აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines ( AZAL ) ბათუმი ბაქო ბაქო ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე ფრენების პროგრამას გაახანგრძლივებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, AZAL აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირებას 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გააგრძელებს. რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას განხორციელდება.

აზალში აღნიშნავენ, რომ ბათუმის მიმართულებით ფრენების გაგრძელება მგზავრებს საშუალებას მისცემს, ზამთრის მოგზაურობები საქართველოში კომფორტულად დაგეგმონ და პოპულარულ კურორტზე მარტივად დაისვენონ. აღნიშნული სიახლე ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მოგზაურებისთვის, ვინც აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს.

ასევე, ცნობილია, რომ AZAL georgia -მ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართულებით კომპანიის ფრენებს Buta Airways -ის ბრენდითაც ახორციელებენ.

ბათუმი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ივნისი 202529 ივნისი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 694 -დან
1 ივლისი 20254 ივლისი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 521 -დან
27 აგვისტო 202530 აგვისტო 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 519 -დან
10 სექტემბერი 202513 სექტემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 480 -დან

 

ბაქოს ვიზიტი საინტერესოა მისი უნიკალური კომბინაციის გამო, სადაც ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და ისტორიული კულტურა. ქალაქი განთქმულია თავისი ფუტურისტული არქიტექტურით, როგორიცაა Flame Towers და ცნობილი Heydar Aliyev Center, ასევე უძველესი ძეგლებით, მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი ქალაქი – Icherisheher.

ბაქო ასევე გთავაზობთ დახვეწილ გასტრონომიას, კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ მშვიდ სასეირნო ბულვარებსა და მრავალფეროვან მუზეუმებს. მდიდარი ისტორია, აღმოსავლური სტუმართმოყვარეობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქალაქს იდეალურ ტურისტულ მიმართულებად აქცევს, რომელიც იდეალური როგორც კულტურული, ისე კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის.

დაჯავშნე AZAL -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისად გაემგზავრები ყველაზე იაფად Wizz Air -ით?
შემდეგი სტატიაავიაკომპანია AirBaltic 16 ახალ მიმართულებას დაამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments