.

კომპანიის დაარსების მომენტიდან, Edelweiss Air-მა აირჩია ნიშური პოზიციონირება და გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული ტურისტულ ბაზარზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი ძირითადი ფრენები ისეთ მიმართულებებზე იყო გათვლილი, სადაც ტურისტები ხშირად მოგზაურობენ. 2008 წელს, Edelweiss Air შეუერთდა Lufthansa Group-ს და უფრო მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა SWISS International Airlines-თან, რამაც კომპანიას მისცა საშუალება გაეფართოვებინა თავისი მიმართულებების სპექტრი და გაეუმჯობესებინა სერვისები.

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Edelweiss Air ?

Edelweiss Air-ის მიმართულებები მოიცავს 90-ზე მეტ ტურისტულ ლოკაციას მსოფლიოს გარშემო. ძირითადი მიმართულებები მოიცავს ევროპის ქვეყნებს, ჩრდილოეთ ამერიკას, კარიბის ზღვას, აფრიკას, აზიას და შუა აღმოსავლეთს. მიმართულებების სიის გაფართოება უზრუნველყოფს, რომ Edelweiss Air-მა იპოვოს თავისი ადგილი გლობალურ ტურისტულ ბაზარზე და დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები მრავალფეროვანი მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს ცნობილი გახდა ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე .

საქართველო Edelweiss -ის მიერ გამოყოფილ მიმართულებებში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, ხოლო სხვა ევროპული ქვეყნებიდან კი გამარტივებული ავიამიმოსვლა. პირდაპირი რეგულარული ფრენები 2025 წლის აპრილიდან, თბილისი ციურიხი ციურიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე დაიწყება.

თბილისის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახდა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიით, ბუნებითა და კულტურით არიან დაინტერესებულნი.

თბილისი ციურიხი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 აპრილი 20266 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 300 -დან
2 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 847 -დან
3 მაისი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 031 -დან
4 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 276 -დან
5 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 848 -დან
7 მაისი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 890 -დან
9 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 317 -დან
11 მაისი 202615 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 817 -დან
12 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 714 -დან
13 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 850 -დან
14 მაისი 202622 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 791 -დან
15 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 667 -დან
21 მაისი 202621 მაისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 918 -დან
28 მაისი 20262 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 674 -დან
29 მაისი 20263 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 701 -დან
31 მაისი 20263 ივნისი 20262 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 962 -დან
1 ივნისი 20263 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 790 -დან
2 ივნისი 20265 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 738 -დან
16 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 907 -დან
18 ივნისი 202623 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 736 -დან
20 ივნისი 202625 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 770 -დან
22 ივნისი 202628 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 731 -დან
23 ივნისი 20267 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 847 -დან
25 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 970 -დან
26 ივნისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 138 -დან
1 ივლისი 202616 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 175 -დან
4 ივლისი 202611 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 242 -დან
10 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 023 -დან
16 ივლისი 202624 ივლისი 20261 ᲒაჩერებაHelvetic Airwaysავიაბილეთები 876 -დან
18 ივლისი 202618 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 280 -დან
31 ივლისი 20263 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 142 -დან
1 აგვისტო 202622 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 244 -დან
2 აგვისტო 202617 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 135 -დან
8 აგვისტო 202630 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 1 260 -დან
10 აგვისტო 202615 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 186 -დან
18 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 074 -დან
19 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 048 -დან
20 აგვისტო 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 026 -დან
26 აგვისტო 20265 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 972 -დან
28 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 075 -დან
29 აგვისტო 202619 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 054 -დან
23 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 842 -დან
30 სექტემბერი 202630 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 894 -დან
5 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 005 -დან

 

დღეს Edelweiss Air -ს საკმაოდ მრავალფეროვანი და თანამედროვე ავიაპარკი აქვს, რაც უზრუნველყოფს მისი ფრენების საიმედოობასა და კომფორტს. კომპანიის ავიაპარკში შედის Airbus A320 და A340 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია მოკლე, საშუალო და გრძელ დისტანციებზე ფრენებისთვის. თითოეული თვითმფრინავი აღჭურვილია კომფორტული სავარძლებით და მაღალი ხარისხის ავიატექნოლოგიებით, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილებa მაქსიმალურად კარგი იყოს.

