ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება, ერთი თვით გადაიდო. შეფერხების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალი გრაფიკის მიხედვით, EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

ადრე აეროპორტები აცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი. ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წლიდან აპირებდა. გაშვების თარიღმა მოგვიანებით 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გადაინაცვლა, ეხლა კი ირკვევა, რომ ის 10 ნოემბრიდან ამოქმედდება.

EES -ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს სისტემაში დარეგისტრირება მოეთხოვება. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც ჩაანაცვლებს. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა წარადგინონ პასპორტის დეტალები, დატოვონ თითების ანაბეჭდები და გადაიღონ ფოტო. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის ვადით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ალმათი16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი1 აგვისტო 202712 აგვისტო 2027Transaviaავიაბილეთები 919 -დან
ანკარა21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
ათენი29 ნოემბერი 202610 იანვარი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 450 -დან
აბუ-დაბი1 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 843 -დან
ანთალია29 ოქტომბერი 202614 ნოემბერი 2026SunExpressავიაბილეთები 231 -დან
ბაჰრეინის კუნძული22 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 387 -დან
ბაქო23 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 627 -დან
ბელგრადი20 იანვარი 202723 იანვარი 2027Air Serbiaავიაბილეთები 567 -დან

 

EES არის ავტომატური სისტემა, რომელსაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის გამოიყენებს. სისტემა გამიზნულია პასპორტის ბეჭდის ჩანაცვლებისთვის. EES ეფუძნება ევროკავშირის 2017/2226 რეგულაციას.

სისტემა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც მიჩვეულა აეროპორტის ბიომეტრიული სკანერების გამოყენებას. ახლა ოფიციალური პირები ძირითადად ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა თქვენს პასპორტის ფოტო თქვენს სახეს, მაგრამ EES ტექნიკა ასევე ამოწმებს, რა ვადით გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიები და აეროპორტები შეფერხებით მუშაობენ
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოებია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted