ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულდა. „ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ტენდერი გამოცხადდება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2024 წელსვე იგეგმება, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება კი 2026 წელს.

2024 წლის მაისში, დასრულდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტების მიერ აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. კვლევა და შეფასებები მოიცავს:

  • აეროპორტის ტერმინალის,
  • სამიმოსვლო ბილიკების,
  • ასაფრენ-დასაფრენი ზოლის,
  • ბაქანის და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელს მდგომარეობას,
  • მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს;
  • აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებასა და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა10 სექტემბერი 202517 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 642 -დან
ათენი13 ივნისი 202516 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 271 -დან
აბუ დაბი17 ივლისი 202520 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
ბარსელონა16 ივნისი 202520 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 749 -დან
ბერლინი20 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 455 -დან
ბრიუსელი2 ოქტომბერი 20259 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 591 -დან
ბუდაპეშტი11 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 369 -დან
შუმკენტი19 ივლისი 202526 ივლისი 2025FlyArystanავიაბილეთები 617 -დან
დორტმუნდი17 ივნისი 202521 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 631 -დან
მემინგენი28 ოქტომბერი 20258 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 438 -დან

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისში დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები, რამაც ჯამში ავტოსადგომზე ადგილების რაოდენობა 700-ამდე გაზარდა.

2023 წლის ბოლოს, ხელი მოეწერა „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქციისა და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებას“, მშენებლობა დასრულდება 2024 წელს.

ამასთან, არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით, 2023 წელს ხელი მოეწერა მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლიც მიმდინარე წელს დასრულდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დაგეგმე ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითურქეთის აეროპორტებში შესაძლოა შემოწმების პროცესი გამკაცრდეს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways -მა მგზავრთნაკადი 207% -ით გაზარდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments