2024 წლის აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„ქუთაისის აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია საქართველოში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა ქუთაისსა და სრულიად იმერეთში,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტობუსების განრიგი მაქსიმალურად იქნება მორგებული ფრენების განრიგზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია ვიზეარი , საქართველოს ავიაბზარზე შემოსვლიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა. შესაბამისად, საჭიროა აეროპორტს ემსახურებოდეს დამატებით ტრანსპორტი, რომელიც შექმნის მეტ კომფორტს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ქართველი მოგზაურებისათვის.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა18 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 498 -დან
ათენი1 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
ბარსელონა31 მარტი 202614 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 421 -დან
ბერლინი1 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბრიუსელი18 მარტი 202625 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
ბრატისლავა13 მარტი 202616 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 224 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 323 -დან
მემინგენი21 მარტი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 277 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 147 -დან

 

ფრენებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air ge მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებებთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეიძინეთ ავიაბილეთები იაფად ქუთაისიდან ნებისმიერი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ვენაში პირდაპირ ფრენებს Austrian Airlines იწყებს
შემდეგი სტატიარამდენი წლის წინანდელ ფრენაზე შემიძლია მოვითხოვო ფრენის კომპენსაცია?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments