ლატვიის დედაქალაქი რიგა წარმოადგენს პრიბალტიკის ყველაზე დიდ ქალაქს, მისი მოსახლეობა დაახლოებით 700 ათას მოქალაქეს აღწევს. ქალაქ რიგის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად ცენტრშია აშენებული, იუნესკოს ძეგლთა სიაშია დაცული.

რიგაში, შეხვდებით მოდერნისტული არქიტექტურით ნაგებ, კრამიტით გადახურულ შენობებს, ვიწრო ქვაფენილით გაკეთებულ ქუჩებს, ძველ ტაძრებს, სადაც ორღანით შესრულებულ ჰანგებს მოისმენთ და ა.შ.

გავიგოთ იაფი ავიაბილეთების შესახებ, რიგის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს, ლატვიური ავიაკომპანია airBaltic ასრულებს, შესაბამისად რიგის მიმართულებით იაფ ავიაბილეთებს, სწორედ ის სთავაზობს ქართველ მგზავრებს. ავიაბილეთების ფასები 300 ლარიდან იწყება და ფრენა პირდაპირია. სამი საათი და 25 წუთია საჭირო რიგის საერთაშორისო აეროპორტში მოსახვედრად. რეისი თბილისის დროით 05:15 წუთზეა დანიშნული. გაითვალისწინეთ – ბარგის შემთხვევაში ბილეთის საფასურმა შესაძლოა 400 ლარამდე მოიმატოს.

თბილისი რიგის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 სექტემბერი 20244 ოქტომბერი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 782 -დან
7 ოქტომბერი 202414 ოქტომბერი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 926 -დან
24 ნოემბერი 202430 ნოემბერი 2024პირდაპირიairBalticავიაბილეთები 662 -დან
15 დეკემბერი 202421 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 833 -დან
17 ივნისი 202517 ივნისი 20251 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 046 -დან
5 ივლისი 20253 აგვისტო 2025პირდაპირიairBalticავიაბილეთები 788 -დან

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან იაფ ავიაბილეთს კომპანია ვიზიარი გთავაზობთ. ორმხრივი მგზავრობის საფასური 200 ლარიდან იწყება, გადაჯდომა ვილნიუსში მოგიწევთ და დაახლოებით 12 საათია საჭირო. ყველაზე მოკლე დრო 7 საათია, რადგან პირდაპირი ფრენა არ არის.

ქუთაისი რიგის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 სექტემბერი 202419 სექტემბერი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 582 -დან
24 ნოემბერი 202429 ნოემბერი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 385 -დან

ბათუმიდან რიგაში მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია ბელავისა და თურქეთის ავიხაზების საშუალებით. ბილეთისა და ფრენის ხანგრძლივობაც შედარებით დიდია, ვიდრე თბილისისსა და ქუთაისიდან.

ლატვიაში 160-მდე მუზეუმია, რომლის უმრავლესობაც სწორედ რიგაშია. ქალაქის ქუჩებისა და ბაღების თვალიერების შემდეგ შეგიძლიათ გალერეებში და მუზეუმებში დაცული ექსპონატები მოინახულოთ და გაიგოთ ცოტა რამ სახელმწიფოს ისტორიაზეც.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიციურიხი – ჟენევა ავიაბილეთები
შემდეგი სტატიარაინეარი ავიაკომპანია / Ryanair Georgia
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
4 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments