ფრენის გადადება ან ფრენის დაგვიანება ავიაკომპანიას ავალდებულებს მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია. მგზავრების მიერ ფრენის კომპენსაციის მოთხოვნა დღითიდღე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. იურიდიული კომპანიების დახმარებით, ავიამგზავრები უფრო მეტად ინფორმირებულები არიან საკუთარი უფლებების შესახებ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მგზავრები უკეთესად იცავენ საკუთარ უფლებებს და ავიაკომპანიებისგან იღებენ კუთვნილ ფრენის კომპენსაციას.

მოითხვე კომპენსაცია

ძალიან ხშირად, როდესაც გვესმის რომ ჩვენს მეგობარს, ნაცნობს ან ახლობელს ავიაკომპანიამ გადაუხადა ფრენის კომპენსაცია დაგვიანებული ან გადადებული ფრენის გამო, გვახსენდება რომ წლების წინ ჩვენც დაგვაზარალა ავიაკომპანიამ ფრენის დაგვიანებით ან გადადებით თუმცა ფრენის კომპენსაცია არ მოგვითხოვია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც რომ არ ვიცოდით ჩვენი ამ უფლების შესახებ ან ვიცოდით მაგრამ არ გვჯეროდა რომ რეალურად შესაძლებელი იყო კუთვნილი ფრენის კომპენსაციის მიღება.flyhelp ფრენის კომპენსაცია

ასეთ დროს, ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა – შემიძლია თუ არა მოვითხოვო ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისაგან იმ დაგვიანებულ/გადადებულ ფრენაზე, რომელიც წლების წინ მოხდა?

ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა არაერთგვაროვანი. სხვადასხვა ფრენაზე შესაძლებელია სხვადასხვა ვადა ვრცელდებოდეს. შევეცდებით აგიხსნათ რაშია საქმე.

ვადას, რა დროის განმავლობაშიც ავიამგზავრს შეუძლია მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისგან ხანდაზმულობის ვადა ეწოდება. თუ ხანდაზმულობის ვადა გასულია, მგზავრს მოთხოვნის უფლება აღარ აქვს. მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის, ხანდაზმულობის რა ვადა ვრცელდება ავიაკომპანიისაგან გადადებული ან დაგვიანებული ფრენის გამო კომპენსაციის მოთხოვნაზე?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონმდებლობა, რომელიც ავიაკომპანიებს ავალებს მგზავრებს გადაუხადოს კომპენსაცია დაგვიანებულ ან გადადებულ ფრენებზე მიღებული არის ევროკავშირის მიერ, კერძოდ 2004 წელს ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს მიერ მიღებული რეგულაცია #261. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადაზე პასუხიც სწორედ ამ რეგულაციაში უნდა ვეძებოთ.

სამწუხაროდ, უშუალოდ რეგულაცია არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ ხანდაზმულობის როგორი ვადა ვრცელდება ფრენის კომპენსაციის მოთხოვნაზე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ერთერთ მის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ამ საკითხზე და დაადგინა წესი, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადა.

kompensacia flyhelp2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე (Joan Cuadrench Moré VS Koninklijke Luchtvaart Maatschappij NV) ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ დაგვიანებული ან გადადებული ფრენის გამო ფრენის კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა დადგინდეს ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით რომელიც ვრცელდება კონკრეტულ ავიარეისზე.

თავის მხრივ, საკითხი იმის შესახებ თუ ევროკავშირის რომელი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა ვრცელდება ამა თუ იმ ფრენაზე, ასევე დადგენილია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე Peter Rehder v Air Baltic Corporation) სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ფრენაზე ვრცელდება ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა სადაც მგზავრი მიფრინავდა ან საიდანაც მგზავრი მოფრინავდა, ან გაფრენის და ჩაფრენის ქვეყნის კანონმდებლობა ერთად (იმ შემთხვევაში თუ ორივე მათგანი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა).

ანუ, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

  • თუ კი თქვენ მიფრინავდით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მაშინ თქვენს ფრენაზე ვრცელდება ამ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა.
  • თუ კი თქვენ მოფრინავდით ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, მაშინ თქვენს ფრენაზე ვრცელდება ამ წევრი ქვეყნის კანონმდებლობა.
  • თუ თქვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მიფრინავდით ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში, მაშინ ორივე ქვეყნის კანონმდებლობა ვრცელდება თქვენს ფრენაზე,

შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც, დგინდება სწორედ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც ვრცელდება თქვენს ფრენაზე. ხანდაზმულობის ვადა, ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში სხვადასხვაა, მათი ზუსტი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ქვეყანავადა
ავსტრია3 წელი
ბელგია1 წელი
ბულგარეთი5 წელი
ხორვატია3 წელი
კვიპროსი6 წელი
ჩეხეთის რესპუბლიკა3 წელი
დანია3 წელი
ესტონეთი3 წელი
ფინეთი3 წელი
საფრანგეთი5 წელი
გერმანია3 წელი
საბერძნეთი5 წელი
უნგრეთის5 წელი
ისლანდია2 წელი
ირლანდია6 წელი
იტალია26 თვე
ლატვია2 წელი
ლიეტუვა3 წელი
ლუექსემბურგი10 წელი
მალტაუვადო
ნიდერლანდები2 წელი
ნორვეგია3 წელი
პოლონეთი1 წელი
პორტუგალია3 წელი
რუმინეთი3 წელი
სლოვაკეთი2 წელი
სლოვენია2 წელი
ესპანეთი5 წელი
შვედეთი3 წელი
შვეიცარია2 წელი
გაერთიანებული სამეფო6 წელი

[email protected] / 579 20 60 40

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში მგზავრებს 3 ახალი ავტობუსი მოემსახურება
შემდეგი სტატიაAzimuth -ი იანვრიდან, თბილისის მიმართულებით ახალ მარშრუტს ამატებს
5 5 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments