უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად იჯარით მალტაში რეგისტრირებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -ის მთელი ფლოტი აიღო.
ვიზეარი თვითმფრინავების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და იძულებულია გააუქმოს ათეულობით ფრენა ევროპის მიმართულებით. მატ შორის ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა შეამცირა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფლოტის მეოთხედი მას შემდეგ გაჩერდა, რაც ძრავებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა.
SkyUp Airlines -ის 2 თვითმფრინავი უკვე ბაზირებულია ბუქარესტში, 1 ვარშავაში და Wizz Air -ის სახელით ახორციელებს ფრენებს.
Wizz Air ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 9 ივნისი 2025 | 12 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 236 -დან |
ბარსელონა | 2 ივნისი 2025 | 9 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 627 -დან |
ბერლინი | 4 ივნისი 2025 | 11 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 466 -დან |
ბრიუსელი | 24 დეკემბერი 2025 | 14 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 320 -დან |
ბუდაპეშტი | 6 ივნისი 2025 | 12 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 360 -დან |
დორტმუნდი | 7 ივნისი 2025 | 17 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 422 -დან |
მემინგენი | 5 ივნისი 2025 | 19 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 493 -დან |
ფრანკფურტი | 2 ივნისი 2025 | 9 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 501 -დან |
ჰამბურგი | 3 ივნისი 2025 | 10 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 375 -დან |
კატოვიცა | 25 დეკემბერი 2025 | 1 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 436 -დან |
როგორც ცნობილია, SkyUp Airlines-მა დაარეგისტრირა შვილობილი ავიაკომპანია SkyUp MT მალტაში (სამი Boeing 737-800). ახლა ისინი ოპერირებენ სარეგისტრაციო ნომრებით 9H-SAT, 9H-SAU, 9H-SAS.
ევროკავშირის დროშის ქვეშ ფუნქციონირება SkyUp Airlines-ს საშუალებას აძლევს ევროპის ბაზარზე შეზღუდვების გარეშე მოახდინოს ოპერირება, რაც შეუძლებელი იყო უკრაინული რეგისტრაციის გამოყენებისას.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე SkyUp Airlines-ი უკრაინის უმსხვილეს ავიაკომპანიებს შორის იყო. 2022 წლის შემდეგ კი ავიაკომპანიამ ოპერირება უკრაინის ფარგლებს გარეთ განაგრძო, იჯარით გასცა თავისი თვითმფრინავები ისეთ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფლოტის დეფიციტს განიცდიან.