სერვისები და კომფორტი

edelweiss airEdelweiss განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის კომფორტს და სერვისების ხარისხს. კომპანიის თითოეულ თვითმფრინავში არსებობს რამდენიმე კლასის სავარძლები, მათ შორის არის ეკონომ კლასის კომფორტული ვარიანტი, რომელიც უფრო მეტი ადგილისა და კომფორტს უზრუნველყოფს სტანდარტულ ეკონომ კლასთან შედარებით. ბიზნეს კლასის მგზავრებს კი აქვთ უფრო მეტი სივრცე, მაღალი ხარისხის კვების სერვისი და დამატებითი კომფორტის ელემენტები, როგორიცაა დასაწოლი სავარძლები.

მგზავრებს აქვთ საშუალება ისარგებლონ გემრიელი კერძებით, რომლებიც შვეიცარიულ კულინარიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. ბორტზე არსებული გასართობი სისტემაც გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, გაატარონ დრო კომფორტულად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვას და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის აღებას. Edelweiss Air ახორციელებს „მწვანე“ ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს საწვავის ეკონომიურ გამოყენებას, ნარჩენების შემცირებას და ახალი, უფრო ეფექტური თვითმფრინავების დამატებას.

Edelweiss Air -ს აქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს ბაზრის გაფართოებას და უფრო მეტი მომხმარებლის მიზიდვას. ავიაკომპანია განაგრძობს თავისი მიმართულებების გაფართოებას. ედელვაის მუდმივად სწავლობს ახალ მიმართულებებს, ბაზრის მოთხოვნილებებს და ცდილობს, გააუმჯობესოს ფრენების სიხშირე პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, მათ შორის საქართველოშიც.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

ხელბარგი:

  • ეკონომკლასის მგზავრებს უფლება აქვთ წამოიღონ 1 ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს. ზომები კი არ უნდა იყოს 55 x 40 x 23 სმ-ზე მეტი.
  • ბიზნესკლასის მგზავრებს ნებადართული აქვთ 2 ერთეული ხელბარგი, თითოეული მაქსიმუმ 8 კგ-მდე, იგივე ზომებით.

ჩსაბარებელი ბარგი:

  • ეკონომკლასში : 1 ერთეული 23 კგ-მდე ბარგი.
  • ეკონომპრემიუმ კლასში: 2 ერთეული ბარგი, თითო 23 კგ-მდე.
  • ბიზნესკლასში: 2 ერთეული ბარგი, თითო 32 კგ-მდე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ: 

Edelweiss Air მგზავრებს რეგისტრაციისთვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, რათა მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.

ონლაინ რეგისტრაცია

ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ფრენის გამგზავრებამდე 23 საათით ადრე. რეგისტრაცია იხურება ფრენის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

აეროპორტის რეგისტრაცია

რეგისტრაცია, როგორც წესი, გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე იწყება და იხურება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.

კიოსკის რეგისტრაცია

ზოგიერთ აეროპორტში Edelweiss Air მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ თვითმომსახურების კიოსკით, სადაც რეგისტრაციის სწრაფად გავლა და ბილეთის ამობეჭდვაა შესაძლებელი.

შეიძინე Edelweiss Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ციურიხში პირდაპირი ფრენები იწყება
შემდეგი სტატიაArmenian Airlines საახალწლო პერიოდში ერევანსა და ბათუმს შორის გეგმავს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნიკა
1 year ago

კარგი ავიაკოპანია

თბილისის აეროპორტში ოპერირება Edelweiss-მა და Transavia France-მა დაიწყო
8 months ago

[…] ავიაკომპანია Edelweiss -მა და ფრანგულმა დაბალბიუჯეტურმა […]

საქართველოში ოპერირებას British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France იწყებენ
29 days ago

[…] საქართველოს მიმართულებით British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France […]