Georgian Airways -ი 2024 წლის იანვარ-მაისში 197 723 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით, 207%-იანი ზრდაა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 64 406 -ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის იანვარ-მაისში, ჯეორჯიან ეარვეისი თბილისის აეროპორტი -დან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: პარიზი , ნიცა, მილანი , ლარნაკა, ამსტერდამი, ვენა , ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ავიამიმოსვლა 4 მიმართულებით ხორციელდებოდა და ესენია: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა და პარიზი.
მგზავრთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მაისის თვეშიც – ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 48 099 -ს შეადგენდა. 2023 წლის მაისში კი – 17 858 მგზავრს.
Georgian Airways ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ბერლინი | 29 ოქტომბერი 2025 | 5 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 203 -დან |
ლარნაკა | 23 ოქტომბერი 2025 | 30 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 635 -დან |
ნიცა | 22 ოქტომბერი 2025 | 29 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 995 -დან |
ნოვოსიბირსკი | 10 ნოემბერი 2025 | 18 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 131 -დან |
რომი | 22 ოქტომბერი 2025 | 25 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 022 -დან |