საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად კი, 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი2 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 637 -დან
ათენი13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
ბარსელონა21 დეკემბერი 202624 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 341 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ბრიუსელი28 თებერვალი 20277 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 280 -დან

 

„ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ტურისტები სხვადასხვა ახალი მიმართულებებიდან შემოდიან ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში სიახლეები გვექნება ახალ მიმართულებებთან და ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 156 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 992 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 699 -დან
ანკარა3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 471 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ თვეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა . თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -იანი ზრდაა. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი1 იანვარი 20278 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 117 -დან
ბაქო4 ოქტომბერი 20278 ოქტომბერი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 1 427 -დან
დუბაი1 ივლისი 20274 ივლისი 2027Flydubaiავიაბილეთები 1 845 -დან
ერევანი18 იანვარი 202722 იანვარი 2027FLYONE Armeniaავიაბილეთები 300 -დან
სტამბოლი13 იანვარი 202720 იანვარი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 374 -დან

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის რომელ ქალაქში უნდა დაისვენო აგვისტოში?
შემდეგი სტატიარომელ მიმართულებებს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები სამოგზაუროდ ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted