ერევანი ვენა -ს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა, ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური გზაა ავსტრიის დედაქალაქში გასამგზავრებლად. ამ სტატიაში გაიგებ, როგორ მოხვდე ვენაში ყველაზე იაფად.
ვენა არის ავსტრიის დედაქალაქი და ქავეყნის უდიდესი ქალაქი, რომელიც ცნობილი მისი მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ქალაქი გამოირჩევა ბაროკული არქიტექტურით, მუსიკალური ტრადიციებით და ხელოვნების მუზეუმებით. ვენა ასევე წარმოადგენდა მნიშვნელოვან ცენტრს ევროპული კლასიკური მუსიკისთვის, სადაც მოღვაწეობდნენ ისეთი ლეგენდარული კომპოზიტორები, როგორიცაა მოცარტი, ბეთჰოვენი და შუბერტი. ქალაქი აღიარებულია ცხოვრების მაღალი ხარისხით და მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.
როგორ მოხვდე ერევანის აეროპორტში ყველაზე მარტივად?
ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი, ერევნის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარებს. აეროპორტი უზრუნველყოფს მგზავრთა ეფექტურ და მრავალფეროვან მომსახურებას. აქ შეძლებთ უბაჟო შოპინგს და შეხვდებით რესტორნებსა და კომფორტულ ლაუნჯებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისსა და ერევანს შორის საკმაოდ კარგი სატრანსპორტო კავშირია და ამ ორ ქალაქს შორის გადაადგილების რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, ქალაქს შორის მანძილი, მხოლო 273 კილომეტრია და სახმელეთო მგზავრობისთვის სულ რაღაც 5 საათია საჭირო დანიშნულების აგილზე მოსახვედრად.
თბილისიდან ერევანში შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე სამარშუტო ტაქსით გაემგზავრო. მიკრო ავტობუსები თბილისის სხვადასხვა უბნიდან გადიან. ერთ-ერთი მათი გაჩერების ადგილი დიდუბის ავტოსადგურია. ასევე შესაძლებელია მატარებლით გამგზავრებაც.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ერევანი ვენა -ს მიმართულებით?
ერევნიდან ვენაში პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, ევროპის ერთ-ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარი ასრულებს. რეისები ერევანი ვენა ვენა ერევანი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით ხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 4 საათია.
ერევანი ვენა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
21 ნოემბერი 2024 | 27 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 226 -დან | |
11 დეკემბერი 2024 | 11 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 226 -დან | |
13 იანვარი 2025 | 18 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 216 -დან |
რა უნდა მოინახულო ვენაში ?
ავსტრიის დედაქალაქი მსოფიოს ყველაზე სიცოცხლისუნარიან და კომფორტულ ქალაქად არაერთხელ დასახელდა. ვენამ ეს ტიტული სტაბილურობით, კარგი ინფრანსტრუქტურითა და კარგი ჯანდაცვის სისტემით დაიმსახურა. თუმცა, ამასთან ერთად, ქალაქი საოცრად შთამბეჭდავი და საინტერესოა. ვენაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ეწვიო რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც დაგეხმარება კარგად შეიგრძნო ქალაქის ისტორია და კულტურა.
- შონბრუნის სასახლე (Schloss Schönbrunn) – ავსტრიის იმპერატორთა ყოფილი რეზიდენცია. ცნობილია თავისი ულამაზესი ბაღებითა და ბაროკოს სტილის არქიტექტურით.
- ჰოფბურგის სასახლე (Hofburg Palace) – ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და ისტორიული ციხესიმაგრე, სადაც ასევე მდებარეობს საიმპერატორო განძეულის მუზეუმი.
- შტეფანეს ტაძარი (Stephansdom) – ვენის სიმბოლო და გოთიკური არქიტექტურის შედევრი, სადაც შეგიძლია მოინახულო კათედრალის შიდა სივრცე და დატკბე მისი კოშკიდან ქალაქის შთამბეჭდავი პანორამული ხედებით.
- ბელვედერის სასახლე (Belvedere Palace) – ბაროკული არქიტექტურის საოცრება, რომელიც დღეს სახვითი ხელოვნების მუზეუმს მასპინძლობს და სადაც განთავსებულია გუსტავ კლიმტის ცნობილი შედევრი „კოცნა“.
- ვენის ოპერის თეატრი (Wiener Staatsoper) – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის თეატრი, რომელიც ვენის მუსიკალური ტრადიციების სიმბოლოა.
- პრატერი (Prater) – დიდი პარკი, სადაც მდებარეობს ცნობილი გიგანტური ეშმაკის ბორბალი, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება ქალაქზე.
- ალბერტინა (Albertina) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების მუზეუმი, სადაც განთავსებულია გრაფიკისა და ნახატების უზარმაზარი კოლექცია, მათ შორის, მექანიკური ხელოვნების შედევრები.
- კარლსკირხე (Karlskirche) – ბაროკული სტილის ულამაზესი ტაძარი, რომელიც ცნობილია თავისი გუმბათითა და მდიდრული ინტერიერით.
- ნასხმარკტი (Naschmarkt) – ვენის ყველაზე დიდი და ცნობილი ბაზარი, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო ადგილობრივი და საერთაშორისო პროდუქტები და დრო მიმდებარე კაფეებში გაატარო.
- მუზეუმების კვარტალი (MuseumsQuartier) – თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეებს, მათ შორის ლეოპოლდის მუზეუმს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (MUMOK).
როდისაა საუკეთესო დრო ვენაში სამოგზაუროდ?
ვენაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი აპრილიდან მაისამდე ან სექტემბრიდან ოქტომბრამდეა. ამ დროს ამინდი ზომიერად თბილი და სასიამოვნოა, ამასთან ტურისტების რაოდენობა ნაკლები, რაც ქალაქის უფრო კომფორტულად მონახულების საშუალებას იძლევა. გაზაფხულზე ქალაქის პარკები და ბაღები ყვავილებით ივსება, ხოლო შემოდგომაზე ფოთოლთა ფერები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
დეკემბერი ასევე პოპულარული პერიოდია ვენაში ვიზიტისთვის, რადგან ქალაქი საშობაო ბაზრობები და ფესტივალები იმართება.
ავიაბილეთები ერევანი ვენა -ს მიმართულებით AVIA.GE -ის საძიებო სისტემაში შეგიძლიათ მოიძიოთ და მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. უფრო მეტი კომფორტისთვის და თქვენს მოთხოვნილებებზე მორგებული შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.
იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907