2025 წლის პირველი იანვრიდან, ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები იმ ქვეყნებისთვის იცვლება, რომლებიც ისრაელთან უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ. ქვეყანაში შესასვლელად საჭირო იქნება ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარ ავტორიზაციის მიღება. პროცედურა ფრენამდე 72 საათით ადრე უნდა მოხდეს.

მოქალაქეები, რომლებიც წინასწარ შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელის სახელმწიფოში 2 წლამდე ვადით გამგზავრების ავტორიზაციას.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე შეიცვლის სახელს ან გვარს, ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაციის მიღება თავიდან მოუწევს.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ავტორიზაცია არ უზრუნველყოფს ქვეყნის საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს კვლავ მოუწევს საზღვრის დაცვის ოფიცერთან გასაუბრება.

პირველ იანვრამდე, ავტორიზაციის გავლა უფასო და ნებაყოფლობითია. ხოლო პირველი ინავრიდან პროცედურა სავალდებულო გახდება და მისი ღირებულება 25 შეკელი იქნება, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 20 ლარია.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Israir Airlinesავიაბილეთები 603 -დან
24 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025Israir Airlinesავიაბილეთები 535 -დან
1 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Israir Airlinesავიაბილეთები 601 -დან
5 იანვარი 20268 იანვარი 2026Israir Airlinesავიაბილეთები 571 -დან

 

ისრაელის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები -ს შესაძენად, დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ავიარეისების შერჩევაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველო პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა
შემდეგი სტატიაგამოიცანი მსოფლიოს რეკორდსმენი სანახაობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments